in

რატომ არის შუშის ტიხრები დიზაინერების საყვარელი ელემენტი

Banner M2
Banner M2

რა ფუნქციას ასრულებს ინტერიერში შუშის მობილური ტიხრები და რატომ უნდა გამოვიყენოთ ისინი ჩვენს სახლში? ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც სივრცეს ხელის ერთი მოძრაობით ჰყოფს ან აერთიანებს და იძლევა დამატებითი ბუნებრივი განათების წყაროს, ვინაიდან შუქის კარგი გამტარია.

მობილური ტიხრები პატარა ადგილს იკავებს, მოცემული ამოცანის შესაბამისად ტრანსფორმირდება და დიზაინერული იდეების განხორციელების ვრცელ შესაძლებლობებს იძლევა. ასეთი ტიხრების მონტაჟი ადვილია, ზოგავს დროსა და ენერგიას.

მობილური ტიხრების კონსტრუქციის თავისებურებების საფუძვლიანი ცოდნის მეშვეობით, შესაძლებელია სივრცის  ხარისხიანი დასვენებისა და პროდუქტიული მუშაობის ნამდვილ ოაზისად გადაქცევა.

მობილური შუშის ტიხრების კონსტრუქციის ძირითადი მახასიათებელია როლიკებიანი მექანიზმი, რომელიც კარის ზედაპირის მოძრაობას უზრუნველყოფს.

კონსტრუქციების მიხედვით არსებობს შემდეგი ტიპის ტიხრები:

1.კუპე – შედგება ორი რელსისგან: ქვედა წამყვანი და ზედა მიმყოლისგან. ამ შემთხვევაში მოძრავი კარის ფოთოლი სტატიკურზე ეყრდნობა და მოძრაობს.

2.შეკიდული ეკრანები – შემსუბუქებული ნაკეთობაა, მაგრდება ზედა რელსზე. იატაკთან შეხებაში არ მოდის. მისი მონტაჟი შესაძლებელია რემონტის ნებისმიერ ეტაპზე. ნაკლებად გამძლეა და დაბალი დონის ხმის იზოლაცია აქვს.

3.„ჰარმონი“ ანუ საკეცი „წიგნი“ – ტიხრები რელსზე არ სრიალებს, არამედ იკეცება. „ჰარმონის“ შემთხევაში ფიქსაციის წერტილები კარკასის ცენტრშია, ხოლო „წიგნის“ შემთხვევაში – გვერდზე.

4.რადიუსული ტიხრები აღჭურვილია რკალისებრი მიმმართველებით, რაზეც მოძრაობს შუშიანი ზედაპირი.

შუშის მობილური ტიხრების ძლიერი და სუსტი მხარეები:

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, სახლის ეს კონსტრუქცია ბევრ უპირატესობას ფლობს, რომლებიც სივრცეს კომფორტულს, მრავალფუნქციურსა და ესთეტიურს ხდის.

შუშის ტიხრების დადებითი მხარეები:

  • ის გამძლე და მტკიცეა. მას გამოწვრთნილი შუშისგან და ტრიპლექსისგან ამზადებენ და ფიზიკური, ქიმიური და მექანიკური დაზიანებების მიმართ კარგი მედეგობა ახასიათებს. არ ეშინია მზის, წყლისა და მტვრის. უძლებს დიდ დატვირთვებს. სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში, ასეთი კონსტრუქცია მიმზიდველი იერის შენარჩუნებით, ათეულობით წელს გვემსახურება.
  • ზრდის სივრცეს და სინათლით ამდიდრებს მას. ოთახი ვიზუალურად უფრო დიდი, და მსუბუქი, ხოლო ინტერიერი ჰაეროვანი და ნაკლებად დატვირთული ხდება.
  • უნივერსალურია, ხაზს უსვამს ნებისმიერი ინტერიერის დიზაინერულ აქცენტს.
  • კომპაქტურია და სხვა მიზნებისთვის ათავისუფლებს ადგილს.
  • ესთეთიურია, გამოიყურება ბრწყინვალედ, მსუბუქი და თვითმყოფადია.
  • ადვილი დასამონტაჟებელი და მოსახსნელია, მოვლაში არაპრეტენზიული.

ნაკლოვანებები:

  • ერთი შუშის გატეხვის შემთხვევაში, გასაშლელი ტიხარი მთლიანად უნდა გამოიცვალოს
  • ნაწარმის შეკვეთის შემთხევავში, დიზაინი თავიდანვე უნდა იცოდეთ, ვინაიდან შუშა წრთობის შემდგომ დამუშავებას აღარ ექვემდებარება.

მოვლის წესები:

  • ჭუჭყის მოსაცილებლად რბილი ღრუბელი და შუშისა ან სარკის საწმენდი საყოფაცხოვრებო საშუალებებია საკმარისი.
  • კონდენსატი ტილოთი არ გაწმინდოთ, უბრალოდ შენობა გაანიავეთ.
  • ფურნიტურა სარეცხი საშუალებებით არ გარეცხოთ
  • ჩაუტარეთ შუშას დეზინფიცირება ნიშადურის სპირტით ან ჩაის ხის ზეთით. ეს ობის წარმოქმნას შეაჩერებს, ასევე პროფილებზე სოკოს გაჩენას შეუშლის ხელს და ზედაპირს გააპრიალებს.

ფორმების სიმარტივე, აქცენტირებული ფერები და ბუნებრივი მასალები – ნინი ჭანტურიასა და ლუკა ჩაგანავას სახასიათო სტილი

ღირს თუ არა ელექტრო ბუხრის შეძენა – Homeis.ge გირჩევთ