in

როგორ დავამსგავსოთ ჩვენი აბაზანა სპას?

გავრცელებული ფაქტია, რომ სახლში ყველაზე დიდ მნიშვნელობას იმ ოთახებს ვანიჭებთ, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. რასაკვირველია, ეს არ ეხება სააბაზანოს, რომელზეც სახლის მფლობელები ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას. ბოლო პერიოდში სახლში გატარებულმა ძალიან დიდმა დრომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მიახვედრა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კეთილმოწყობილ სააბაზანოს.

ამ სტატიაში გვსურს, გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სპა-სააბაზანო ზედმეტი დანახარჯების გარეშე. ამისათვის რამდენიმე დეტალი, მცენარე და ნივთი დაგჭირდებათ. მაშ ასე:

რბილი მოსასხამი

სპაში მისვლა კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება ხოლმე, როცა ამგვარ რბილ, სასიამოვნო მატერიის მოსასხამს გვთავაზობენ. სპა-აბაზანის შესაქმნელად შეიძინეთ მსგავსი მოსასხამი, რათა აბაზანაში შესვლა უფრო სასიამოვნო გახდეს.

სააბაზანოს ნივთების ღია სათავსო

სასიამოვნო გარემოს შექმნა შეუძლებელია, თუკი სააბაზანოს ნივთებს ორგანიზებულად არ ვინახავთ. საამისოდ გამოიყენეთ ბამბუკის ღია სათავსო, სადაც თქვენს საშხაპე ნივთებს ლამაზად მოათავსებთ.

აბაზანის ლანგარი

განა შეიძლება სპა-სააბაზანო კომფორტული და სასიამოვნო იყოს აბაზანის ხის ლანგრის გარეშე? სურათზე მოცემული ვარიანტი არის ეკოლოგიური, ბამბუკის წყალგამძლე ლანგარი, რომელზეც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნივთები მოათავსოთ და დრო საინტერესოდ გაატაროთ.

დისპენსერები

იმისათვის, რომ გარემო მშვიდი და მომადუნებული იყოს, სპები, როგორც წესი, მინიმალისტურ მიდგომას ირჩევენ. მოიცილეთ მაღაზიაში ნაყიდი ფლაკონები და მოათავსეთ ყველა სითხე ელეგანტურ დისპენსერებში.

სააბაზანოს ერგონომიული ბალიში

როდესაც აბაზანა ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება, თავი, კისერი და ზურგი კარგად უნდა იყოს დაჭერილი, რაშიც აბაზანის მყუდრო ბალიში დაგეხმარებათ. მისი ტალღისებური ნაკერი უზრუნველყოფს სტრატეგიულ მხარდაჭერას სხეულის ტკივილის თავიდან ასაცილებლად, ხოლო საჰაერო ქსელის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მას, სწრაფად გაშრეს და თავიდან აიცილოს ბაქტერიების ზრდა.

პირსახოცის საშრობი

გიყვართ საშრობიდან სუფთა, თბილ პირსახოცში გახვევა? ამისათვის შეგიძლიათ, პირსახოცის საშრობი გამოიყენოთ და თქვენი სპა-აბაზანა კიდევ ერთი ნივთით გაამდიდროთ.

აბაზანის მატი

სპა ეფექტის მისაღებად უმჯობესია ბევრი ბამბუკის გამოყენება. კიდევ ერთი ძალიან კარგი ნივთია აბაზანის ბამბუკის მატი, რომელსაც გააჩნია მოცურების საწინააღმდეგო დამჭერები. რაც მთავარია, მისი გამწოვი დიზაინი სწრაფ გაშრობას უზრუნველყოფს.

თმის მასაჟორი

თუ თქვენი თმის ფოლიკულების გაჯერება გსურთ, შეიძინეთ თმის მასაჟორი. ეს არის მარტივი გზა, თქვენი სკალპის აქერცვლისთვის და სახლში სალონის ხარისხის მასაჟის გაკეთებისთვის.

დაამატეთ მცენარეები

კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარეებს შეუძლიათ სტრესის შემცირება, ასე რომ, თუკი სახლში რომელიმე ადგილის გამწვანებაზე უნდა იზრუნოთ, ეს სწორედ სპა-აბაზანაა.

სპას ღია სათავსო

სპას ნამდვილად სჭირდება კიდევ ერთი უფრო დიდი სათავსო პირსახოცებისა და სხვა მასშტაბური ნივთების შესანახად. ასე რომ, საამისოდ შეგიძლიათ ღია თაროების სისტემა გამოიყენოთ.

მდგრადობა, როგორც ვალდებულება – Gervasoni-ს ფილოსოფია

ბინა თანამედროვე კლასიკური სტილით – მარიტა ცინცქილაძის ინტერიერი