in

როგორ მოვაწყოთ ტერასა – სასარგებლო რჩევები და იდეები

ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ გემოვნებიანად მოაწყოთ ტერასა როგორც ქალაქში, ასევე აგარაკზე და ამ სივრცეში თქვენი ყოფნა მაქსიმალურად კომფორტული გახადოთ.

ტერასა სახურავზე

ევროპის ქალაქებში სახურავის ტერასად გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთან კი კვლავ ეგზოტიკური ფენომენია. ძველი კორპუსის სახურავის განაშენიანების ნებართვის აღება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. გამოსავალი ერთია – ბინის შეძენა ახალ კორპუსში, სადაც სახურავით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გათვალისწინებულია.

ხის ტერასა

არც რბილი ფიჭვი და არც შედარებით მყარი მუხა ღია ცის ქვეშ დიდხანს არ გაძლებს. იმისათვის, რომ ტერასაზე ხის იატაკმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაგიძლოთ, მასალას მაღალი სიმკვრივე, მაღალი ცხიმიანობა და ბოჭკოების განსაკუთრებული სტრუქტურა უნდა ჰქონდეს. ასეთი თვისებებით მხოლოდ ეკვატორზე მზარდი ხის სახეობები დაიკვეხნის.

ჩარდახი და ტილო

ტილო ღია ადგილის წვიმისა და მზისგან დაცვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩარდახი ან უბრალოდ ბრეზენტის ნაჭერი, რომელიც ვერტიკალურ საყრდენებზეა დამაგრებული. მზის ქოლგების არსებობაც არ დაგავიწყდეთ.

ტექის ხე

ტექის ხის იატაკს შეუძლია ყველაზე აგრესიულ გარემოს გაუძლოს. ეს მასალა ნახევარი საუკუნის განმავლობაში გაგიძლებთ იმ პირობით, თუ ხე მინიმუმ 150 წლისაა.

ტექის ხის ავეჯი

ტექის ხის გამოყენებით, იატაკის გარდა, შეგიძლიათ ავეჯიც დაამზადოთ. ამ ერთგვაროვნების წყალობით პატარა ტერასაც კი უფრო ფართო გამოჩნდება.

ბაღი სახურავზე

ირგვლივ სულ უფრო ხშირად ვხედავთ სახურავებზე გაშენებულ ბაღებს. ამ საქმეში მთავარი ზუსტი გაანგარიშებაა (განსაკუთრებით, თუ სახურავზე აუზის მოწყობასაც აპირებთ). დაივიწყეთ თვითშემოქმედება და სპეციალისტებს მიმართეთ.

მოუფრთხილდით ხეებს

ტერასის მოსაწყობად ხეების მოჭრა სულაც არ არის საჭირო. შეგიძლიათ ისინი ღია ცის ქვეშ არსებული სივრცის ინტერიერს შესანიშნავად მოარგოთ.

ბრძოლა ნესტთან

ხის ტერასის ყველაზე დიდი მტერი ნესტია. ხის იატაკის ტენიანობისგან დასაცავად მას უფრო მაღალ დონეზე სწევენ, რაც ვენტილაციას უზრუნველყოფს.

ბეტონის ავეჯი

ტერასებისა და აივნებისთვის ბეტონით ან აგურით ნაგები ავეჯი შესანიშნავი ვარიანტია. ის ნებისმიერ ყინვას გადაურჩება. დეკორაციისთვის შეგიძლიათ მოზაიკა ან კრამიტი გამოიყენოთ, ხოლო წყალგაუმტარი ქსოვილისგან დამზადებული ლეიბები და ბალიშები რბილი ავეჯის შეგრძნების შექმნაში დაგეხმარებათ.

ტერასა – ღია თუ დახურული?

თუ სახლს სწორი სახურავი აქვს, ღია და დახურულ ტერასას შორის არჩევანის გაკეთება არ დაგჭირდებათ. ზევით შესაძლებელი იქნება მზის აბაზანების მიღება, ხოლო ქვედა პლატფორმა სიცხისგან მშვენიერი თავშესაფარი გახდება. არ დაგავიწყდეთ სავარძელი-საქანელა – მასში დასვენება განსაკუთრებით სასიამოვნოა.

შეღებილი კედლები

ჩვეულებრივი აგარაკი შეიძლება კედლების შეღებვამ რადიკალურად გარდაქმნას. მაგალითად, ეგზოტიკური ეფექტის შესაქმნელად შეგიძლიათ ვარდისფერ-იისფერი ტონები გამოიყენოთ.

ტერასა გორაკზე

თუ ობიექტს არათანაბარი რელიეფი აქვს, უმჯობესია სახლი გორაკზე მოათავსოთ და ტერასა ნიადაგის დონის მაღლა აწიოთ. ეს გადაწყვეტა საშუალებას მოგცემთ, შენობა ლანდშაფტს იდეალურად მოარგოთ.

თვითგასწორებადი იატაკი

თვითგასწორებადი ბეტონის იატაკი, რომელიც დღეს ასე პოპულარულია, ექსტერიერისთვისაც შესაფერისია. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ამ მასალის ღია ცის ქვეშ გამოყენება მისადმი მოთხოვნას ზრდის, ამიტომ აუცილებელია მისი გამკვრივება.

ცისფერი+თეთრი

ცისფერი და თეთრი ტერასისთვის შესანიშნავ ფერთა გამას ქმნის. ის ზღვას, უღრუბლო ცას და თოვლივით თეთრ სახლებს მოგვაგონებს. ტერასის ამ ფერებში გაფორმებით თქვენ თავს კურორტზე იგრძნობთ.

ცოცხალი ღობე

ღია ტერიტორიის პერიმეტრის გარშემო, ქარის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ ბუჩქებისგან ღობე შექმნათ. ამისთვის შეგიძლიათ სურო ან ველური ყურძენი გამოიყენოთ.

გამჭვირვალე ტერასა

გორაკზე ტერასის განთავსება შესანიშნავი არჩევანია. ერთი პრობლემა ის არის, რომ, შესაძლოა, შემოღობვამ მთელი ხედი გააფუჭოს. გამოსავალი მხოლოდ ერთია – სივრცის გამჭვირვალე პლასტმასით ან მინით შემოფარგვლა.

გარე ბუხარი

გარე სივრცეში ბუხრის განთავსებით განსაკუთრებულ გარემოს შექმნით. ბუხარი ზამთარში გაგათბობთ და გარდა ამისა, კვამლი კოღოების მოშორებაშიც დაგეხმარებათ.

ბარბექიუ

ღია ტერასა შეიძლება არა მხოლოდ სახლის მახლობლად, არამედ ცოტა მოშორებითაც განთავსდეს. აქ შეგიძლიათ ბარბექიუს ზონა მოაწყოთ, რათა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერი მოგონებები შექმნათ.

ქვის იატაკი

ტერასა შეიძლება ქვით (ბუნებრივი ან ხელოვნური) ან კლინკერის აგურით მოპირკეთდეს. იმისათვის, რომ საფარმა დიდხანს გაძლოს, ფილები სადრენაჟო ბალიშზე უნდა მოთავსდეს.

საზაფხულო სამზარეულო

მოსახერხებელია, როდესაც სახლის ტერასა სამზარეულოს გვერდით არის, რადგან მას, სავარაუდოდ, გარე სასადილო სივრცედ გამოიყენებთ. დაფიქრდით, როგორ დაუკავშირდება ეს ორი ზონა ერთმანეთს. იდეალურ შემთხვევაში დამაკავშირებელი ელემენტი კარი იქნება.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

სან-პაულუში მდებარე ბინის დახვეწილი რენოვაცია

31 საუცხოო ინტერიერი უხვი ბუნებრივი განათებით – #Homeisინსპირაცია