დამღლელი დღის შემდეგ სახლში მისვლა ყველას მიგვეჩქარება. იმისათვის, რომ სახლი იყოს კომფორტული, თბილი და მყუდრო, გირჩევთ, ინტერიერის მოპირკეთებისას გამოიყენოთ სხვადასხვა ტექსტურების კომბინაცია და დიდი ყურადღება დაუთმეთ რბილ საფარს, ვინაიდან არაფერი შეედრება თქვენი ფეხების ქვეშ ხალიჩის რბილ, მდიდრულ შეგრძნებას.
რა თქმა უნდა, ხალიჩა მოითხოვს დამატებით მოვლას, მაგრამ ხმის შთანთქმის, სითბოსა და საერთო კომფორტის თვალსაზრისით, მას უბრალოდ არ ჰყავს შემცვლელი.
ამდენი განსხვავებული ფერის, მასალისა და დიზაინის გამო, შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ თქვენი სახლისთვის საუკეთესო ხალიჩის შერჩევა, არასწორად შერჩეული კი სწრაფად გაცვდება, გაილევა ან დააჩნდება ლაქები, რომლებიც შეეწინააღმდეგება თქვენს დასუფთავების მცდელობებს. დაიცავით თქვენი ინვესტიცია, შეარჩიეთ და დაამონტაჟეთ საუკეთესო რბილი იატაკი ან ხალიჩა თქვენი სახლისთვის და პროექტისთვის ამ რჩევების გათვალისწინებით:
რბილი იატაკის შერჩევისას გაითვალისწინეთ მისი დანიშნულება, ხოლო მონტაჟი მხოლოდ პროფესიონალებს მიანდეთ; ხარისხის არასწორი შერჩევა შეიძლება გახდეს უკმაყოფილების მიზეზი.
რბილი იატაკი განსხვავდება მასალის, ქსოვის, ფორმატის, კონსტრუქციისა და ცვეთამედეგობის მიხედვით და თითოეულ ზონას სჭირდება კონკრეტული მახასიათებლების საჭირო კომბინაციის შერჩევა; არაპროფესიონალური მონტაჟი და არასწორი სამონტაჟო მასალების გამოყენება ძალიან ხშირად ხდება რბილი იატაკის ხარისხით უკმაყოფილების უსამართლო მიზეზი;
რბილი იატაკის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მისი სწორი მოვლა. ამ ტიპის საფარის ქიმიური ხსნარებით ხშირი წმენდა არ არის მიზანშეწონილი. ლაქების შემთხვევაში, რეკომენდებულია რბილი იატაკის სპეციალური პროფესიონალური გამწმენდი ხსნარებით დამუშავება ძალდატანების, ჭყლეტისა და ხეხვის გარეშე – სუფთა ნაჭრის მსუბუქი მოძრაობებით გარედან შიგნით მიმართულებით და არა პირიქით; არ დაგავიწყდეთ გამოყენებული ქიმიის სუფთა წყლით ამორეცხვაც. ამასთან ერთად, გახსოვდეთ, რომ საზიანოა გაშრობის არასაკმარისი დრო – ახალგარეცხილ იატაკზე 24 საათი უმჯობესია არ გავიაროთ.
ფერები და დიზაინი – მრავალფეროვანი შემოთავაზებების გამო, ხშირად რთულია არჩევანის გაკეთება:
- ღია ტონის მონოტონური იატაკი – სივრცეს ზრდის, თუმცა ნაკლებად მყუდროა და დასვრისა და ლაქების მიმართ ყველაზე დაუცველია.
- ჭრელი იატაკები – საფრთხილოა დიზაინის შერჩევა, სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში კი რამდენიმეჯერ უზრდის იატაკს სიცოცხლისა და სისუფთავის ეფექტს, არ ეტყობა ნაფეხურები და ლაქები; ვიზუალურად აპატარავებს სივრცეს, თუმცა ზრდის კომფორტისა და სიმყუდროვის შეგრძნებას.
- კომბინირებული ნაქსოვი -,,სქროლი“ ბევრი პრობლემის ერთიანად გადაჭრის შესაძლებლობაა – სხვადასხვა სიმაღლის, თუნდაც ერთი ფერის მარყუჟები დაგეხმარებათ პრობლემების ვიზუალურად მოგვარებაში.
- ხალიჩის ზომის შესარჩევად კი გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ვიზუალიზაცია – ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით უფრო გამოაჩენთ თქვენი ოთახის დადებით მხარეებს. გაითვალისწინეთ მთავარი – დიდი ავეჯის ფეხები უნდა იდგას ხალიჩაზე ორი მიზეზის გამო: ხალიჩა არ იმოძრავებს და ასევე ოთახი უფრო დიდი გამოჩნდება ვიზუალურად.
რბილი იატაკი ოჯახის წევრივითაა – უყვარს, როდესაც უვლიან და მასზე ზრუნავენ, თავად კი კომფორტსა და სითბოს გვიბრუნებს უკან.
სად შევიძინოთ რბილი იატაკი საქართველოში?
ნიმუშების, ფერებისა და ახალი ტრენდული რბილი საფარის გასაცნობად შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიზიტი კომპანია რივერსაიდის ახალ შოურუმში, ბიზნეს-ცენტრ ატრიუმში. დამატებითი დეტალების მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 595903700
[R]