in

როგორ გამოვყოთ საძინებელი ზონა პატარა ფართის საერთო სივრცისგან – 6 პრაქტიკული რჩევა

თანამედროვე დროში ყველას არ აქვს საშუალება დიდი ზომის სახლში იცხოვროს, სადაც საძინებელი ზონა გამოყოფილი იქნება. მცირე ზომის სახლები ტრენდული გახდა და ადამიანებს  ნაქირავებ სახლში ცხოვრებას ურჩევნიათ, საკუთარ, თუნდაც მცირე ზომის ბინაში მოეწყონ. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გიამბობთ რამდენიმე დეტალის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ პატარა ზომის ფართში კომფორტული საძინებელი სივრცის შექმნაში. 

  1. საძინებელი ზონის საფეხურით გამოყოფა

ამ შემთხვევაში სივრცე საერთო ინტერიერში კარგად ჯდება, ხოლო დასვენების დროს შესაძლებელია საერთო სივრციდან განცალკევება. კიბის მხარე და კედელი კი სათავსოების მოსაწყობად შეიძლება იქნას გამოყენებული.

 

2. ვიტრაჟით 

ვიტრაჯით გამოყოფილი ზონა განსაკუთრებით პოპულარული ვარიანტია, ვინაიდან ამ შემთხვევაში საერთო სივრცის აღქმა არ იკარგება და ამავდროულად, საძინებელი ზონა განცალკევებულია. 

3. ხის პანელები

შემოთავაზებული პროექტი დიზაინერ ანდრეი პოპოვს ეკუთვნის. საძინებელი სივრცე მისაღებისა და დერეფანიდან ხის მოძრავი დეტალებით არის შემოსაზღვრული, რაც საკმაოდ ორიგინალურ და ფუნქციურ ხერხს წარმოადგენს.

4. სარკე

პატარა სივრცეში შესაძლებელია საძინებელი ზონის კონკრეტული დეტალით განცალკევება. სარკე ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია, ვინაიდან ის სივრცეს ვიზუალურად ზრდის და მცირე ფართობის პრობლემასაც აგვარებს.

4. ფარდა

კიდევ ერთი გზა ზონირებისთვის არის ფარდის გამოყენება. ეს საკმაოდ მოსახერხებელი ვარიანტია, ვინაიდან დღის მანძილზე შესაძლებელია ფარდის გადაწევა და სახლში ბუნებრივი განათების მიღება, ხოლო საღამოს კი მისი ჩამოფარებით, მარტივად იქმნება კოფორტული, იზოლირებული სივრცე.

 

5. კედელი

სივრცის გამოყოფის უფრო ტრადიციული მეთოდია აისეთი “ნახევარი კედლის” აშენება, რომელიც ზემოთ ღია დარჩება და თაროებით მოეწყობა. ამ გზით შესაძლებელია საძინებელი ოთახის საერთო ზონისგან განცალკევება ისე, რომ მასში შუქიც შეაღწევს გამჭოლი თაროების მეშვეობით და ამავდროულად, არ დაირღვევა სივრცის სიმყუდროვე. 

ზონირების უფრო ტრადიციული მეთოდია სივრეების გამყოფა უბრალო კედლის მეშვეობით, რომელიც ოთახის შუაში მოექცევა და სივრცეს სხვადასვხა ზონებად დაყოფს.

6. ავეჯი

და ბოლოს, ოთახში სივრცეების გამოყოფა ავეჯის დეტალითაც არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია ხის კარადა, რომელიც ოთახის ერთ მხარეს სათავსოს ფუნქციას შეასრულებს, მეორე მხარეს კი უბრალოდ ხის დეკორის დანიშნულება ექნება. 

Q House – არქიტექტურული სტუდია BHA-ს პროექტი

#სადვიცხოვრო – ბინა სოლოლაკში