in

როგორ მოვათავსოთ ხალიჩა სწორად სასადილო, მისაღებ და საძინებელ ოთახებში

ახალ სივრცეში გადადიხართ თუ რემონტს აკეთებთ, ადრე თუ გვიან, მოგიწევთ, დეტალურად გაერკვეთ, თუ კონკრეტულად რომელ ადგილზე დადგამთ ამა თუ იმ ავეჯს. ავეჯის მოწყობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კი  ხალიჩების სწორად განთავსებაა. მოდით ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ ის, რომ ნებისმიერი სივრცისთვის სწორი ზომისა და ფორმის ავეჯის მოძებნა საკმაოდ რთული საქმეა.

თუმცა, იმის ცოდნა, თუ რომელი ოთახისთვის გსურთ ხალიჩა და როგორ აპირებთ ავეჯის მოწყობას მის ზედაპირზე, დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ მისი ზომა.

ქვემოთ მოცემული რჩევები მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ხალიჩის სწორად განთავსებაში:

სასადილო ოთახში

სასადილო ოთახში ხალიჩის განთავსება ყველაზე მეტად სასადილო მაგიდასთან ჯდომას უკავშირდება. თუ თქვენ გსურთ ხალიჩა განათავსოთ სასადილო მაგიდის ქვეშ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის საკმარისად დიდია და ყველა სკამს იტევს. მნიშვნელოვანია, რომ სკამები კომფორტულად იდგას ხალიჩაზე. როდესაც თქვენ ვინმეს დაჯდომას შესთავაზებთ და სკამს გამოუწევთ, სკამი არ უნდა ცდებოდეს ხალიჩას.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა ზომის ხალიჩა უნდა შეიძინოთ, დადგით სკამები თქვენი მაგიდის გარშემო, შემდეგ გაზომეთ სივრცე ისე, რომ იცოდეთ, რომ თქვენი ხალიჩა იდეალურად მოთავსდება აღნიშნულ პერიმეტრზე.

მისაღებ ოთახში

მისაღებში ხალიჩის განთავსება ცოტათი რთულდება, მაგრამ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია თქვენი სივრცის ზომასა და თქვენს ავეჯზე. რეალურად, თქვენ სამი ძირითადი ვარიანტი გაქვთ სხვადასხვა ზომის საცხოვრებელი ოთახებისთვის:

პატარა მისაღები ოთახებისთვის ორი გზა გაქვთ: შეგიძლიათ შეიძინოთ პატარა ხალიჩა, რომელიც ოთახში ავეჯს შორის თავსდება, მაგალითად: ხალიჩა, რომელიც დივანს 15-დან 30 სანტიმეტრამდე ცდება და თავის ფუნქცია-მოვალეობას ნამდვილად ასრულებს. ხოლო, თუ თქვენ გსურთ, თქვენი სივრცე უფრო დიდი გამოჩნდეს, თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ უფრო დიდი ხალიჩა, რომელიც ავეჯს და სივრცეს გააერთიანებს.

საშუალო ზომის მისაღები ოთახებისთვის აარჩიეთ საშუალო ზომის ხალიჩა და განათავსეთ თქვენი დივანი ისე, რომ მხოლოდ წინა ფეხები იყოს ხალიჩაზე მოთავსებული.

უფრო დიდი მისაღები ოთახებისთვის, რასაკვირველია, უნდა გამოიყენოთ დიდი ხალიჩა. შემდეგ კი, მთელი ავეჯი მთლიანად მოათავსოთ ხალიჩაზე. თუმცა, დარწმუნდით, რომ ხალიჩის მიღმა მდებარე სივრცე ნამდვილად საკმარისია სასიარულოდ. ხოლო თუ თქვენ ცდილობთ, დაყოთ ოთახი სხვადასხვა სივრცეებად, გამოიყენეთ სხვადასხვა ხალიჩა ამ სივრცეების გამოსაყოფად.

საძინებელ ოთახში

რაც შეეხება საძინებელს, ამბობენ, რომ მდედრობითი სქესისთვის შესაფერისი ხალიჩა 240X300 სმ ზომისაა, მამრობითისთვის კი – 270X365 სმ. თუმცა, რეალურად ხალიჩის საკმარისი და სტანდარტული ზომა 152X243 სმ-ია.

ხალიჩის მოთავსების თვალსაზრისით, უამრავი ვარიანტი გაქვთ, მაგრამ ყველაზე სასურველი გზაა ხალიჩის ნაწილობრივ საწოლის ქვეშ განთავსება. ამ შემთხვევაში, თქვენ ხალიჩაზე მთლიანად არ უნდა მოათავსოთ საწოლი, არამედ ხალიჩა ქვემოთ უნდა ჩამოიწიოს და ზედა სივრცე ცარიელი დარჩეს. შედეგად, ხალიჩა საწოლის შუა ნაწილიდან დაიწყება. ამ ხერხის გამოყენებით ერთგვარად იზრდება ხალიჩის ფართობი და საწოლიდან გადმოსვლის შემდეგ რბილი ზედაპირიც გარანტირებული გაქვთ. რაც შეეხება პატარა საძინებელ ოთახს, აქ შეგიძლიათ ხალიჩა მოათავსოთ ოთახის შუაგულში, ან საწოლის ძირში.

ხოლო თუკი საერთოდ არ გსურთ მასშტაბური ხალიჩის განთავსება საძინებელ ოთახში, შეგიძლიათ, საწოლის ორივე მხარეს მცირე ზომის ხალიჩები (ე.წ. რანერები) მოათავსოთ და დილით ადგომა კვლავაც კომფორტული იქნება.

ჟან ნუველი – არქიტექტურით გადმოცემული პოეზია

ახალგაზრდა წყვილის სახლი ახალ აღმაშენებელზე, რომელშიც წლების წინ მიხეილ ვორონცოვის ნოტარიუსი ცხოვრობდა