in

როგორ მოვაწყოთ სასადილო კუთხე, თუ ის სამზარეულოს ნაწილია

ნებისმიერ რიტუალს შესაბამისი კუთხე სჭირდება და არც  საკვების მირთმევა წარმოადგენს გამონაკლისს.

რაც არ უნდა პატარა იყოს საცხოვრებელი ფართი, სასადილო კუთხის გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. სულ სხვა გემო აქვს კომფრტულად მოწყობილ გარემოში ყავის დალევას, სახლში მომზადებული  ნამცვრის ან კერძის გასინჯვას. 

ბევრი ბინის მეპატრონე ბინის ფართობის სიმცირის გამო ხშირად უარს ამბობს მაღალ მაგიდაზე, სივრცის დაზოგვის მიზნით. ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ სწორედ პატარა სახლების სამზარეულოს ფოტოებს, სადაც სასადილოდ გამოყოფილი ადგილი პრაქტიკულად და კომფორტულადაა მორგებული საერთო ინტერიერს. გაგიზიარებთ სხვადასხვა განლაგების ნიმუშებს, მაგიდის იდეებს, განათებას, მოსახერხებელ სავარძლებსა და აქსესუარებს, რაც ძალიან მიმზიდველს გახდის თქვენს მომავალ სასადილო კუთხეს. 

 

თუ თქვენს სამზარეულოს მოგრძო, მართკუთხა ფორმა აქვს და ცალ მხარეს ფანჯარა ამშვენებს, შეეცადეთ, რომ მაგიდა და სკამები ნათელ მხარეს დადგათ. არაფერი ჯობია დილის ყავის მირთმევას მზის სხივების ფონზე. ადგილის დაზოგვის მიზნით კი მრგავლი ფორმის მაგიდის გამოყენებას გირჩევთ.

იმ შემთხვევაში, თუ სასადილო კუთხე მკვეთრად გამოყოფილი გსურთ, ამას მარტივად მიაღწევთ პედესტალით – ოდნავ აამაღლეთ ის ადგილი, სადაც მომავალში მაგიდას და სკამებს განათავსებთ, ან კიდევ, კედლებსა და ჭერზე განსხვავებული მასალა გამოიყენეთ, როგორც ფოტოებზეა ნაჩვენები:

დიზაინერების კიდევ ერთი რჩევა, სასადილო კუთხის გამოსაყოფად სანათის სწორად შერჩევაში მდგომარეობს. სასადილო მაგიდის თავზე დაკიდეთ დიდი, თვალშისაცემი ჭაღი, რაც ამ ადგილს უფრო ეფექტურსა და პომპეზურს გახდის.

თუ ამ რჩევების მიუხედავად, მაინც არ გამოდის თქვენს სამზარეულოში იზოლირებული მაგიდის დადგმა, მაშინ შეეცადეთ, რომ სამზარეულოს სამუშაო მაგიდის ნაწილი აითვისოთ.

 

იმედია, ჩვენი რჩევები და მაგალითები კარგი ინსპირაციის წყარო იქნება თქვენი მომავალი სამზარეულოს დაგეგმარებისთვის. 

 

ფოტო: home-designing.com

გამოფენა ამსტერდამის სტიდლიკის მუზეუმში

ინტერვიუ ნატო ბაგრატიონთან და ელისაბედ ზაუტაშვილთან – Studio+- -ის დამფუძნებლები