დღეს ვისაუბრებთ კედლების მომზადების თავისებურებებზე ფილის, შპალერის, დეკორატიული ბათქაშისა და საღებავისთვის. ასევე გავეცნობით მოთხოვნებს, რომლებიც მშენებლისგან სწორი ხარჯთაღრიცხვისა და სამუშაო პროცესის წარმართვაში დაგვეხმარება.
რემონტის დასაწყისში, სამშენებლო ჯგუფთან ურთიერთობის დროს, შესაძლებელია კედლების საბოლოო საფარის მომზადების ყველა თავისებურება არ იცოდეთ, რასაც შედეგად ორი პრობლემა მოსდევს:
- ვერ შეაფასებთ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის სისწორეს და დიდი ალბათობით, ზედმეტი სამუშაოების ხარჯის გაწევა მოგიწევთ.
- ვერ შეამოწმებთ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რადგან ვერ გააკონტროლებთ კედლების სათანადო მომზადებას. შედეგად, მომავალში შესაძლებელია შპალერზე ან შეღებილ ზედაპირზე უსწორმასწორობები გამოჩნდეს.
მასალების გერმანელ მწარმოებლებს ზედაპირის მომზადების ხარისხის სისტემა Q1-Q4 აქვთ შემუშავებული, სადაც კედლის მომზადებისთვის დეტალური რეკომენდაციები და აღწერილობაა მოცემული.
რას ნიშნავს ზედაპირის მომზადების ხარისხის სისტემა Q1-Q4?
ეს სისტემა სხვადასხვა ტიპის მოპირკეთებისთვისაა შემუშავებული და ზედაპირის მოსწორებისთვის მასალების გამოყენების რეკომენდაციებს შეიცავს თაბაშირ მუყაოსა და ბათქაშისათვის. მოცემულია მომზადების 4 ხარისხი: Q1-დან Q4-მდე ( Q – გერმანულიდან „Qualität“ ანუ ხარისხი). Q1 – საწყისი, მინიმალური მომზადებაა, მაგალითად ფილისთვის. ხოლო Q4 – უმაღლესი, მაქსიმალური – პრიალა საღებავისთვის ან ვენეციური ბათქაშისთვის.
სისტემა დამკვეთს კონკრეტულ შემთხვევაში ჩასატარებელი სამუშაოებისა და მისაღები შედეგის განსაზღვრაში ეხმარება.
Q1 – კედლების ფილისთვის და მსხვილმარცვლიანი ბათქაშისთვის მომზადება
Q1 კლასი სისტემაში მინიმალურ მომზადებას გულისხმობს, რადგან ყველა ძირითად ხინჯს ფილა და მსხვილმარცვლიანი დეკორატიული ბათქაში დაფარავს. შესაბამისად, იდეალური ზედაპირის მომზადებას აზრი არა აქვს. ამაში მხოლოდ ზედმეტი ფული და დრო დაიხარჯება. გაითვალისწინეთ ეს მომენტი, როცა მშენებლებთან ერთად ხარჯთაღრიცხვის განხილვას დაიწყებთ და არ მისცეთ მათ საშუალება უსარგებლო სამუშაოში მეტი მოითხოვენ.
ზედაპირის გადახრის დაშვებული ნორმები
დაშვებულია კედლის ყოველ 2 გრძივ მეტრზე ვერტიკალიდან 3 მმ-იანი გადახრა, ზედაპირზე 3მმ. სიღრმის ნაკაწრები და ინსტრუმენტების ნაკვალევი, ასევე ბათქაშის 2 მმ-მდე ტალღები. თუ თქვენ ამ კედელს გვერდიდან მიანათებთ, უსწორმასწორობით გამოწვეულ ჩრდილებს დაინახავთ, თუმცა ეს კრიტიკული არაა.
როგორ მიმდინარეობს სამუშაოები თაბაშირ-მუყაოს მასალების ბაზაზე?
დგება თაბაშირ მუყაოს ფილები (მნიშვნელოვანია მონტაჟის ტექნოლოგიის დაცვა). მოჭრილი კიდეები იგრუნტება. შეერთების ადგილები თაბაშირის შემცველი შემადგენლობით ილესება. უკანასკნელის გამოყენების შემთხვევაში მუყაოს ფილების შეერთების ადგილების არმირებული ლენტით დაფარვა აღარაა საჭირო. მეორე ვარიანტი – რამდენიმე ფენა თაბაშირის ფითხის გამოყენებაა. ეს მასალა ყოველთვის არმირებულ ლენტთან ერთად გამოიყენება. ლენტის დაკვრამდე შეერთების ადგილები ფითხით ილესება და ლენტის დაკვრამდე ერთი დღე შრება.
ამ მარტივი გიდის მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია კედლის ზედაპირის მომზადების შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.
რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი