წვიმიანი და ცივი დღეები ნელ-ნელა წარსულში გვრჩება და ამიტომაც გვმართებს, სათანადოდ მოვემზადოთ ზაფხულის ნათელი და მზით სავსე დღეებისთვის. სამზარეულო სახლის ის ნაწილია, სადაც ჩვენი დღის დიდ ნაწილს ვატარებთ. ამიტომაც, ზაფხულის დღეებისთვის კარგი იქნება, თუკი ჩვენს სამზარეულოს გავახალისებთ.
საამისოდ რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს:
1. მოიყვანეთ მწვანილი თავად
ეს არც თუ ისე რთული საქმეა.. თანაც, გარდა იმისა, რომ ამ ხერხით თქვენს სამზარეულოს სხვა ელფერს შესძენთ, არ მოგიწევთ მაღაზიაში სიარული მწვანილის შეძენის მიზნით. ასევე, თქვენს სტუმრებს სასიამოვნოდ გააკვირვებთ, როცა თქვენივე პიტნით გააკეთებთ მოჰიტოს, თქვენივე რეჰანით გააფორმებთ სალათსა და ა.შ
2. დატვირთეთ სამზარეულო ყვავილებით
ყვავილები ყოველთვის კარგი და ცოცხალი იდეაა სივრცის გასახალისებლად/გასაფორმებლად. მათი მეშვეობით ინტერიერი სულ სხვაგვარად ცოცხლდება. ამიტომაც, გირჩევთ, ზაფხულის ფერადი ყვავილებით აუცილებლად დატვირთოთ თქვენი სამზარეულო.
3. თვალსაჩინო გახადეთ ხილი და ბოსტნეული
ზაფხული ხომ ის დროა, როცა ჩვენს დღიურ მენიუებში დიდ ნაწილს უამრავი სახის ხილი და ბოსტნეული იკავებს. რატომაც არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი მათზე სამზარეულოს გახალისებისას? საამისოდ ერთი დიდი და ლამაზი თასი დაგჭირდებათ, სადაც მათ დააწყობთ და თქვენს სამზარეულოს საზაფხულო იერს შესძენთ.
4. განაახლეთ/გამოიყენეთ ახალი პრინტები
არტ დეკო დეკორაციები არა მხოლოდ ტრენდულია, არამედ ისინი ზაფხულის სრულყოფილი განსახიერებაა. ამ ნამუშევრებს აქვს მხიარული, ფერადი სქემები, რომლებსაც შესანიშნავი ენერგეტიკა მოაქვს. ამიტომაც, სამზარეულოს “გაცოცხლება” ფერად-ფერადი პრინტებითაც შეგიძლიათ.
5. მაქსიმალურად გამოიყენეთ საჭრელი დაფა
თუკი თქვენ კოტეჯის ტიპის ხის სამზარეულოები გხიბლავთ, თქვენს სამზარეულოში აუცილებლად უნდა იყოს ხის დიდი საჭრელი დაფა, რომელსაც არამხოლოდ დასაჭრელად, არამედ კერძის მისატანადაც გამოიყენებთ. დღესდღეობით დაფის ამგვარი გამოყენება საკმაოდ ტრენდულია.