in

ყავის მაგიდის ინტერიერში ინტეგრირების ორიგინალური ხერხები

ყავის მაგიდა სახლის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია, რომელსაც საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს შეთავსებული. გარდა იმისა, რომ მას მუდმივად ვიყენებთ სასმელებისა და სხვა ნივთების დასადგამად, ყავის მაგიდა მნიშვნელოვნად ქმნის განწყობას ოთახში. ამ სტატიაში კი გაგიზიარებთ, თუ როგორ შეგიძლიათ მოაწყოთ მაგიდა ისე, რომ ის ყოველთვის საინტერესოდ გამოიყურებოდეს:

იფიქრეთ ჩარჩოებს გარეთ

დიდი ყავის მაგიდის ნაცვლად გამოიყენეთ სკულპტურული ცილინდრები, რომელთა გადაადგილებაც მარტივია. შემდეგ დაამატეთ ფერადი აქცენტები, როგორიცაა ყვავილები და წიგნები, რათა მაგიდის სითეთრეს ხაზს უსვამდეს.

მინი-მაგიდაც კარგი იდეაა

თუ თქვენ მუშაობთ თინეიჯერულ, პატარა მაგიდასთან (თუნდაც, როგორიცაა პუფი), შემოიფარგლეთ ერთი, ან მაქსიმუმ ორი ელემენტით. ასეთ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ყვავილების მინი ლარნაკი დაგჭირდებათ.

ყავის მაგიდა, როგორც სათავსო

დღეს საკმაოდ ტრენდულია სათავსო მაგიდები, რომლებიც ამა თუ იმ ნივთებს ინახავენ. სურათზე მოცემულ ყავის მაგიდასაც სწორედ ეს ფუნქცია გააჩნია და დასაჯდომ ბალიშებს ინახავს.

დაამატეთ ცოტა მეტი სიმწვანე

თუკი დიდ მცენარეებს დახურულ სივრცეებში ვერ ახარებთ, ან უბრალოდ თვლით, რომ თქვენი მაგიდა მათი შესაფერისი არ არის, სუკულენტები (მაგალითად) ძალიან კარგი იდეაა თქვენი მაგიდისთვის სიმწვანის დასამატებლად.

გამოიყენეთ გადასაფარებელი

მაგიდის გასალამაზებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გადასაფარებელი, რომელიც მას სულ სხვა იერს მიანიჭებს. შემდეგ უკვე გადასაფარებლის ტიპს შეუსაბამებთ იმ ნივთებს, რომლებიც მაგიდაზე უნდა მოათავსოთ.

დაამატეთ სინათლე

დიდი ზომის ფარანი დეკორატიული, მაგრამ, ამავდროულად, ფუნქციონალურიცაა. ეს არის უნიკალური ალტერნატივა ყავის მაგიდის განათებისთვის.

შექმენით “მოწესრიგებული ქაოსი”

გამოიყენეთ ყავის მაგიდა თქვენი კოლექციების საჩვენებლად: იქნება ეს ყუთები, წიგნები და ნამუშევრები.. მიეცით სტუმრებს საშუალება, დაათვალიერონ თქვენი საინტერესო ნივთები.

იყავით “წიგნის ჭია”

გამოიყენეთ თქვენთვის საინტერესო წიგნები ყავის მაგიდის გასაფორმებლად, მეტიც – მთლიანად დატვირთეთ ის წიგნებით. შეგიძლიათ საამისოდ მაგიდას უჯრები ან ყუთიც დაამატოთ.

გამოიყენეთ ლანგარი

თუკი თქვენი ყავის მაგიდა საკმაოდ დიდია, საამისოდ ლანგრის გამოყენებას გირჩევთ. ის ყოველთვის ამცირებს მაგიდის მასშტაბს და მას რამდენიმე ნაწილად ჰყოფს.

გახადეთ მაგიდა უფრო ბუნებრივი

საამისოდ, გამოიყენეთ ბუნებასთან დაკავშირებული ობიექტები/ნივთები, მაგალითად, ამ შემთხვევაში ეს ანტიკური ხის თასი და გამადიდებელი მინა. ისინი ოთახს სილამაზითა და ისტორიული შეგრძნებით ამდიდრებენ. 

Steven Hall Architects-ის კონცეპტუალური არქიტექტურა

ტური ქლოი და კორტნი კარდაშიანების სახლებში