in

რატომ “Liebherr“-ის მაცივარი ? – ბრენდის 4 მთავარი უპირატესობა

მაცივარი საცხოვრებელი სივრცის აუცილებელი და ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დანადგარია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, სამზარეულოსთვის ხარისხიანი, გამძლე და პრაქტიკული მაცივრის შერჩევა  პრიორიტეტულია. გარდა იმისა, რომ მაცივარი  სრულფასოვანი და კომფორტული ცხოვრების  მნიშვნელოვანი ელემენტია, ის დეკორატიულ ფუნქციასაც ითავსებს და ინტერიერში ცენტრალურ ადგილს იკავებს. დახვეწილ, ელეგანტურ და მიმზიდველ ტექნიკას შეუძლია სრულიად შეცვალოს ოთახის იერსახე და ხასიათი.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მომხმარებლები მაცივარს დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით არჩევენ. საერთაშორისო ბაზარზე არსებული არაერთი პროდუქტიდან, მაცივრების წარმოების თვალსაზრისით, გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდი „Liebherr“-ი გამოირჩევა, რომელიც უკვე 88 წელია არსებობს და დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია საოჯახო ტექნიკიდან მხოლოდ მაცივრებსა და საყინულეებს აწარმოებს (როგორიცაა ცალკე მდგომი, ჩასაშენებელი, ღვინისა და სიგარის მაცივრები). ბრენდი ასევე, პრემიუმ ხაზის — ჰორეკასა და სამედიცინო მაცივრების დამზადებითაა ცნობილი.

Liebherr“-ის კომფორტ, პრემიუმ და პრესტიჟ კლასის მაცივრები არაერთი უპირატესობით სარგებლობს და ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებასა და მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. ქვემოთ მოცემულია ბრენდის უმთავრესი მახასიათებლები, რომელთა წყალობით “Liebherr“-ის მაცივრები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად მიიჩნევა:

1. უმაღლესი ხარისხის ტექნიკა —  „Liebherr“-ი საყოველთაოდ ცნობილია მაღალი ხარისხის მაცივრების წარმოებით, რომლებიც გამძლეობითა და საიმედოობით გამოირჩევა. თითოეული დეტალი დიზაინერებისა და ტექნიკური გუნდის მიერ დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით არის დამუშავებული, რის გამოც ხანგრძლივად უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს.

2. ენერგოეფექტურობა და ეკოლოგიური სისუფთავე —  „Liebherr“-ის მაცივრების კიდევ ერთი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც მათი კომფორტული და მარტივი გამოყენების საშუალებას იძლევა. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, „Liebherr“-ის პროდუქცია საშუალებას გაძლევთ შეამციროთ ენერგიის მოხმარება და ელექტროენერგიის ხარჯვა.  ამასთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შექმნილი ტექნიკა არ აბინძურებს გარემოს და სრულიად უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

3. გამორჩეული დიზაინი — „Liebherr“-ის პროდუქცია თანამედროვე, ელეგანტური, დახვეწილი იერსახით ხასიათდება, რომელიც სხვადასხვა დიზაინის სამზარეულოს იდეალურად ესადაგება და მომხიბვლელობას სძენს. დეტალებზე აქცენტირებით და ფერთა მრავალფეროვნებით კი სახასიათო, მიმზიდველი ნაწარმი იქმნება, რაც მას მოთხოვნად და მომხმარებელთა რჩეულ პროდუქტად აქცევს.

4. უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები —  „Liebherr“-ის ბრენდს სხვა მწარმოებლებისგან განასხვავებს ის ფაქტი, რომ მისი ტექნიკა აწყობილია გერმანიაში. ამას გარდა, ბრენდს გააჩნია ისეთი თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა:

  • BioFresh ტექნოლოგია — რომელიც 0°C რეჟიმით  ნებისმიერ პროდუქტს სასარგებლო თვისებებსა და სიჯანსაღეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნებს. BioFresh განყოფილებებში ტენიანობა და ტემპერატურა ოპტიმალურ დონეზეა და კონკრეტულ პროდუქტებზეა მორგებული. შესაბამისად, მაცივარი იდეალურად ინახავს და უნარჩუნებს საჭირო ვიტამინებს, როგორც ხილ-ბოსტნეულს, ისე თევზსა და ზღვის პროდუქტებს.

  •  BluRox ტექნოლოგია — მაცივრის საიზოლაციო მასალად  “პლასტმასის“ მაგივრად  ბუნებრივი მასალებია გამოყენებული, მათ შორის,  ვულკანური ქვა (perlite), რაც „Liebherr“-ის პროდუქციის ენერგოეფექტურობას, თბოგამძლეობას, მედეგობასა და ჰერმეტულობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩასაშენებელ მაცივრებში თხელი კედლების ხარჯზე მაქსიმალურად ათვისებულია სივრცე და გაზრდილია ტევადობის მოცულობა. თხელი კედლების მიუხედავად კი მისი თბოგამძლეობის წყალობით, შესაძლებელია მაცივრის გვერდით  ნებისმიერი სხვა ტექნიკის ჩაშენება, მათ შორის ღუმელის.
  •  Infinity spring —  უნიკალური ფილტრაციის სისტემის მეშვეობით,  „Liebherr“-ის მაცივრიდან  სუფთა, გაფილტრულ, იდეალური ტემპერატურის წყალს ჩამოისხამთ.

  • Hydrobreeze — წყლის დანამვის ფუნქციის მქონე სპეციალური განყოფილების წყალობით, მწვანილისა და ხილ-ბოსტნეულის სიჯანსაღეს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებთ.

  •  IceTower — წყალზე დაერთების ფუნქციის მეშვეობით ყინულის კუბების დამზადებას შეძლებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „Liebherr“-ი აწარმოებს ღვინის მაცივრებსაც, რომელიც ხელს უწყობს ღვინის დაღვინებასა და შენახვას გრძელვადიანი პერიოდით. სპეციალური ღვინის დავარგების ტექნოლოგია ტენიანობით, ფილტრაციითა და სპეციალური ხის თაროებით მარნის ფუნქციას ასრულებს, მაქსიმალურად უნარჩუნებს ღვინოს არომატს და გააჩნია 3 ინდივიდუალური ტემპერატურის ზონა — ცქრიალა ღვინის, თეთრი და წითელი ღვინოების შესანახად (+5°C-დან +20°C-მდე).

ცალკე აღნიშვნის ღირსია „Liebherr“-ის „Monolith“ ხაზი, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი კლასის მაცივრებს, საყინულეებსა და ღვინის მაცივრებს სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია უჟანგავი მეტალისა და მინისგანაა დამზადებული და ის უნიკალური დიზაინისა და უახლესი ტექნოლოგიების საუცხოო ნაზავს წარმოადგენს.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, „Liebherr“-ის ბრენდი გამორჩეულ და განსაკუთრებულ მაცივრებს აწარმოებს, რომლებიც ხარისხით, უახლესი ტექნოლოგიებითა და დიზაინით გამოირჩევა. შეგახსენებთ, რომ „Liebherr“-ის პრემიუმ-კლასის პროდუქციის შეძენა საქართველოში, „Miele Georgia“-ს შოურუმში შეგიძლიათ, რომელიც თბილისში, ი. ჭავჭავაძის N49 დ-ში მდებარეობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ დავზოგოთ ფინანსები ავეჯის ინდივიდუალური შეკვეთისას – ქართველი პროფესიონალის რჩევები

5 მიზეზი უსადენო მტვერსასრუტის შესაძენად