in

რატომ უნდა შევიძინოთ Remer Rubinetterie-ის შემრევი? – 3 მთავარი მიზეზი

Remer Rubinetterie – იტალიური კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ხარისხის სააბაზანოს აქსესუარებითა და შემრევების წარმოებით არის ცნობილი. ბრენდის ისტორია 1965 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან კომპანიის მიზანი იყო შეექმნა ხარისხზე ორიენტირებული, ინოვაციური, სრულყოფილი დიზაინის სანტექნიკა და სააბაზანოს აქსესუარები, რომლებიც სხვადასხვა მასალაში იქნებოდა წარმოდგენილი და როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური დანიშნულებით მომხმარებელთა სურვილებს დააკმაყოფილებდა.წლების განმავლობაში Remer Rubinetterie-მ დიდი უპირატესობა მოიპოვა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე და დღეს უკვე მისი ნაწარმი 120-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

კომპანიის ფილოსოფია ემყარება მუდმივ ზრდასა და განვითარებისკენ სწრაფვას, ამიტომ თითოეული მოდელი დეტალების სრულყოფაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, იტალიური ბრენდი დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტების წარმოებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მრავალფეროვანი დიზაინის შექმნას. შესაბამისად, Remer Rubinetterie-ის პროდუქცია აერთიანებს სხვადასხვა მასალის, სტილის, ფორმის, ფერის, დიზაინისა თუ საფასო კატეგორიის შემრევებსა და სააბაზანოსთვის განკუთვნილ სანტექნიკას. ამიტომ ბრენდის მომხმარებელთა სეგმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. Remer Rubinetterie-ის კოლექციებიდან განსაკუთრებული აქცენტი ონკანებზე კეთდება, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დიზაინერებსა და მომხმარებლებში. დღეს სწორედ ამ ბრენდის შემრევების მახასიათებლებზე გავამახვილებთ ყურადღებას და მათი უპირატესობის რამდენიმე მიზეზს გაგაცნობთ.

იტალიური დიზაინი და მაღალი ხარისხის პროდუქტი — იტალიური დიზაინის ხაზი საყოველთაოდ ცნობილია ელეგანტურობითა და დახვეწილობით. ამ მხრივ არც Remer Rubinetterie-ის პროდუქციაა გამონაკლისი, რომლის შემრევები თუ სხვა აქსესუარები სრულყოფილი ესთეტიკური თვისებებით გამოირჩევა და იტალიური ტრადიციული და თანამედროვე მიდგომების შედეგად მიიღება. ამასთანავე, კომპანია იყენებს მაღალი ხარისხის მასალებს და მათ უახლესი ტექნოლოგიით ამუშავებს, რათა პროდუქტის გამძლეობა და საიმედოობა უზრუნველყოს.

ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური უსაფრთხოება — Remer Rubinetterie-ის შემრევები ინოვაციური მიდგომებითა და უახლესი ტექნოლოგიებით იქმნება, ამიტომ მოდელები თანამედროვე მოთხოვნებს ერგება და სენსორული სისტემებით, კონტროლერებითა თუ ჭკვიანი მოწყობილობებით არის აღჭურვილი. ამას გარდა, იტალიური ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური სისუფთავე და ჯანსაღი მასალები. შესაბამისად, Remer Rubinetterie-ის ონკანები და აქსესუარები უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა.

მრავალფეროვანი პროდუქციის ხაზი და მაღალი სანდოობა — კომპანია გთავაზობთ პროდუქციის ფართო არჩევანს — კლასიკური დიზაინის ონკანებსა თუ თანამედროვე, განსხვავებული ფორმის, ზომის, ფაქტურისა თუ ფერის შემრევებს, რომლებიც ნებისმიერი ტიპის ინტერიერს ერგება. ბრენდი ცდილობს, დააკმაყოფილოს მომხმარებელთა ფართო სეგმენტი, ამიტომ სხვადასხვა სტილისა და ბიუჯეტის მოდელებს გვთავაზობს. ასევე, Remer Rubinetterie-ის ფუნქციური შემრევები ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით ხასიათდება. კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის ტექნიკურ მხარდაჭერასაც და ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს.

აღსანიშნავია, რომ Remer Rubinetterie-ის შემრევები ხელმისაწვდომია „მაქსთერმის” შოურუმში, სადაც ონკანების ახალ, მრავალფეროვან კოლექციას შეხვდებით და თქვენთვის სასურველ პროდუქტს მარტივად შეარჩევთ.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ინტერიერი მკვეთრი აქცენტებით – რამდენიმე საინტერესო პროექტი საქართველოდან

„ძველი სახლის ახალი სიცოცხლე“ – მოხატული ჭერით გამოცოცხლებული ისტორია ვერის ძველ ბინაში – „Wohnung architects“-ის ნამუშევარი