in

რესტორატორ გიორგი აზნიაშვილის ბინა ვერაზე

28 წლის გიორგი აზნიაშვილი თბილისში ღვინის ბარის და რესტორნის მფლობელია,  ინტერიერის მოწყობა სხვადასხვა სივრცისთვის უკვე რამდენჯერმე მოუწია და თვლის, რომ დიზაინს ადამიანების ყოველდღიურობაზე დიდი გავლენა აქვს, ამიტომ თავისი ბინაც ისე მოაწყო, რომ იქ დროის გატარება სიამოვნებდეს.

მოგვიყევით თქვენს სახლზე, როგორ შეარჩიეთ ადგილი, სტილი, ნივთები?

აქტიური ძიების შედეგად , მივაგენი  სახლს, რომელიც ძალიან მომეწონა და შესვლის მომენტშივე ვიგრძენი რომ ეს ზუსტად ის იყო რაც მინდოდა. ამ სივრცეში  ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის სახელოსნო-სამკერვალო იყო. დამხვდა თეთრი კედლები და სასიამოვნო აურა . ინტერიერის დიზაინი ჩემმა ძმამ, ლევან აზნიაშვილმა გააკეთა, ძირითადი ხაზი თუ რა სტილში უნდა ყოფილიყო ინტერიერი, შენობამ და არსებულმა მოცემულობამ გვიკარნახა. საუბარია 4 მეტრიან ჭერზე, ხის პარკეტზე, დიდ ოთახებზე და ძალიან ლამაზ ხის კარ-ფანჯარაზე, რომელიც მაქსიმალურად შევინარჩუნეთ. 

როგორ ფიქრობთ, რისი გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი სახლის მოწყობის დროს?

აუცილებელია დამკვეთმაც და დიზაინერმაც გაიაზროს სახლში მაცხოვრებელთა ცხოვრების დინამიკა და სტილი, რათა სახლის მოწყობის საწყისებშივე შეიქმნას ინდივიდუალური და ადამიანის ყოველდღიურობაზე მორგებული გარემო. დაგეგმვისას ადამიანი უნდა დაფიქრდეს, თუ რამხელა გავლენა ექნება მის მომავალ ყოველდღიურობაზე სახლს და მაქსიმლურად კარგად მიაწოდოს და აგრძნობინოს დიზაინერს მისი სურვილები თუ ცხოვრების სტილი, შემდგომ კი გაითვალისწინოს მისი პროფესიული რჩევები და რეკომენდაციები.

ალექსანდრე ბაგრატიონი
ალექსანდრე ბაგრატიონი
ალექსანდრე ბაგრატიონი

რა როლი აქვს თქვენი აზრით დიზაინს და ვიზუალურ მხარეს სხვადასხვა სივრცის მოწყობაში?

სახლის დიზაინი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ყოველდღიურ განწყობაზე, უფრო მეტიც, საცხოვრებელი სახლის ვიზუალური მხარე  და გეგმარება ხშირ შემთხვევაში შეიძლება  კარნახობდეს ადამიანს ცხოვრების სტილს და  ქცევას. გაუზრებლად თუ გააზრებულად, იდეალურმა საცხოვრებელმა გარემომ შეიძლება დიდი დრო გაგატარებინოს სახლში და ამავდროულად დაუგეგმავად, შაბლონურად გაკეთებულმა დიზაინმა შეიძლება დისონანსი შემოიტანოს ადამიანის ყოველდღიურობაში  და ოჯახის წევრებთან ჰარმონიულ თანაცხოვრებაში. თუ დავფიქრდებით,  მივხვდებით რომ ძირითდ შემთხვევაში ადამიანები  სულ რამდენჯერმე, 3-4 ჯერ შეიძლება ვიცვლიდეთ საცხოვრებელ გარემოს და არ ღირს დროის და ენერგიის ეკონომიის მიზნით, ზერელედ და უყურადღებოდ დავაგეგმოთ  სივრცე, სადაც ჩვენი ცხოვრების  არც თუ ისე პატარა დროის გატარება მოგვიწევს აქ.

როგორც ვიცით, გაქვთ რამდენიმე რესტორანიც, ასევე საინტერესო დიზაინით, მათ ინტერიერებზეც რომ მოგვიყვე

დიდი განსხვავებაა საცხოვრებელი სივრცის და რესტორნის დაგეგმვაში,  სხვა ესთეტიკა და ვიზუალური მხარეა საჭირო იმისთვის რომ რესტორანში შექმნა ავთენტური გარემო სადაც სტუმრისთვის დროის გატარება განსაკუთრებული გამოცდილება იქნება.  უფრო მკაფიო აქცენტებია საჭირო, როგორც ფერებში ისე განათებაში. როგორც მოდის ინდუსტრიაში იცვლება ტენდენციები და დიდი მოდის სახლები კარნახობენ ძირითად მიმართულებებს შედარებით მცირე ზომის დიზაინერებს, ასევეა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში. რთულია ბოლომდე გვერდი აუარო გარკვეულ ტენდენციებს, თუმცა ინდივიდუალიზმის და ავთენტურობის გარეშე, სადაც დიზაინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

Sitio არის მყუდრო ასე ვთქვათ Neighborhood wine bar, სადაც ძირითადად სტუმრები მოდიან საღამოს საათებში, სიტიოს ინტერერი განიცდიდა ტრანსფორმაციას გახსნის დღიდან, რაც ძალიან საინტერესო პროცესი იყო ყოველთვის. სიტიოში აქცენტია თბილ მყუდრო ფერებზე და ასეთივე განათებაზე. 

რაც შეეხება ახალ რესტორანს, Honoré-ს , რომელიც სულ მალე გაიხსნება. ეს არის Outdoor რესტორანი, ძალიან ძველი ისტორიული შენობის ეზოში, აქ მემკვიდრეობით გვერგო ულამაზესი ხის შუშაბანდი და 5 მეტრიანი ჭერი. სივრცე საკმაოდ დიდია, ჭარბობს , უფრო პასტელური და მკრთალი ფერები ინტერიერში, აუთდორ გამწვანება და მკვეთრი აქცენტები განათებაში. 

ალექსანდრე ბაგრატიონი
ალექსანდრე ბაგრატიონი
ალექსანდრე ბაგრატიონი

რამდენიმე მშენებლობა/რემონტში მოგიწიათ ჩართულობა, რას იტყვით ამ დარგში საქართველოს ბაზარსა და მუშახელზე?

აქტიურად ვარ ჩართული ყველა ობიექტის რემონტ/მშენებლობაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რამდენადაც სწრაფი ტემპით იზრდება planing-designing მხარე საქართველოში, იმდენად გაყინულია და განუვითარებელი აღსრულება-მშენებლობა, შინაურულად რომ ვთქვათ, რემონტის მხარე. სამწუხაროდ, საბჭოთა სტანდარტები მყარად ინარჩუნებენ პოზიციებს, საბოლოო შესრულების ხარისხი არის კრიტიკულად დაბალი და არ ეხმაურება არანაირ  თანამედროვე სტანდარტს. უნდა აღინიშნოს რომ უგულებელყოფილია ძირითად შემთხვევაში თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებიც, რაც არაინფორმირებულობით და დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული.

როგორ დაახასიათებდით თბილისის თანამედროვე ინტერიერების ტენდენციებს?

საცხოვრებელ სახლებში მომრავლდა მინიმალისტური დიზაინი , პინტერესტის გავლენა ჭარბობს და უკვე დაშტამპულად ერთნაირად გამოიყურება ახალად შექმნილი ბინების უმრავლესობა.  მომწონს ბევრი სიმწვანე საცხოვრებელ სივრცეში, ძალიან მომწონს ბებია-ბაბუების ავეჯი და ნივთები, თუნდაც მინიმალურად რესტავრირებული , რომელსაც გააჩნია ის ენერგია რომელიც “ბინას” აქცევს “სახლად”.

ალექსანდრე ბაგრატიონი
ალექსანდრე ბაგრატიონი
ალექსანდრე ბაგრატიონი

ალექსანდრე ბაგრატიონი

ბინა თბილისში Objects-ის დიზაინით

2021 წლის ძირითადი ტრენდები დიზაინში