in

5 ხერხი რემონტზე ფულის დასაზოგად

IPS
IPS

ხშირად რემონტის გაკეთებაში იმაზე მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე დაგეგმილი იყო — ღირებულება შეიძლება თავდაპირველ შეფასებას ორჯერაც კი აღემატებოდეს. მაშინაც კი, თუ ფულს ყველა შესაძლო მიმართულებით დაზოგავთ, ბინის გენერალური ან კოსმეტიკური რემონტის დამატებითი ფინანსური ხარჯების გარეშე გაკეთება რთულია. განსაკუთრებით ისე, რომ შედეგი სრულიად გაკმაყოფილებდეთ. თუმცა, არსებობს რამდენიმე ხერხი, რაც რემონტისას ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

შეუკვეთეთ პროექტი

ადამიანების უმეტესობა არც კი ფიქრობს დიზაინის პროექტზე, რადგან მიაჩნია, რომ ის ძალიან ძვირია და მხოლოდ მდიდრული საცხოვრებლისთვის არის აქტუალური. სინამდვილეში, ასეთი პროექტის ღირებულება დაბალია და ის ყველა რესურსის უფრო რაციონალურად გამოყენების საშუალებას გაძლევთ — დაწყებული სივრცითა და განათებით, დასრულებული სამშენებლო მასალებით. სპეციალისტის წინასწარი გათვლების წყალობით, ბინის გარემონტების ღირებულება საგრძნობლად მცირდება, რადგან არასაჭირო მასალებსა და მომსახურებაზე ფულს არ ხარჯავთ. გარდა ამისა, სპეციალისტს შეუძლია საუკეთესო გამყიდველი ან მაღაზია გირჩიოთ.

იპოვეთ გამოცდილი ხელოსნები კარგი რეპუტაციით

ძალიან ხშირად, რემონტის დროს დამატებითი ხარჯები კონტრაქტორების შეცდომების გამო წარმოიქმნება. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ როდესაც საქმე კვალიფიციურ მუშაკს ეხება, რისკი მინიმალურია. მაგალითად, ხელოსნის ოსტატობაზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის ფითხი სჭირდება კედლის გასწორებას. ასევეა სხვა ტიპის სამუშაოების შემთხვევაშიც.

შეაფასეთ სწორად

როგორ გავაკეთოთ რემონტი სწრაფად და იაფად? ეს შესაძლებელია მხოლოდ სამუშაოს ხარისხის საზიანოდ. თუ ხარისხის თვალსაზრისით კომპრომისზე წასვლა არ გსურთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ რემონტს დრო დასჭირდება. როგორიც არ უნდა იყოს ღირებულების წინასწარი შეფასება, პრაქტიკაში ის გაიზრდება. რეალისტური გამოთვლისთვის გაიარეთ კონსულტაცია ხელოსნებთან, არქიტექტორებთან და დიზაინერებთან, რომლებიც თქვენი ბინის პროექტზე მუშაობენ.

გამოიყენეთ ოპტიმალური ფასების მქონე მასალები

ჰკითხეთ ხელოსნებს, რა მასალების დაზოგვა შეიძლება, ისე რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ დაზარალდეს. ფაქტია, რომ იაფი სამშენებლო მასალების ყიდვა ცუდი სტრატეგიაა. თუმცა არის დეტალები, რისთვისაც ზედმეტის გადახდა არ არის საჭირო — მაგალითად წებო ფილებისთვის. გაესაუბრეთ სამუშაოს შემსრულებლებს, რათა გაიგოთ, რა ხელმისაწვდომი ანალოგების გამოყენება შეიძლება.

შეიძინეთ სამშენებლო მასალები გონივრულად

გახსოვდეთ, უფრო მომგებიანია მასალების უმეტესობის ერთ მაღაზიაში შეძენა — ამ გზით თქვენ მნიშვნელოვანი ფასდაკლების მიღებას შეძლებთ. გაესაუბრეთ დიზაინერსა და კონტრაქტორს — ისინი შეიძლება მუშაობდნენ მომწოდებელთან, რომელიც საუკეთესო ფასებს ან სპეციალურ პირობებს შემოგთავაზებთ.

როგორ მუშაობს მზის პანელები და რა ჯდება მათი მონტაჟი საქართველოში?

მუქი ოთახები და ვარდისფერი სამზარეულო – საინტერესო ინტერიერი ინგლისში