in

როგორ დავმალო ტელევიზორი მისაღებ ოთახში — რამდენიმე ჭკვიანური იდეა

ინტერიერში ისეთი ნივთის ინტეგრირება, როგორიც ტელევიზორია, შეიძლება ხშირ შემთხვევაში დიდ პრობლემად იქცეს, თუმცა როდესაც სივრცეში ამ პოპულარული ტექნოლოგიის დიზაინში ჩართვა აუცილებელია, არსებობს რამდენიმე ჭკვიანური გზა, რომელიც პრობლემის ლამაზად გადაჭრაში დაგეხმარებათ.

დამალეთ ტელევიზორი კარადაში ან პანელს მიღმა 

თუ გსურთ, რომ ტელევიზორი მხედველობის არიდან სრულიად მოაშოროთ, შეგიძლიათ ის კარადაში დამალოთ. ალტერნატიული ვარიანტია ბუფეტის გამოყენება — შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დიზაინი და ავეჯს უკანა მხარე მოაშორეთ, რათა ტელევიზორის კაბელები არ გადახურდეს.

შეიძინეთ გამორჩეულად ლამაზი ტელევიზორი

არსებობს მოდელები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტელევიზორის სტანდარტული დიზაინი არ მოსწონს. მაგალითად, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნაჩვენები Samsung Serif არა მხოლოდ ტელევიზორი, არამედ ნამდვილი ავეჯია, რომელიც ინტერიერში რაიმე ვიზუალური კონფლიქტის შექმნის ნაცვლად, თქვენს მისაღებ ოთახს მეტ ხიბლს შესძენს.

ტელევიზორის ირგვლივ წიგნების თაროები მოათავსეთ

თუ მისაღებში გაქვთ ბუხარი ორივე მხარეს ჩაღრმავებებით, ეს ტელევიზორისგან ყურადღების გადატანის ყველაზე მარტივი გზაა. ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ ბუხრის მინიმუმ ერთ მხარეს არსებული ჩაღრმავება შეავსოთ თაროებით (დატოვოთ საკმარისად დიდი სივრცე ტელევიზორისთვის), რომლებზე უამრავ წიგნს და სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებს მოათავსებთ. დაკიდეთ თვალწარმტაცი ხელოვნების ნიმუში ან სარკე ბუხრის ზემოთ და ტელევიზორი ნაკლებად შესამჩნევი გახდება. თუ ბუხარი არ გაქვთ, შეგიძლიათ ასეთივე სცენარისთვის შეკვეთით დამზადებული წიგნების კარადა ან უბრალოდ თაროები გამოიყენოთ.

ტელევიზორი ხელოვნების ნიმუშით დაფარეთ

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო გადაწყვეტა, რომელიც დიზაინერმა ტელევიზორის დასაფარად გამოიყენა. წიგნების თაროზე დამონტაჟებულია გასაგორებელი მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ტელევიზორი (მაშინ, როდესაც ის არ გამოიყენება) ხელოვნების ნიმუშით დაიფაროს. თუ თქვენ ასეთი არჩევანი არ გაქვთ, შეგიძლიათ, მაგალითად, კედელზე დაკიდებული ტექსტილით ნაჭრით დაფაროთ — ისე, როგორც ამას ფანჯრების ფარდით დაფარვისას აკეთებთ.

ტელევიზორი ქვემოთ და სიბნელეში მოათავსეთ

თუ თქვენს რეალობას ზემოთ მოცემული არცერთი გადაწყვეტა არ შეესაბამება, ტელევიზორი უბრალოდ დაბლა განათავსეთ — ასეთ შემთხვევაში ის ბევრად ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

თუ კედელზე ავეჯის დასამონტაჟებლად საკმარისი ადგილი არ გაქვთ, დაბალი სკამი ან ლამაზი ვინტაჟური პატარა მაგიდა გამოიყენეთ, მაგრამ თუ სივრცე ამის შესაძლებლობას გაძლევთ, შეგიძლიათ პატარა კარადა და ქვემოთ სათავსოს მქონე თაროები გამოიყენოთ, რათა ტელევიზორის კაბელები დამალოთ და კუთხე  მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს.

და ბოლოს, თუ ეს ვარიანტი მოგწონთ, ოთახის კედლების დამუქებაც განიხილეთ. შავი ტელევიზორის ეკრანი განსაკუთრებით მკვეთრად გამოიყურება ღია ფერის კედლების ფონზე, უფრო მუქი, მდიდარი ტონი კი ტელევიზორს კარგად შეერწყმება.

მარსელ ბროიერის საკულტო ნამუშევარი — სკამი Wassily

თანამედროვე სახლი წავკისში მინის ხიდით – Tria Group-ის პროექტი