in ,

Homeis.ge-ს 3 რჩეული ბინა თბილისის ძველ შენობებში Airbnb-ზე

Banner M2
Banner M2

Airbnb 2008 წელს ორმა დიზაინერმა დაარსა, რომლებსაც თავიანთი სივრცის გაქირავება სურდათ. დღეს საიტს მილიონობით “ჰოსთი” ყავს და აპლიკაციის მეშვეობით ბინის ან ოთახის ქირაობა მსოფლიოს 81 000 ქალაქშია შესაძლებელი. ბევრი ტრადიციულ სასტუმროს უკვე Airbnb-ს ბინას ამჯობინებს, რადგან ბევრი ჰოსთი გასაქირავებელი სივრცის მოწყობას ძალიან სერიოზულად უდგება. შესაბამისად, აპლიკაციაში ხშირად ვხვდებით დიზაინერულად მოწყობილ ბინებსა და სახლებს. თბილისშიც ძალიან აქტუალური გახდა ბინის ამ გზით გაქირავება და გამოჩნდა ბევრი საინტერესო სივრცე, რომლებიც ჰოსთებმა გასაქირავებლად მოაწყვეს. სტატიაში გთავაზობთ ჩვენ მიერ აღმოჩენილ 3 საინტერესო ბინას თბილისის ძველ, ისტორიულ ნაწილში Airbnb-ზე:

 

ბინა თავისუფლების მოედანთან

ბინა თბილისის ძველ უბანში მდებარეობს, თავისუფლების მოედნიდან 5 წუთის სავალზე. შენობა, რომელშიც ეს ბინაა განთავსებული 150 წლის არის და თბილისის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის. ბინა მეპატრონემ ბოლო პერიოდში გაარესტავრირა და მისი ინტერიერის პროექტი ქართველ არტისტ ქეთი ნადიბაიძეს ეკუთვნის.

 

ბინა სოლოლაკში

ბინა მდებარეობს სოლოლაკში იგივე ისტორიულ შენობაში, მისი ინტერიერი წინასთან შედარებით უფრო განსხვავებული სტილის არის და უფრო მეტად არის ნათელი ფერები გამოყენებული. ამ ბინის ინტერიერიც არტისტ ქეთი ნადიბაიძეს ეკუთვნის.

 

ბინა ზემელთან

სახლი, რომელიც ასევე ძველ შენობაშაა, რუსთაველის გამზირთან ახლოს მდებარეობს. ბინაში შენარჩუნებულია ძველებური აურა და კონტრასტისთვის ინტერიერში ფერადი, თანამედროვე ელემენტებია შეტანილი. სტუმრები განსაკუთრებით აღნიშნავენ ისტორიული შენობის ვიზუალურ მხარეს.

 

 

 

 

Warmhouse Studio-მ კორპორაციების ლოგოები სახლებად აქცია

რადიატორის არათანაბრად გათბობის გამომწვევი 7 მიზეზი