in

ტელევიზორი ინტერიერში – როგორ მოვარგოთ ის სახლის დიზაინს

XX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ტელევიზორი თითქმის ყველა სახლის შეუცვლელი საყოფაცხოვრებო პროდუქტია. შეუცვლელია თანმდევი თავსატეხიც – თუ როგორ მოვარგოთ ტელევიზორი სახლის ინტერიერს ჰარმონიულად.

საბედნიეროდ, მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა წარმატებით შეძლეს ტელევიზორის, როგორც დომინანტი ელემენტის ინტეგრირება ინტერიერში და ნებისმიერ საცხოვრებელ ოთახში თვალი ავტომატურ რეჟიმში იწყებს მის ძიებას.

სახლის საერთო სტილიდან გამომდინარე, ბევრი დიზაინერი ტელევიზორის ინტერიერში ჩამალვას ცდილობს, და მასზე აქცენტს საერთოდ არ აკეთებს. თუმცა, საწინააღმდეგო პრაქტიკაც კვლავ აქტუალური რჩება.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ტელევიზორის კედლის სხვადასხვა ნიმუშებს, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ  თქვენთვის მისაღები ვერსიის შერჩევაში.

მას შემდეგ, რაც ტექნიკის სფეროში Samsung-ის ტელევიზორების Frame მოდელები გამოჩნდა Art Scene ფუნქციით, ტელევიზორმა ახალი დანიშნულება შეიძინა ინტერიერში. ამ კონკრეტულ მოდელს გამორთულ რეჟიმში შეუძლია ნახატის როლის მორგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცვლად შავი ეკრანისა, კედელზე სასურველ ფოტოს ან რომელიმე ცნობილი მხატვრის ნახატს გამოაჩენთ. გამოსახულება იმდენად მიახლოვებულია რეალურთან, რომ ერთი შეხედვით, შეიძლება ეჭვიც კი არ შეგეპაროთ მის ავთენტურობაში.


განურჩევლად იმისა, თუ რა ბრენდის ტელევიორი გაქვთ, აქვს თუ არა მას ზემოთხსენებული ფუნქცია, დიზაინერები აქტიურად ცდილობენ ტელევიზორის შენიღბვას კედელზე. ფოტოებზე თვალნათლად ჩანს, რომ თუ ტელევიზორს ირგვლივ სათანადოდ შერჩეულ ჩარჩოებსა და ფოტოებს დავუკიდებთ, აქცენტი მასზე აღარ გაკეთდება და ტელევიზორის გამოყოფა საერთო ფონიდან გართულდება.

იმ შემთხვევაში თუ ტელევიზორის კედელი თქვენს ინტერიერში სახასიათო როლს უნდა თამაშობდეს, პანელების გამოიყენებას გირჩევთ. პანელები მზა მასალის ნაირსახეობაა და მათი მორგება თითქმის ყველანაირ ზედაპირზეა შესაძლებელი. არჩევანიც ძალიან დიდიახის თუ აგურის ეფექტით, პრიალა, ხაოიანი, გოფრირებული, ზოლიანი, უამრავი ფერის და ..

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

მიკრო ბინა მკვეთრი აქცენტებით კიევში

სიმწვანეში ჩაფლული სახლი ლონდონში