in

როგორ დავამსგავსოთ სახლის სამზარეულო პროფესიონალი შეფ მზარეულის სამფლობელოს

სამზარეულო გაცილებით მეტია ვიდრე ერთი ოთახი სადილის მოსამზადებლად. ეს არის სახლის გული, მრავალფუნქციური კერა, სადაც ოჯახის წევრები იკრიბებიან, ერთად ამზადებენ გემრიელ საჭმელს, ისვენებენ, ურთიერთობენ და უბრალოდ ერთობიან.

ძალიან მნიშვნელოვანია სამზარეულო ოთახის კომფორტულად და პრაქტიკულად მოწყობა. ამისათვის კი, ბევრი დიასახლისი პროფესიონალ დიზაინერთან ერთად მუშაობას ირჩევს, რათა რაიმე გასათვალისწინებელი ასპექტი არ გამორჩეს მომავალი სამფლობელოს დაგეგმარებისასიქნება ეს განიერი სამუშაო სივრცე, მოსახერხებელი ქურა, ეფექტური გამწოვი, საკუჭნაო, ფერთა გამა, მასალები, თუ უამრავი სხვა დეტალი. 

სამზრეულოების იტალიურმა კომპანია Scavolini- შეფ მზარეულ კარლო კრაკოსთან ერთად კოლაბორაციის შედეგად სამზარეულოების უნიკალური ხაზი MIA გამოუშვა. შეფ მზარეულის წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით შექმნილი სამზარეულო მარტივად ითავსებს პროფესიონალური სამზარეულოსთვის დამახასიათებელ და აუცილებელ ფუნქციებს.

MIA- დახვეწილ სამზარეულოებში ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი გათვლილია. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი განლაგება და მასალების საინტერესოდ გამოყენება. MIA- სამზარეულოები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და სამზრეულო ტექნიკით, რაც მოყვარულ თუ პროფესიონალ მზარეულს უადვილებს და უდიდეს სიამოვენბას ანიჭებს საჭმლის კეთებისას. მოძრავი კუნძული, ნამცეცების შემწოვი სისტემა, ხორცის დაძველების მანქანა, კერძის გამათბობელი ნათურაეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც MIA-ს სამზარეულოებს უნიკალურს ხდის. 

ფოტო: decoist.com

ავეჯის ცნობილი ბრენდები ინსტაგრამზე

მინის შეუდარებელი სახლები