მწარმოებლები გაზქურის გაწმენდას საპნის ხსნარებით ან სპეციალური საწმენდი საშუალებებით გვირჩევენ, რადგან ისინი არა მხოლოდ ასუფთავებენ ზედაპირს, არამედ ტექნიკას ბზინვარების ეფექტსაც ანიჭებენ და ქმნიან ჭუჭყის საწინააღმდეგო ფენას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომლებიც თქვენს გაზქურას მინიმალური ძალისხმევის დახმარებით გაწმენდენ.
მეთოდი 1: გაწმინდეთ გაზქურა ყოველდღე
ეს ის უნივერსალური მეთოდია, რომლის გამოყენებასაც ყველა მწარმოებელი გირჩევთ. კერძის მომზადების შემდეგ, სანამ გაზქურა ჯერ კიდევ ცხელია, მოაცილეთ ცხიმი ან დამწვარი ნაწილაკები სველი ქსოვილის ან უხეში ღრუბლის დახმარებით.
როდესაც გაზქურა გაცივდება, ჭუჭყიანი ადგილები დაამუშავეთ საპნიანი ხსნარით და გახეხეთ, თუმცა ეს ყველაფერი დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს, რათა ზედაპირი არ დააზიანდეს.
მეთოდი 2: სოდა
გაითვალისწინეთ რომ მინის ზედაპირის სოდით გაწმენდა არ შეიძლება, რადგან სოდის ნაწილაკები მინაზე უარყოფითად მოქმედებენ. სხვა შემთხვევაში, სოდა კარგი საშუალებაა გაზქურის გასაწმენდად. ამისთვის საჭიროა, რომ მთელ ზედაპირზე მოაყაროთ სოდა.
ცალკე თასში უნდა მოამზადოთ ცხელი წყლისა და ჭურჭლის სარეცხი სითხის ხსნარი. ბოლოს კი რბილი ქსოვილი კარგად დაასველეთ მომზადებულ ხსნარში და გააჩერეთ გაზქურაზე 15-30 წუთის განმავლობაში. პროცედურის დასრულების შემდეგ გაზქურა გაწმინდეთ თბილი წყლითა და სუფთა ქსოვილით.
მეთოდი 3: 9%-იანი ძმარი
ძმარი შესანიშნავი საშუალებაა ცხიმის ლაქების მოსაშორებლად და უფრო ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. როდესაც ღუმელი გაცივდება, მასზე არსებულ ლაქებს შეასხურეთ 9%-იანი სუფრის ძმარი და გაწმინდეთ რბილი ქსოვილის დახმარებით.
მეთოდი 4: კბილის პასტა
მათეთრებელი კბილის პასტები შეიცავენ დელიკატურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ ცხიმისა და დამწვარი ნაწილაკების მოშორება.
კბილის პასტა წაუსვით უშუალოდ ლაქებზე, გახეხეთ ღრუბლის დახმარებით და გაწმინდეთ სუფთა, თბილი წყლის გამოყენებით.
მეთოდი 5: მინის საწმენდი
ამიაკზე დაფუძნებული მინის საწმენდი ეფექტურად აშორებს ცხიმს და ჭუჭყის ლაქებს და აღადგენს გაზქურის ბზინვარებას.
ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი გაზქურის ზედაპირი მუდმივად სუფთად და ბზინვარედ გამოიყურებოდეს.