მალე დათბება და ბინის ყველა ფანჯრის გაღება და აივანზე დროის სასიამოვნოდ გატარება კვლავ შესაძლებელი გახდება. ამ სეზონს კი მომზადებული უნდა შევხვდეთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც სუფათა ჰაერზე, მზის სხივებთან ერთად, დროის კომფორტულად გატარებაში დაგეხმარებათ.
1. თბილი ტექსტილი
გაზაფხულის მზე „მატყუარაა“, გვეჩვენება, რომ თითქოს თბილა, მაგრამ სინამდვილეში, გარეთ ჯერ კიდევ საკმაოდ გრილა. ამიტომაც თბილი პლედები, ფუმფულა ბალიშები, ხელოვნური ან ნატურალური ბეწვის გადასაფარებლები ნამდვილად გამოგადგებათ როგორც ფუნქციურად, ასევე მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად.
2. ხალიჩა იატაკზე
მაშინაც კი როცა მზე ანათებს, გაზაფხულზე აივანზე ჯერ კიდევ ცივა. ძირს ნესტგამძლე ხალიჩა დააფინეთ. ის ლამაზიცაა, კომფორტულიც და ფეხებსაც ათბობს.
3. მცენარეები
გაზაფხულზე უკვე შესაძლებელია საშინაო „ბაღის“ აივანზე გამომზეურება. რა თქმა უნდა სითბოს მოყვარული მცენარეებისთვის ეს ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ სიცივისადმი ნაკლებად მგრძნობიარე მწვანე „ბინადრებისთვის“ უკვე შესაძლებელია თანდათანობით აივანზე გასეირნება და მზეზე განიავება. თუ ვინმეს სახლში წლევანდელი ტრენდული ქოთნიანი ნაძვი კიდევ დარჩა, მისთვის აივანზე გადანაცვლება იდეალური პერიოდია.
როგორც ვარიანტი, აივნის მორთვა ლამაზ ბოთლებში ჩაწყობილი მოჭრილი ტოტების კომპოზიციებითაა შესაძლებელი. თუ თქვენ გინდათ რომ ისინი აყვავდეს, მათი წყალში ჩადგმაც კი არ დაგჭირდებათ.
4. განათება
ხელოვნური განათება მყუდრო და თბილ ატმოსფეროს ქმნის. შეგიძლიათ აივანი სანთლებითა და ნათურებით მორთოთ. დიდები ძირს დადგით, პატარები კი მომცრო ჟურნალის მაგიდაზე, თაროებზე ან ფანჯრის რაფაზე.
ამას გარდა, შესაძლებელია აივნის დეკორს ახალი წლიდან შემორჩენილი საშობაო გირლანდები მოარგოთ. მარტივი მოდელები დიდი ნათურებით ან მანათობელი ძაფები ამისთვის საუკეთესო ვარიანტია, ისინი მშვენივრად შეავსებს სანთლებისგან შექმნილ კომპოზიციას.