in

როგორ ავარჩიოთ სასადილო მაგიდა?

ფოტო: johnlewis.com

სასადილო მაგიდა ბევრ რამეს ამბობს თქვენს სახლზეის კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებთ ოჯახურ თავშეყრებს და სოციალიზაციას. სადილი საყვარელი ხალხის გარემოცვაში ყოველდღიური პრობლემებისა და დაბრკოლებების გადასაჭრელად შესანიშნავი საშუალებაა. გემრიელი სადილი კი დიდი და კომფორტული მაგიდის გარეშე, ალბათ წარმოუდგენელია. 

სასადილო ან ხშირად როგორც მოვიხსენიებთ ხოლმე, “დიდი მაგიდა”, მხოლოდ ჭამისთვის როდია განკუთვნილი? სამაგიდო თამაშები, საშობაო საჩუქრების შეფუთვა, არქიტექტურული ნახაზების განხილვა, ეს ყველაფერი ხომ სწორედ დიდი მაგიდის ზედაპირზე ხდება? 

სასადილო მაგიდის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება:

ფორმა
შეიძლება თავიდანვე ვერც კი აცნობიერებდეთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენს მიერ არჩეული სასადილო მაგიდის ფორმას. მინიმალისტური, მცირე ზომის ოთახის ინტერიერში დიზაინერები მრგავლი მაგიდის გამოყენებას გვირჩევენ, რადგან გლუვი ფორმა დადებით შტრიხს შესძენს სივრცეს. მართკუთხა, გრძელი მაგიდები სასადილო ოთახისთვის შეუცვლელი ფორმაა, თუმცა დიდ ადგილს მოითხოვს.


ფოტო: homedeco.nl

ფოტო: casavogue.globo.com


ფოტო: labiciazul.es


ფოტო: chiccacasa.com

მასალა
სასადილო მაგიდა მრავალფეროვანი მასალისგან შეიძლება იყოს დამზადებულიმასიური ხე, ბუნებრივი ქვა, შუშის ზედაპირით, მეტალის ფეხებით, პლასტმასის, კაუჩუკისა და .. არჩევანის გაკეთებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ოთახის სტილი, რომ მაგიდაც იდეალურად შეერწყას ინტერიერს.

თუ ტენდენციებს გინდათ აუწყოთ ფეხი, გაითვალისწინეთ, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მასიური ხის ანათალი, უსწორმასწორო ფორმებით, ყველაზე მოთხოვნადი მასალაა სასადილო მაგიდის ზედაპირისთვის.


ფოტო: homedeco.nl


ფოტო: curiousgrace.com


ფოტო: estliving.com


ფოტო: 1stdibs.com


ფოტო: 1stdibs.com

მოცულობა
ბევრისათვის მაგიდის სიდიდე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შერჩევისას, ხიბლში მოსულს, შეიძლება საერთოდაც დაავიწყდეს სახლის მოცულობასთან მაგიდის შესაბამისობის გათვალისწინება. გულდასმით აზომეთ ის ადგილი, სადაც მაგიდის დადგმას აპირებთ და გათვალეთ, თუ რა ზომის მაგიდა იქნება პრაქტიკული გამოსაყენებელი არსებულ სივრცეში.


ფოტო: fonq.nl


ფოტო: planete-deco.fr


ფოტო: revistacasaejardim.globo.com


ფოტო: vtwonen.nl

ფოტო: uminlamphouse.com

“სახლი ჩემთვის ნიშნავს სიმშვიდეს და კომფორტს” – ინტერვიუ გიორგი პარკაიასთან

საცხოვრებელ ინტერიერში განთავსებული 10 ავეჯი