in

როგორ შევარჩიო რბილი ავეჯი სახლისთვის — რამდენიმე საინტერესო რჩევა დიზაინერებისგან

რბილ ავეჯს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ინტერიერში. ის საცხოვრებელში კომფორტს, წესრიგს და დახვეწილ ესთეტიკას უზრუნველყოფს. ავეჯის ამ კომპონენტის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ზონის მოწყობა, განსაკუთრებით კი მისაღები და საძინებელი ოთახი. სწორად შერჩეული რბილი ავეჯი დიდ გავლენას ახდენს  სივრცის ზონირებაზე და ინტერიერის მთავარ ხასიათს განსაზღვრავს. ამავდროულად, სასურველ განწყობას ქმნის და მაცხოვრებლებისთვის სასიამოვნო გარემოს განაპირობებს. დღევანდელ სტატიაში იმ მთავარ პრინციპებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც რბილი ავეჯის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.

ოთახის ზომისა და გეგმარების გათვალისწინება

ავეჯის შეძენამდე მნიშვნელოვანია ოთახის ზომისა და გეგმარების ზუსტი განსაზღვრა და სივრცესთან ავეჯის ზომის თანაფარდობა. ამიტომ გირჩევთ, წინასწარ გაზომოთ ოთახი, ავეჯისათვის განკუთვნილი წერტილები და აუცილებლად გაითვალისწინოთ დამატებითი სივრცე (მინიმუმ 70-90 სმ.) კომფორტული და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის. ასევე, უმჯობესია, წინასწარ განსაზღვროთ, სად როგორი ტიპის ავეჯის განთავსება გსურთ, რადგან სამომავლოდ, ცვლილებებისა და გადაკეთების საჭიროება არ არსებობდეს და დისკომფორტი არ შეგექმნათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

მრავალფუნქციური, კომფორტული მოდელის შერჩევა

ცხადია, ავეჯს მნიშვნელოვანი დეკორატიული და ესთეტიკური დატვირთვა აქვს, თუმცა უპირველესად, რბილი ავეჯის შერჩევისას მის ფუნქციურობას და კომფორტულობას უნდა მივაქციოთ ყურადღება და მოდელი ამის მიხედვით შევიძინოთ. ასევე, აუცილებელია ფუნქციური ზონის გათვალისწინება და მაცხოვრებელთა მოთხოვნების ანალიზი, რათა სახლის თითოეულმა ელემენტმა ყველა საჭიროება დააკმაყოფილოს. მაგალითად, დიზაინერები გვირჩევენ, მისაღებ ოთახში ტევადი, აქცენტირებული ტახტი გამოვიყენოთ, რომელიც იდეალურ სივრცეს შექმნის როგორც ინდივიდუალური დასვენებისა და განმარტოებისთვის, ასევე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ხარისხის შეფასება

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ავეჯის შერჩევისას უნდა იფიქროთ მოდელის ხარისხი და მწარმოებელია. რბილი ავეჯი, რომელსაც მაღალი დატვირთვით ვიყენებთ, ხშირი მოხმარების გამო შესაძლოა, მალე გაცვდეს. ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად ხარისხიანი და მტკიცე პროდუქტის შეძენა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. სწორედ ამიტომ, დიზაინერები უპირატესობას ბრენდულ ნაწარმს ანიჭებენ, რომელიც სპეციალისტების მიერ მრავალჯერ არის შემოწმებული და მაღალი სანდოობით სარგებლობს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სტილის განსაზღვრა და ინტერიერთან შესაბამისობა

იმისათვის, რომ ინტერიერს ერთიანი, დასრულებული და მიმზიდველი სახე ჰქონდეს, აუცილებელია, რომ თითოეული ელემენტი ერთმანეთს ორგანულად ერწყმოდეს და ესადაგებოდეს. მათ შორის რბილი ავეჯიც, რომელიც საცხოვრებლის ესთეტიკას დიდწილად განსაზღვრავს და ძირითად განწყობას ქმნის. შესაბამისად, მოდელის შეძენამდე, უმჯობესია, ინტერიერის სტილი შეარჩიოთ, ჩამოყალიბდეთ როგორი ფერებისა და ელემენტების გამოყენება გსურთ სივრცეში და ამ ინფორმაციის საფუძველზე, რემონტის ბოლო ეტაპზე შეიძინოთ სასურველი პროდუქტი.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფერთა 9 კომბინაცია საზაფხულო ინტერიერის შესაქმნელად

რადიატორების მწარმოებელი ბრენდი „Irsap“ — ხარისხის, ინოვაციისა და სანდოობის გარანტი