in

Render Group: საერთაშორისო დონის კოლაბორაცია და წარმატებული 3D ანიმაცია

Render Group-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთაშორისო ასპარეზზე და წარმატებით შეასრულა 3D ანიმაციისა და მონტაჟის სამუშაოები მსოფლიოში აღიარებული არქიტექტურული კომპანიის, Zaha Hadid Architects-ისა და Cityzen-ის პროექტისთვის.

Zaha Hadid Architects თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი გავლენიანი და ინოვაციური სტუდიაა, რომლის პროექტებიც ფართოდ არის ცნობილი. პროექტი “Cityzen”-ი კი სწორედ მათი თანამედროვე ხედვის კიდევ ერთი დასტურია.

Render Group-ის როლი პროექტში

Cityzen-ის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მისი 3D ვიზუალიზაცია, ანიმაცია და საბოლოო მონტაჟი. სწორედ ამ ნაწილზე იმუშავა Render Group-მა, რომლის გუნდი გამოირჩევა გამოცდილებითა და ტექნიკური შესაძლებლობებით.

სტუდიის შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა მაღალი ხარისხის 3D ანიმაცია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს Zaha Hadid Architects-ის კონცეფციასა და დიზაინის დეტალებს. პროექტის ტექნიკური სირთულეები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა – მოძრაობისა და განათების დინამიკა, ტექსტურების დეტალური დამუშავება და მონტაჟი, რაც Render Group-მა წარმატებით განახორციელა.

 

“ამ გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა. დაინერგა ახალი სამუშაო პრაქტიკა, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ურთულესი პროექტი დაგვესრულებინა უმოკლეს დროში. ზაჰა ჰადიდის ლონდონის ოფისთან ურთიერთობის გამოცდილება არის ახალი თავი რენდერ ჯგუფის ცხოვრებაში. კომპანიის ამოცანაა მომსახურებების სრული ექსპორტი,” – გვიამბობს Render Group-ის დამფუძნებელი, დავით კუპატაძე.

 

“Zaha Hadid Architects-ის დონის სტუდიასთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Render Group-ს შეუძლია და აქვს დიდი რესურსი რთული პროექტების შესასრულებლად როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ,” – აღნიშნავს Render Group-ის კომერციული დირექტორი ვანიკო ანიაშვილი.

 

 

“ეს იყო ტექნიკურად ურთულესი პროექტი. გაჩნდა საჭიროება, აგვეგო ქალაქი მთლიანად 3D-ში. რელიეფზე მუშაობა არის ყველაზე რთული პროცესი მოდელირებაში. ასევე გამოწვევა იყო, რომ ტექნიკური დავალებიდან გვეპოვა ის კადრები, რომლებიც ზუსტად ჩაჯდებოდა ლონდონის ოფისის ხედვაში. წინ დიდი საქმეებია და მსგავსი გამოწვევები გვახარებს,” – Render Group-ის კრეატიული დირექტორი, დანილ დავიდოვი.

 

Render Group-ის ეს პროექტი მკაფიოდ ასახავს იმას, რომ საქართველოში 3D ვიზუალიზაცია და ანიმაცია საერთაშორისო სტანდარტზეა. სტუდია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეუძლია მაღალი დონის პროექტების შესრულება მრავალი მიმართულებით და  საკუთარი პოზიციების გაძლიერება. როგორც ცნობილია, კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა ტოპ არქიტეტურულ სტუდიებთან, რომლებსაც ძალიან მალე ვიხილავთ. ამჟამად სტუდია გადადის ტრანსფორმაციას და ხსნის ფილიალს ლონდონში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში.

ხმის იზოლაციის პრობლემა ახალ აშენებულ კორპუსებში – როგორ შევამციროთ ხმაური?

Esteña House — ზაფხულისა და სიამოვნების შეგრძნებით აღსავსე სახლი არგენტინაში