in

როგორ გავწმინდოთ საშხაპე ონკანი სახლის პირობებში? – 5 მარტივი და სასარგებლო რჩევა

საშხაპე სისტემა აბაზანის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, რომლის გაწმენდაც არც თუ ისე სასიამოვნო და მარტივი პროცედურაა. ამას გარდა, სხვა ტექნიკასთან შედარებით, საშხაპის აქსესუარების გაწმენდა უფრო ნაკლები სიხშირით ხდება, თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც გვანიშნებს თუ როდის არის მისი საფუძვლიანად გასუფთავების დრო.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საშხაპე სისტემის გაწმენდის დროა?

ჩვეულებრივ, საშხაპე სისტემიდან წყალი დიდი სისწრაფითა და ტემპით მოედინება, თუმცა, თუ წნევა სუსტდება, წყლის წვეთები იფანტება და სხვადასხვა მიმართულებით იწყებს მოძრაობას. ამას გარდა, გვესმის უჩვეულო ხმებიც, რომლებიც სტვენის დროს წარმოქმნილ ხმაურს ჰგავს და იმის მანიშნებელია, რომ საშხაპე ზედმეტი რაოდენობით მტვერი და ჭუჭყი დაგროვდა, რის გამოც მისი გაწმენდის დროა.

როგორ ხდება საშხაპის დაბინძურება?

ამის მთავარი მიზეზი წყალია, რომელიც დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და კალციუმს შეიცავს. ეს ნივთიერებები გროვდება მილებსა და მეტალზე. როდესაც ამ ნივთიერებების რაოდენობა იზრდება, ისინი იწვევენ საშხაპის ნაწილების გადაკეტვასა და წყლის რაოდენობის შემცირებას.

რამდენად ხშირად არის რეკომენდებული საშხაპის სისტემის გაწმენდა?

მისი გაწმენდა სასურველია თვეში ერთხელ მაინც. ეს ხელს შეუწყობს წყლის წნევის სტაბილურობას და მავნე მიკროორგანიზმების რაოდენობის შემცირებას.

როგორ გავწმინდოთ საშხაპის თავი სახლის პირობებში?

ეს რამდენიმე მარტივი გზით არის შესაძლებელი და საჭირო საწმენდი საშუალებების დამზადებას სახლის პირობებშიც შეძლებთ. საშხაპის თავის გასაწმენდად რამდენიმე ნივთიერება გამოიყენება.

ძმარი

შეგიძლიათ ძმრის გამოყენება, რომელიც ზედაპირს კბილის ჯაგრისის დახმარებით უნდა წაუსვათ და კარგად გახეხოთ.

კოკა-კოლა

ეს სასმელი სამ მჟავას შეიცავს, რომელთა შორისაა ლიმონის, ღვინისა და ფოსფორის მჟავა. ფოსფორის მჟავიანობა შედარებით მაღალია, ამის გამო სასმელი კარგად უმკლავდება სანტექნიკაზე არსებულ ჟანგის ნაწილაკებს.

სარეცხი საშუალებები

საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შეძენა თითქმის ყველა მაღაზიაში შეიძლება. ეს შეიძლება იყოს სარეცხის მანქანის საწმენდი ან რაიმე მსგავსი ფხვნილი, რომელსაც ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში გაურევთ.

სოდა

საშხაპის გასაწმენდად ჭიქაში შეურიეთ ნახევარი ჭიქა სოდა და თბილი წყალი. უნდა მიიღოთ მასა, რომელიც კბილის პასტას წააგავს. ამ მასით უნდა დაიფაროს საშხაპის ზედაპირზე განლაგებული ნასვრეტები და მასა 25 წუთის შემდეგ ჩამოირეცხოს.

ლიმონი და მარილი

დაჭერით ლიმონი მრგვალ ნაჭრებად და მოაყარეთ მარილი. ლიმონით შეგიძლიათ საშხაპის თავის გაწმენდა ისე, როგორც ამას ჩვეულებრივი ქსოვილით გააკეთებდით. გაწმენდის შემდეგ მოუშვით ცხელი წყალი რამდენიმე წუთის განმავლობაში.

რა შეცდომებს უნდა აარიდოთ თავი საშხაპის გაწმენდის პროცესში?

სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, დაიცავით სიფრთხილის ზომები.

  • იმუშავეთ ვენტილირებად ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროდუქტის გამოყენებას აპირებთ, ორთქლმა შეიძლება შეაღწიოს თქვენს სასუნთქ სისტემაში. საშხაპის გაწმენდის დროს აუცილებლად გააღეთ ფანჯრები.
  • არ გამოიყენოთ ქლორის შემცველი პროდუქტები. ექსპერტები ამბობენ, რომ მიკროორგანიზმების უმეტესობა ქლორის მიმართ მდგრადია, ამიტომ ის ნაკლებ ეფექტს იძლევა, თუმცა შეიძლება საზიანო იყოს უშუალოდ სანტექნიკისთვის.
  • გაითვალისწინეთ მასალა. თუ თქვენს საშხაპე სისტემას სენსიტიური ზედაპირი აქვს, ნუ გამოიყენებთ მასზე უხეშ ჯაგრისს და ის მხოლოდ რბილი ქსოვილების გამოყენებით გაწმინდეთ.

ამ მარტივი მეთოდების გამოყენებით შეძლებთ რომ თქვენი საშხაპე სისტემა გამართულად მუშაობდეს და თავიდან აირიდებთ მის ნაწილებში სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმების გავრცელების რისკებს.

არქიტექტურა, როგორც უწყვეტი ფიქრის პროცესი — ინტერვიუ მამუკა ხარაზიშვილთან

LED განათება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?