in

როდის უნდა გავარემონტოთ ახალაშენებული ბინა და რა კავშირშია შენობის “დაჯდომა”?

ხშირად ახალ კორპუსში ბინის ყიდვამდე ჩნდება კითხვა: როდის და როგორ უნდა გავაკეთოთ რემონტი, უნდა გვეშინოდეს თუ არა შენობის სტრუქტურაში ბუნებრივი და გარდაუვალი ცვლილებების, კერძოდ მისი „დაჯდომის“.

რას ნიშნავს ახალაშენებული სახლის „დაჯდომა“?

აღსანიშნავია, რომ არსებობს ორი ტერმინი — „დაჯდომა“ და „შეკუმშვა“. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მიზეზებითა და ფიზიკური პროცესით, მაგრამ ორივემ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი უსიამოვნო შედეგები, როგორიცაა ბზარები კედლებსა და ჭერზე, დაზიანებული ბათქაში და ა. შ.

დაჯდომა ეს არის სტრუქტურის დაწევის პროცესი ნიადაგის ჩაზნექის, საძირკვლის დატკეპნისა და ვერტიკალური ზომების შემცირების გამო.

თანამედროვე შენობებში დაჯდომა პროგნოზირებადი პროცესია, რომლის გამოთვლები წინასწარ კეთდება და პროექტში გათვალისწინებულია. დეველოპერები დეტალურად სწავლობენ იმ ფაქტორებს, რომლებიც შემდგომ გავლენას იქონიებს სახლის „დაჯდომაზე“ — ნიადაგის ტიპი, მიწისქვეშა წყლების დონე და სხვა გეოლოგიური თუ გეოდეზიური მონაცემები.

შეკუმშვა არის სახლის გეომეტრიული პარამეტრების ცვლილება (ჰორიზონტალური ზომები) მასალის მოცულობის ცვლილების გამო (მაგალითად, გაშრობა).

ყველა აღწერილი პროცესი ბუნებრივია. დეველოპერულ კომპანიას შეუძლია დააბალანსოს მათი შედეგები სამშენებლო ტექნოლოგიების კომპეტენტური და ზუსტი დაცვით, ასევე მაღალი ხარისხის და შესაფერისი მასალების გამოყენებით.

რამდენად არის შეკუმშვა სახლის ტიპზე დამოკიდებული და რამდენ ხანს გრძელდება პროცესი?

ითვლება, რომ ახალი შენობის შეკუმშვას 2-3 წელი სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ დაპროექტებისას დაშვებულია შეცდომები ან დაირღვა სამშენებლო ტექნოლოგიები, პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს. აღსანიშნავია, რომ პროცესი სახლის შენების ეტაპიდანვე იწყება, რადგან კონსტრუქციის სიმძიმე თანდათან იზრდება.

რაზე მიგვანიშნებს შენობის ბზარები?

იმ შეთხვევაში, თუ ბზარი ფუძესთან ვიწროა და ჭერის მიმართულებით ფართოვდება, ეს ფუნდამენტის ჯდომის შედეგია.

თუ პირიიქით – ბზარი ჭერთან ვიწროა და იატაკის მიმართულებით ფართოვდება, მაშინ მიზეზი კედლებზე ზენორმირებული ზეწოლის შედეგია.

ჰორიზონტალური და დიაგონალური ბზარები კი როგორც წესი, მშენებლობის ტექნოლოგიის ან უხარისხო მასალების გამოყენების შედეგია.

როგორ დავიზღვიოთ თავი მსგავსი პრობლემისგან? 

ამ შეკითხვით ჩვენ “ნამაი ვაკეს” ექსპერტებს მივმართეთ. როგორც კომპანიაში გვირჩევენ, მომავალში შენობის დაბზარვის ასარიდებლად, პირველ რიგში, იმ გრუნტის საფუძვლიანი გამოკვლევა უნდა განხორციელდეს, სადაც ნაგებობა დაიდგმება. კონკრეტულად “ნამაი ვაკეს” კომპლექსის შემთხვევაში, კომპანიამ აღნიშნული კვლევა მშენებლობის დაწყებამდე განახორციელა და ის მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას დაუკვეთა. ამის შემდეგ კი მიღებული დასკვნის საფუძველზე, საძირკვლის შესაბამისი ტიპი შეარჩია.

მეორე ნაბიჯი შენობის კონსტრუქციის გაანგარიშება და ნორმატიული მაჩვენებების გადაჭარბებით შესრულებაა. როგორც “ნამაი ვაკეს” ექსპერტები განმარტავენ, უპასუხისმგებლო კომპანიები მასალების დაზოგვის მიზნით, ნორმატივების მხოლოდ ქვედა ზღვარს აკმაყოფილებენ, სოლიდური კომპანიები კი პირიიქით, შენობის ზენორმატიული სიმტკიცის  მიღწევას ცდილობენ.

მესამე ეტაპი კი მშენებლობის ტექნოლოგიის დაცვა და ხარისხიანი მასალების გამოყენებაა. ამ მაჩვენებლის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად “ნამაი ვაკეს” მშენებლობის ხარისხს ევროპელი სპეციალისტები აკონტროლებენ, რომლებიც მშენებლობის პროცესის ყოველ ეტაპს და აქ გამოყენებულ მასალებს დეტალურად ამოწმებენ, რაც “ნამაის სტანდარტის” სრულად დაცვის გარანტიას იძლევა.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

და ბოლოს, ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, როდის ჯობია ახალაშენებული ბინის რემონტი და რა მასალები უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში?

ძალიან ხშირად, ექსპერტები გვირჩევენ, ახალაშენებული სახლის ძვირადღირებული რემონტი დროებით გადავდოთ. ისინი ზამთრის პერიოდს და შემდგომ გაზაფხულს განსაკუთრებით კრიტიკულს უწოდებენ, მაგრამ ერთი ან ორი წლის შემდეგ, დაჯდომისა და შეკუმშვის რისკი, რომელიც თქვენს რემონტზე გავლენას იქონიებს, მინიმალური იქნება.

უპირველეს ყოვლისა, ეს რჩევა პანელური და აგურის ახალაშენებული სახლების მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ. სჯობს, საწყის ეტაპზე კოსმეტიკურ რემონტს დასჯერდეთ, ხოლო კაპიტალური — მოგვიანებით წამოიწყოთ.

კაპიტალური რემონტის დაუყოვნებლივ ჩატარება დასაშვებია მონოლითურ შენობებში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც სჯობს უპირატესობა ელასტიკურ მასალებს მიანიჭოთ: ლამინატი, ფლიზელინის შპალერი, სპეციალური საღებავები და თაბაშირი, გასაჭიმი ჭერი — ეს ყველაფერი შეკუმშვისა და დაჯდომის ეფექტს მინიმუმამდე შეამცირებს.

კომფორტული ბინა მსუბუქი დიზაინით ჭავჭავაძის გამზირზე – სტუდია Due-ს ნამუშევარი

აგარაკი ოქსფორდშირში, რომლის განახლებაზეც „საოცნებო გუნდმა“ იმუშავა