in

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?

მეხუთე საუკუნიდან საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ რელიგიურმა მოტივებმა ქართველთა ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა, მათ შორის – მათ სახლებსა და ინტერიერის დიზაინზე. ხატების კუთხე, ქრისტიანული ნიშნები, შანდლები თუ სანთლები უამრავ ქართულ სახლში შეიძლება, შენიშნოთ. ერთ-ერთი წესი, რომელსაც ინტერიერის დიზაინის ცვლილებისას მორწმუნეები კითხვის დასმის გარეშე ემორჩილებიან ნათლისღებამდე (ანი 19 იანვრამდე) ნაძვის ხის აღებაა, თუმცა, სანტერესოა, აქვს თუ არა ამ ჩვეულებას ქრისტიანული საფუძველი?

ფოტოგრაფი და ავტორი: ვანო ჭელიძე. რაჭა, სოფელი ნამანევი

როგორც სასულიერო პირები იუწყებიან, ასეთ მკაცრ შეზღუდვას და წესს, რომ ნათლისღებამდე საახალწლო დეკორაციები სახლიდან უნდა გავაქროთ, ქრისტიანული საფუძველი არ აქვს. ეს უფრო ხალხური ტრადიციაა, რომელიც თაობების განმავლობაში ქართველებმა წესად გაიხადეს – 14 იანვრის, ძველით ახალი წლის შემდეგ სახლს გენერალურად ვალაგებთ და ვემზადებით სხვა დღესასწაულებისთვის, მათ შორის, ნათლისღებისთვის, რაც ბევრად უფრო ლოგიკურსა და მოსახერხებელს ხდის ნაძვის ხის აღებას იქამდე, სანამ სახლი კვლავ სტუმრებით აივსება.

ნანი ბრეგვაძის საახალწლო დეკორაციები

აღსანიშნავია, რომ ფენ შუის მიხედვით, ახალ წელს ჩინური კალენდრით, ანუ თებერვალში უნდა შევხვდეთ. შესაბამისად, თუ ამ კუთხით შევხედავთ, ნაძვის ხისა და საახალწლო დეკორაციების თებერვლის ბოლომდე სახლში გაჩერება გამართლებულია.

ნანი ბრეგვაძის ნაძვის ხე

საერთო ჯამში, სადღესასწაულო პერიოდში ინტერიერის დიზაინის ცვლილება ჩვენივე გემოვნებასა და განწყობაზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ არ არსებობს რაიმე აუცილებლად დასამორჩილებელი წესი, რომელიც ჩვენი სურვილების საპირისპიროდ წასვლასა და დეკორაციების მომავალი წლისთვის მჭიდრო ყუთებში ჩალაგებას გვაიძულებს.

ნაძვის ხე ქეთუნა ყრუაშვილის პროექტში

Sunny Valley – გრაციოზული სახლი კიევში, რომელსაც ქართველი დიასახლისი ჰყავს

რაზე დავზოგოთ თანხა და რაზე არა – ინტერიერის დიზაინერების რჩევები