in

ინტერიერში შემოჭრილი ექსტერიერი – Homeis.ge-ს მკითხველთა რჩეული პროექტები საქართველოდან

არსებობს არქიტექტურული მიდგომა, რომელიც გულისხმობს, რომ სახლში ყოფნისას განსაკუთრებულად იგრძნობა გარშემო არსებული ბუნება და სიმწვანე. ასეთი მიდგომით შექმნილი სახლები ყოველთვის განსაკუთრებულად და ძალიან დახვეწილად გამოიყურება, ახასიათებს დიდი პანორამული ფანჯრები და ღია სივრცეები, რაც ქმნის ძალიან სასიამოვნო, ჰაეროვან გაწყობას. დღეს სწორედ რამდენიმე ასეთ პროექტს გაგაცნობთ საქართველოდან.

სახლი მუხათწყაროში

ეს სახლი თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და პირველ რიგში, ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ხევის პირას განთავსებულ საცხოვრებელს გააჩნია ისეთი ხედები, რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს ძალიან შთამბეჭდავია. სახლის თანამედროვე არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის არსებულ რელიეფს და მაცხოვრებლებს ნამდვილად საუცხოო შეგრძნებას სთავაზობს.

იხილეთ პროექტი სრულად

სახლი ლისზე

ლისის ტბა ბუნებითა და სილამაზით თავისთავად გამოირჩევა, რაც აქ აშენებული სახლებისთვისაც მრავალფეროვან გარემოს ქმნის. ამ სახლის დაპროექტებისას ინტერიერის დიზაინერისთვის მთავარი გამოწვევაც ისეთი სივრცის შექმნა იყო, რომელიც მაქსიმალურად მჭიდრო კავშირს დაამყარებდა ინტერიერსა და ექსტერიერს შრის. ამისთვის მან დიდი ინტენსივობით მწვანე მცენარეები გამოიყენა და შეიძლება ითქვას, რომ საპროექტო დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა კრწანისში

ბინის შეძენის გადაწყვეტილება მეპატრონეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც შავნაბადას მთის ხედი ნახეს, რომელიც თითოეული ოთახიდან იდეალურად მოჩანს. მათ სურდათ, საკუთარი საცხოვრებელი ექსტერიერთან გაეერთიანებინათ და სახლში ყოფნის დროს მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ გარშემო არსებული ლანდშაფტიდან. დიზაინერების თქმით, ხედიდან გამომდინარე, წამყვან ელემენტებად ხე, ბუნებრივი მასალა, ფერების „მდუმარე“ პალიტრა და სიმწვანე იქცა, რამაც ბუნება და ინტერიერი იდეალურად დაუკავშირა ერთმანეთს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი ტაბახმელაში

სახლი ტყის პირას მდებარეობს. შენობა იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ირგვლივ მდებარე გარემოს, რომ ის თითქმის შეუმჩნეველია, რაც აქ არსებული საუცხოო გარემოთი ტკბობის საშუალებას იძლევა. მის მეპატრონეებს სურდათ მზიანი და ნათელი პროექტის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა დაკავშირებული გარშემო არსებულ ხედებთან და ტყესთან. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ინტერიერი ძალიან საინტერესო და დახვეწილია, სახლის თითოეულ ნაწილში კი იგრძნობა ტყისა და ბუნების ელემენტები.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი კიკეთში

ინტერიერის შექმნის პროცესში მთავარი მიზანი სასიამოვნო გარემოს მიღება იყო. მეპატრონეებს სურდათ, სივრცე გარემოსთან მაქსიმალურ ჰარმონიაში ყოფილიყო და ირგვლივ არსებულ ბუნებასთან კავშირი არ დაეკარგა. იმის გამო, რომ სახლი მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული, ინტერიერიც ძალიან ბუნებრივი და მრავალფეროვანი გამოვიდა. ოთახებში მთლიან კედლებზე განთავსებულია დიდი ზომის ფანჯრები, საიდანაც დღის შუქი შემოდის და ულამაზესი პეიზაჟი იშლება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი ბეთანიაში

ბეთანიას, რომელიც კავკასიის მთებს უყურებს, თავისთავად თან ახლავს შორეულ ადგილას ყოფნის რომანტიული შეგრძნება. ეს არის ადგილი, რომელიც ჩაფლულია ტყეში და გარშემორტყმულია ველური ბუნებით. ყველაფერი ეს კი იდეალურად არის ასახული ამ კონკრეტული სახლის ინტერიერშიც, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხის მასალა და ბუნებრივი დეტალები.

იხილეთ პროექტი დეტალურად

4 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იატაკის მოხვეწის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ

გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები LG-ისთან ერთად