in

როგორ მოვარგოთ პოპ არტის სტილი ჩვენს სახლს?

ფოტო: helios-deco.com

თუ თამამი და მხიარული ხართ, ასევე იუმორსაც სათანადოდ აფასებთ, შეიძლება თქვენ საცხოვრებელ სახლს პოპ არტის სტილიც კი მოარგოთ. პოპ არტი ხელოვნების მყისიერად ცნობადი მიმდინარეობაა, რომელსაც ჯერაც არ განუცდია მუტაცია, ის დღემდე პირვანდელ სახეს ინარჩუნებს. სტატიაში ვისაუბრებთ არა მიმდინარეობის განსაზღვრებასა და ისტორიაზე, არამედ გაგიზიარებთ რჩევებსა და მაგალითებს, თუ როგორ გამოვიყენოთ ხელოვნების ეს ძალიან ფერადი მიმდინარეობა ინტერიერში ისე, რომ გარემო მყუდრო, ეფექტური და კომფორტული გავხადოთ.

პოპ არტი ასოცირდება მჭახე ფერებთან, იუმორთან და ზოგადად პოპ კულტურის უკიდურესობამდე მიყვანასთან. ამ სტილის ინტერიერის დიზაინში გამოყენება ხშირი არაა, თუმცა, ძალიან თვალშისაცემი და დასამახსოვრებელია.


ფოტო: helios-deco.com

პოპ არტის სტილი სკანდალური და ენერგიულია, აქ არ არის საჭირო რაიმე მკაცრი წესების დაცვა. უამრავი მეთოდი და ტექნიკა არსებობს მათთვის, ვისაც პოპ არტის თემის რეპროდუქცირება სურს საკუთარ სახლში და სწორედ მათთვის მოვაგროვეთ ეს სასარგებლო რჩევები:

ავეჯი – უნიკალური, თითქოს მხოლოდ თქვენთვის შექმნილი. ფუტურისტული, უცნაური ფორმის, საინტერესო სტრუქტურის და რაც მთავარია – ფერადი. აღსანიშნავია, რომ პლასტმასისგან დამზადებული ავეჯიც სწორედ პოპ არტის მიმართულებასთან ასოცორდება.

ფოტო: cozzy.pt


ფოტო: barrons.com

Პოსტერები – როდესაც პოპ არტზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია ენდი უორჰოლისა და როი ლიხტენშტეინის ნამუშევრების გვერდის ავლა; ასევე, ჩე გევარას, მადონას და კემპბელის სუპების პოსტერები.  Შეარჩიეთ ისეთი პოსტერი, რომელიც ემოციურად კარგ განწყობაზე გაყენებთ, დაბეჭდეთ მაღალი ხარისხით და შეუხამეთ თქვენს ინტერიერს.


ფოტო: smalldesignideas.com


ფოტო: helios-deco.com


Საგნები – კარგად თუ დააკვირდებით, სხვადასხვა სახლების ნიმუშებს, სადაც პოპ არტის სტილია დაცული, შეამჩნევთ, რომ ინტერიერში ხშირად მეორდება მსგავსი საგნები, თუმცა სხვადასხვა მასშტაბის ან ფერის; საცხოვრებელ ოთახში შეიძლება დიდი მოცულობის მიკი მაუსის ქანდაკება ნახოთ, ხოლო მისი მინიატურა – ბიბლიოთეკის წიგნების თაროზე, საძინებელში ან სააბაზანო ოთახშიც კი. 


ფოტო: 1stdibs.com


ფოტო: cozzy.pt

 ფოტო: modernsculptureartists.com

პალიტრა – ფერები უკვე ბევჯერ ვახსენეთ და ყველაზე დიდი სითამამე ამ კუთხით, თქვენი ბინის კედლებზე შეგიძლიათ გამოიჩინოთ. “WOW” ეფექტის მისაღებად, კარგად შეარჩიეთ ორი კონტრასტული ფერი და შეუხამეთ თქვენი ოთახის ინტერიერს. ფერების პალიტრის ასარჩევად ეს საიტი შეგიძლიათ დაიხმაროთ – hgmix

ფოტო: architectureartdesigns.com

Ხალიჩა – პოპ არტის სტილისთვის იატაკზე აქცენტი დამახასიათებელი არაა, თუმცა, თუ ფერად, საინტერესო ორნამენტიან ან რომელიმე ცნობილი კომპანიის ლოგოებიან ხალიჩას იპოვით, რომელიც იდეალური დანამატის როლს ითამაშებს თქვენს ოთახში, ბევრი ფიქრის გარეშე შეგიძლიათ გაშალოთ ოთახის ცენტრში. 

 

ფოტო: fromatoyou.com

ეკოლოგიურად სუფთა თეთრეული

სამრეცხაო სივრცე თქვენს სახლში