in

როგორ მოვაწყოთ ყავის მაგიდა

ყავის მაგიდა თითქმის ყოველთვის  მისაღები ოთახის ცენტრია. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება იყოს ჟურნალების დასადები ზედაპირი, ის ასევე არის ადგილი, სადაც თქვენი სტილი და გემოვნება  შეიძლება გამოავლინოთ. მისი დიზანის მრავალი ვარიაცია არსებობს. სტატიაში ჩვენ გამოვყოფთ რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ყავის მაგიდა და გავახალისოთ მისი ვიზუალი.

  1. როდესაც დიდი და მძიმე ავეჯი გაქვთ, მიმართეთ მინიმალისტურ დიზაინს. დატვირთულ სივრცეს უფრო შეამსუბუქებთ და ვიზუალურადაც საინტერესოს გახდით.
  2. შესძინეთ სიმაღლე თქვენს ყავის მაგიდას. გარდა იმისა, რომ გარკვეული ზომის პლატფორმებზე უკვე დგას თქვენი მაგიდა, შეგიძლიათ მასზე დადგათ მაღალი მცენარეები, რაც სკულპტურულ იერსახეს მისცემს.
  3. თუ გსურთ, რომ თქენს ყავის კუთხეს უფრო საინტერესო ვიზუალი ჰქონდეს, შეგიძლიათ სხვადასხვა დონისა და ფორმის მქონე მაგიდა შეიძინოთ. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ასეთი ავეჯის ისეთ ინტერიერში გამოყენება, სადაც ძალიან სწორხაზოვანი დეტალები გხვდება.
  4. ინტერიერის ელემენტებიდან და მასალებიდან გამომდინარე შეგიძლიათ სახლისთვის სწორი მაგიდა შეარჩიოთ. როგორც ფოტოზეა გამოსახული, ხის ყავის მაგიდა შერწყმულია მისაღები ოთახის დიზაინთან.
  5. არ ხართ შეზღუდულნი რაოდენობაში. შეგიძლიათ ერთის მაგივრად ორი ყავის მაგიდა დადგათ თქვენს მყუდრო და კომფორტულ მისაღებ ოთახში. წრიული ფორმის მაგიდები ძალიან საინტერესოდ ჯდება სხვადასხვა ინტერიერში.
  6. შეარჩიეთ საინტერესო მასალები. მაგალითად, მეტალის ასეთი ტიპის მაგიდა ძალიან საინტერესო იქნება თქვენი სახლისთვის.
  7. ნამდვილად უცხოა, როდესაც მინის, გამჭვირვალე მაგიდას იყენებენ. უბრალო ინტერიერში ძალიან საინტერესოა და თვალისმომჭრელი. მსგავსი ავეჯი ყურადღებას იპყრობს თავისი მასალისა და ფორმის მეშვეობით.

Casa na Mata – მარსიო კოგანის შთამბეჭდავი სახლი

ტბისპირა საშემოდგომო სახლები