“ჩემი გატაცება არქიტექტურისადმი და ასევე მიზეზი იმისა, რომ რაც უფრო ვბერდები, მით უფრო მსიამოვნებს ამ სფეროში ყოფნა, არის ის, რომ მე მჯერა, რომ ჩვენ, არქიტექტორებს, შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.”
ეს რიჩარდ როჯერსის სიტყვებია – ბრიტანელი არქიტექტორის, რომელიც გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური არქიტექტურის მოდერნისტული და ფუნქციონალისტური დიზაინით.
რიჩარდ როჯერსი დაიბადა ფლორენციაში 1933 წელს ანგლო-იტალიურ ოჯახში. მისი მამა, უილიამ ნინო როჯერსი (1906–1993), იყო იტალიელი არქიტექტორის ერნესტო ნათან როჯერსის ბიძაშვილი. მისი წინაპრები სანდერლენდიდან ვენეციაში გადავიდნენ დაახლოებით 1800 წელს, მოგვიანებით დასახლდნენ ტრიესტში, მილანსა და ფლორენციაში. 1939 წელს უილიამ ნინო როჯერსმა გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო ინგლისში და ინგლისში გადასვლისთანავე რიჩარდ როჯერსმა სენტ ჯონსის სკოლაში, ლედჰერდში გამგზავრება გადაწყვიტა. როჯერსი არ გამოირჩეოდა აკადემიური მოსწრებით, რამაც იმოქმედა მის თვითრწმენაზე და მან დაიჯერა, რომ ის იყო “სულელი, რადგან მას არ შეეძლო წაეკითხა ან დაემახსოვრებინა თავისი სასკოლო დავალებები. როგორც ის ამბობს,ამ ყველაფრის შედეგად ის “ძალიან დეპრესიული” გახდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც როჯერს პირველი შვილი შეეძინა, ის მიხვდა, რომ მას დისლექსია (კითხვის უნარის დაქვეითება) ჰქონდა. სენტ ჯონსის სკოლის დატოვების შემდეგ, მან გაიარა კურსი Epsom–ის ხელოვნების სკოლაში (ახლანდელი შემოქმედებითი ხელოვნების უნივერსიტეტი) 1951–1953 წლებში ეროვნულ სამსახურში წასვლამდე. შემდეგ იგი დაესწრო არქიტექტურული ასოციაციის არქიტექტურის სკოლის ლექციებს ლონდონში, სადაც მან მიიღო არქიტექტურული ასოციაციის დიპლომი (AA Dipl). მისი განათლების გრძელი გზა კი იელის არქიტექტურის სკოლის მაგისტრის ხარისხით (M Arch) გაგრძელდა. იელში სწავლისას როჯერსმა გაიცნო არქიტექტურის სტუდენტი ნორმან ფოსტერი და სუ ბრუმველი.
იელის დატოვების შემდეგ იგი შეუერთდა Skidmore, Owings & Merrill-ს ნიუ-იორკში. 1963 წელს ინგლისში დაბრუნებისთანავე მან, ნორმან ფოსტერმა და ბრუმველმა შექმნეს არქიტექტურული სტუდია. როჯერსმა და ფოსტერმა სწორედ აქედან აიდგეს მაღალტექნოლოგიურ არქიტექტურაში ფეხი.
1967 წლისთვის სტუდია დაიშალა, მაგრამ როჯერსი აგრძელებდა თანამშრომლობას სუ როჯერსთან, ჯონ იანგთან და ლორი ებოტთან. 1968 წლის დასაწყისში მას დაევალა ჰამფრი სპენდერის სახლისა და სტუდიის დიზაინი მალდონთან ახლოს, ესექსში. მან განაგრძო ასაწყობი და სტრუქტურული სიმარტივის იდეების განვითარება მშობლებისთვის უიმბლდონის სახლის შესაქმნელად. ეს ემყარებოდა მისი კონცეპტუალური Zip-Up House– ის იდეებს.
შემდგომში როჯერსი შეუერთდა არქიტექტორ რენცო პიანოს. მისი კარიერა წინ წავიდა, როდესაც მან, პიანომ და ჯანფრანკო ფრანჩინიმ გაიმარჯვეს პომპიდუს ცენტრის დიზაინის კონკურსში 1971 წლის ივლისში, ოვე არუპის გუნდთან ერთად, რომელშიც შედიოდა ირლანდიელი ინჟინერი პიტერ რაისი.
როჯერსის სტილი, რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი უწოდებს “ბოულიზმს” (ეს იგივეა, რაც ინტერიერი გარეთ იყოს და ექსტერიერი შიგნით), არ იყო საყოველთაოდ პოპულარული იმ დროს, როდესაც ცენტრი გაიხსნა (1977 წელს), მაგრამ დღეს პომპიდუს ცენტრი პარიზის ღირსშესანიშნაობაა. როჯერსმა ასევე გამოიყენა ეს სტილი ლონდონის ლოიდის შენობის დიზაინისთვის, რომელიც 1986 წელს დაასრულა. ეს იყო კიდევ ერთი საკამათო დიზაინი, რომელიც სწორედ ამ კრიტიკის შემდეგ გახდა ცნობილი და დღეს გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
რეცნო პიანოსთან მუშაობის შემდეგ, როჯერსმა დაამყარა თანამშრომლობა მარკო გოლდშმიდთან, მაიკ დევისთან და ჯონ იანგთან ერთად 1977 წელს. 2007 წელს კი ამ შეთანხმებას როჯერსი სტირკ ჰარბორ + პარტნიორები ეწოდა. დღეს ფირმა ფლობს ოფისებს ლონდონში, შანხაიში და სიდნეიში.
როჯერსმა თავისი შემდგომი კარიერის დიდი ნაწილი დაუთმო არქიტექტურის, ურბანიზმის, მდგრადობის და ქალაქების გამოყენების გზებს. მისი აზროვნების ერთ -ერთი ადრეული ილუსტრაცია იყო გამოფენა სამეფო აკადემიაში 1986 წელს, სახელწოდებით “ლონდონი როგორიც შეიძლება იყოს”, რომელშიც ასევე წარმოდგენილი იყო ჯეიმს სტერლინგისა და როჯერსის ყოფილი პარტნიორის ნორმან ფოსტერის ნამუშევრები. ამ გამოფენამ ცხადყო მთელი რიგი პრინციპები ცენტრალური ლონდონის დიდი ტერიტორიის გარდაქმნის შესახებ.
1995 წელს ის გახდა პირველი არქიტექტორი, რომელმაც წაიკითხა BBC–ს ყოველწლიური ლექციები. ეს ხუთი მოხსენების სერია, სახელწოდებით “მდგრადი ქალაქი”, მოგვიანებით ადაპტირებული იქნა წიგნში „ქალაქები მცირე პლანეტისათვის“ (ფაბერი და ფაბერი: ლონდონი 1997, ISBN 0-571-17993-2). BBC–მ ეს ლექციები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა 2011 წლის ივლისში.
როჯერსმა Rogers Stirk Harbor + Partners-ში თანამდებობა 2020 წლის 30 ივნისში დატოვა. დღესდღეობით ის არის RIBA ოქროს მედლის, თომას ჯეფერსონის მედლის, RIBA სტერლინგის პრიზის, მინერვას მედლის და პრიცკერის პრიზის მფლობელი.