ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ჩვენს სამზარეულოში სხვადასხვა ნივთი ქაოსურად იყრის თავს. ეს შეიძლება იყოს პასტას შეკვრები, თუ მარცვლეულ-ბურღულეულის ყუთები, ჯემის ქილები და ყავის/ჩაის პაკეტები. იმისთვის, რომ ამგვარი ქაოსი ავირიდოთ თავიდან, სასურველია სამზარეულოს საკუჭნაოს მოწყობა. ეს სულ სხვაგვარი კომფორტია იმ მხრივ, რომ თქვენ ყოველთვის მოწესრიგებული გექნებათ თქვენი სამზარეულო და როცა რაიმე დაგჭირდებათ, უკვე გეცოდინებათ, თუ სად უნდა მოძებნოთ ეს კონკერტული ნივთი.
სწორედ იმისთვის, რომ საკუჭნაოს მოწყობაზე დაფიქრდეთ, ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს:
ნაბიჯი 1: დაცალეთ სამზარეულო იმ ნივთებისგან, რომლებიც არ გჭირდებათ
ნებისმიერი სივრცის და, ამ შემთხვევაში საკუჭნაოს, ორგანიზებისთვის საჭიროა, რომ, პირველ რიგში, დაცალოთ სამზარეულო იმ ნივთებისგან, რომლებიც არ გჭირდებათ და დაფიქრდეთ, რას შეინახავთ საკუჭნაოში.
ნაბიჯი 2: ყველაფერს მოხსენით შეფუთვა
საკუჭნაოები, რომლებიც სავსეა სუფთა ქილებით და ყუთებით, სწორედ ასეა ორგანიზებული ერთი მიზეზის გამო: ორიგინალი შეფუთვიდან ნივთების გადატანა ჩვენ მიერ შერჩეულ ჭურჭელში ათავისუფლებს ძალიან დიდ ადგილს.
ნაბიჯი 3: დაახარისხეთ კატეგორიების მიხედვით
მას შემდეგ რაც თქვენ პროდუქტებს ადგილს მოუნახავთ, დგება დრო, განსაზღვროთ, თუ სად უნდა განათავსოთ ისინი. რა თქმა უნდა, ზომა მნიშვნელოვანი ფაქტორია კატეგორიზაციის დროს, მაგრამ ნივთების განაწილება მაინც უფრო თქვენს ცხოვრებაზეა დამოკიდებული. მაგალითად: თუ შვილები გყავთ, მოაგროვეთ მათი საკვები ერთ ადგილას, თქვენი კი – სხვა ადგილას; განათავსეთ საცხობი საშუალებები ერთ უჯრაში, სადილის ჭურჭელი – სხვაში და ასე შემდეგ. ეს სისტემა დაგეხმარებათ სწრაფად იპოვოთ ის, რასაც ეძებთ.
ნაბიჯი 4: გამოიყენეთ კალათები
თუკი დიდი ზომის თაროები გაქვთ, კალათები არის დახვეწილი და პრაქტიკული საშუალება საიმისოდ, რომ თქვენთვის საჭირო ნივთები სწორედ მასში მოათავსოთ.
ნაბიჯი 5: გამოიყენეთ მოძრავი სადგამი
ხდება ხოლმე ისეც, რომ სხვადასხვა პროდუქტი სათავსოების უხერხულ, “მიუწვდომელ” კუთხეებში დევს. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? მოძრავი სადგამი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთი კარგი ხერხია. მისი მეშვეობით აღარ მოგიწევთ წვალება იმაზე, თუ როგორ მიწვდეთ ზეთს, ძმარს თუ სხვა პროდუქტის ბოთლს.
ნაბიჯი 6: შექმენით სივრცე დაგროვილი პროდუქტებისთვის
ხშირად პროდუქტები ჭარბი რაოდენობით გვიგროვდება, ან უბრალოდ ზოგიერთი პროდუქტი არც თუ ისე ხშირად გამოყენებადია და არ ვიცით, სად წავიღოთ. თუკი თქვენი პროდუქტების “რეზერვისთვის” ცალკე სივრცეს გამოყოფთ, კარგი იქნება, რადგან ამ ფორმით თქვენ თავს მოუყრით ყველაფერ იმას, რაც აქამდე სამზარეულოში ქაოსურად იყო გაფანტული და არ იცოდით. ხოლო სანამ საყიდლებზე წახვალთ, აუცილებლად გადახედავთ ამ სათავსოს და აღმოაჩენთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი სრულიადაც არ გაქვთ საყიდი.