in

„რივერსაიდი“ ღონისძიება „homeis შეკრების“ მხარდამჭერია

„homeis შეკრების“ მეორე ღონისძიება ახლოვდება. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა ონლაინ გამოცემა homeis.ge-ის ღონისძიება „homeis შეკრება“. მისი დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, წელს, homeis.ge-ს გუნდმა უფრო მასშტაბური „შეკრება” დააორგანიზა. შესაბამისად, 29 სექტემბერს, ონლაინჟურნალი homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ ღონისძიებას გამართავს და არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. წლევანდელი „homeis შეკრების“ მთავარი თემა გახლავთ „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.
ღონისძიების ფორმატის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე ისაუბრებენ სპეციალურად მოწვეული სპიკერები, ასევე, გაიმართება პანელური დისკუსიები. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.

„homeis შეკრების“ პარტნიორია კომპანია „რივერსაიდი“. დეტალებზე „რივერსაიდის“ დირექტორი ინგა დონაძე გვესაუბრა.

„პროფესიული შეხვედრები, სადაც შემსრულებლები (არქიტექტორები და დიზაინერები) და სერვისის მომწოდებლები (ადგილობრივი კომპანიები) ერთმანეთს ხვდებიან და გამოწვევებზე, მოთხოვნილებებსა და სიახლეებზე უზიარებენ ინფორმაციას, ყოველთვის მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც ფანტაზია და იდეები ჭარბად აქვს, ამავდროულად კი, უცხოური, გამოცდილი კომპანიებისგან უწევთ მასალებისა და შესრულების ტექნიკის მანერის მიმსგავსება, გადატანა საკუთარ პროექტებში. მსგავსი შეხვედრები ორივე მხარისთვის ძალზედ ინფორმაციული და სასარგებლო იქნება.

სწორედ იმის გამო, რომ „რივერსაიდი“ არა მარტო მასალების მომწოდებელი კომპანიაა, არამედ ეწევა მომსახურების სრულ სერვის, ასევე დამატებით აწყობს სტუდენტებისთვის მასტერკლასებსა და თემატურ ღონისძიებებს ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების ტექნიკური დეტალების გაცნობის მიზნით, ჩვენი მონაწილეობის აუცილებლობა დავინახეთ ამ ღონისძიებაში.

გვინდა დავანახოთ ქართველ არქიტექტორებსა და დიზაინერებს ჩვენი შესაძლებლობები, რომ ხშირად ვიზუალურად სასურველი შედეგის მიღწევა რამოდენიმე გზითაა შესაძლებელი, და საუკეთესო შედეგის მისაღწევად უნდა შეგვეძლოს არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ტექნიკური და ფუნქციონალურად სწორი ვერსიის გამონახვა.“

ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე.

კორპორატიული შესყიდვების მსურველებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინვოისი შემდეგ მისამართზე: event@tkt.ge

ინვოისის მისაღებად დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაციის გადაგზავნა: შემსყიდველი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ბილეთების რაოდენობა.

ღონისძიების წარმდგენია ლისი დეველოპმენტი.

პარტნიორები: Render GroupJYSKცელსიუსი,  კაპაროლი,   გაბილდი,   veli.store,   ss.ge,  ზიკერ საქართველო.

მხარდამჭერები:MieleTONრივერსაიდიMA Architectsელიტ ელექტრონიქსი,  IPSლაზიერი, Next Building Technologies, Office Technologies,  TBC Concept, ალდაგი,  Archtrade, BUILDY.

Veli.store ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია

განსხვავებული ფორმების არქიტექტურა — ინტერვიუ მიხეილ გიორგობიანთან