in

რით ჩავანაცვლოთ სამზარეულოს ზედა კარადები? – რამდენიმე საინტერესო ვარიანტი

დღეს სამზარეულოს შესახებ ვისაუბრებთ და მოგიყვებით, თუ როგორ შეგიძლიათ გააფორმოთ კედელი, რომელზეც კარადების დამონტაჟებას არ აპირებთ.

ღია თარო

ამ პროექტში სამზარეულო კომპაქტურია და სხვა სივრცეებისგან არ არის გამოყოფილი, რადგან ეს ბინა სტუდიოს ტიპისაა. აქ ზედა კარადებს ანაცვლებს ღია თაროები, რომლებიც ჭურჭლისა და დეკორისთვის არის განკუთვნილი.

სარკე, ბრა და კედლის დეკორი

სამზარეულოს ზედაპირის ზემოთ კარადები არც ამ პროექტშია, რაც კომპენსირდება ოთახის მეორე კედელზე არსებული მაღალი ვერტიკალური კარადებით. სამუშაო ზედაპირის ზემოთ მოთავსებულია დეკორატიული ნივთები. დიდი მართკუთხა სარკე ელეგანტურად, მდიდრულად გამოიყურება და ვიზუალურად სივრცეს ოდნავ აფართოებს. გარდა ამისა, მას რეტრო განწყობა შემოაქვს — მსგავსი ტექნიკა ადრე გამოიყენებოდა იმ ზონების დიზაინში, სადაც დივნებია განთავსებული. ასევე აღსანიშნავია დეკორატიული „გვირგვინი“ და სამი იდენტური ბრა, რომელიც სამუშაო ზონას ანათებს.

სამზარეულოს წინსაფრის მასალით გაფორმებული გამწოვი

ამ სამზარეულოშიც გამოყენებულია იგივე ტექნიკა, როგორც წინა შემთხვევაში — ზედა კარადების არარსებობა კომპენსირებულია ვერტიკალური სათავსოებით, რომლებიც მთელ მეორე კედელს იკავებს. სამზარეულოს ზედაპირის ზემოთ არსებული კედელი მოპირკეთებულია მარმარილოთი, რომელიც გამწოვისთვისაც გამოიყენება.

გამწოვი, თაროები და სანათები

სამზარეულო-მისაღების სივრცის ვიზუალურად გასანათებლად და სამზარეულოს ზონის დაზოგვის მიზნით, ზედა კარადები აქ მხოლოდ ერთ კედელზეა განთავსებული. სამზარეულოს ზედაპირის ზემოთ დამონტაჟებულია გამწოვი და ორი სიმეტრიული თარო დეკორით. ორი კონტრასტული შავი ფერის ბრა სივრცეს გრაფიკულობას მატებს და შავ სახელურებს, ასევე შავ ტექნიკას შესანიშნავად ერწყმის.

თარო წინსაფრის ფერში

ამ ბინაში ვხედავთ უკვე ნაცნობ ხრიკს — ზედა კარადების არარსებობა ერთ კედელზე და ვერტიკალური კარადები — მეორეზე. ღუმელისა და ნიჟარის ზემოთ მდებარე ზედა კარადები ჩანაცვლებულია მინიმალისტური თაროებით, რომლებიც წინსაფრისა და სამზარეულოს ზედაპირის ფერშია გაფორმებული. სამუშაო ზონის გასანათებლად კედელზე დამონტაჟებულია სანათი.

ხელოვნების ნიმუში და სანათი

ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენები სამზარეულო ბეტონის ბლოკებით არის შექმნილი და ყველაფერი მიკრობეტონით არის დაფარული, წინსაფრის ჩათვლით. იმ ნაწილში, სადაც მაცივარია განთავსებული, დამონტაჟებულია მოდული ღია თაროებით.

ძირითადი სამუშაო ზედაპირის ზემოთ გვხვდება ხელით ნაქარგი ნამუშევრები და ორი სიმეტრიულად დამონტაჟებული ბრა.

მხოლოდ გამწოვი

მინიმალიზმი ბოლო წლების ტენდენციაა — ზოგჯერ დიზაინერები, მომხმარებელთან შეთანხმებით, ზედა კარადებზე საერთოდ უარს ამბობენ და კედლებს არაფრით ავსებენ. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე სამზარეულოს ზედაპირის ზემოთ მხოლოდ გამწოვია დამონტაჟებული.

დახვეწილი საოფისე ინტერიერი ქავთარაძის ქუჩაზე – ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი

Saltviga House — ადგილობრივ ლანდშაფტთან შერწყმული სახლი ნორვეგიაში