in

როგორ მოვიპოვოთ მშენებლობის ნებართვა?

Alliance Group
Alliance Group

მშენებლობის ნებართვა არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იძლევა მშენებლობის წარმოების უფლებას. მის მოსაპოვებლად აუცილებელია პროექტი აკმაყოფილებდეს კონკრეტული ზონის პარამეტრებს და კანონით დადგენილ წესებს. იმისათვის რომ მშენებლობა წამოვიწყოთ, რამდენიმე პროცედურის გავლაა საჭირო. რა საკვირველია, აუცილებელია სრულყოფილი არქიტექტურული პროექტი იმ მშენებლობის ან რეკონსტრუქციის, რისი გაკეთებაც იგეგმება. არქიტექტურული პროექტის ხუთი კლასი არსებობს (I-V) პროექტის სიდიდისა და სირთულის მიხედვით. შესაბამისად, მათი შესათანხმებელი მოთხოვნებიც განსხვავდება. სტატიაში გაგაცნობთ თუ რა ნაბიჯებია საჭირო ზოგადად პროექტზე მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად.

კერძო საკუთრების შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესი სამ ეტაპად იყოფა:

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა

პირველი ეტაპი გულისხმობს ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის მოპოვებას, რომელიც ადგენს კონკრეტულ ადგილას პროექტისთვის კონკრეტულ პირობებს, გვითითებს თუ არსებობს რაიმე შეზღუდვა იმ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. ამ ეტაპზე სრულყოფილი პროექტის წარმოდგენა საჭირო არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ სწორი პარამეტრები დაგვიდგინდეს, საჭიროა ესკიზში ავსახოთ მისი მდებარეობა, სიმაღლე და სხვა ზოგადი პარამეტრები. ამ ეტაპის ქალაქის მერიასთან შეთანხება ელექტრონულად არის შესაძლებელი და წარმოსადგენი დოკუმენტები უმეტესად მოიცავს ტოპოგეგმას, არქიტექტურის მონაცემებს, არსებული სიტუაციის ფოტოსურათებსა და ტერიტორიაზე განთავსებულ ბანერს. პროექტის განხილვის ვადა აღნიშულ ეტაპზე 12 სამუშაო დღეს შეადგენს.

HGAA – GREENERY CURTAIN HOUSE
არქიტექტურული პროექტის შეთანხმება

პროექტის შეთანხმების ამ ეტაპზე ივსება შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ძირითადად პროექტის არქიტექტურულ ნაწილს მოიცავს. ასევე საჭიროა პროექტის გეგმები, ჭრილები, ფასადები, ფოტომონტაჟები. იურიდიული კუთხით – საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მინდობილობა. კონკრეტული ადგილისთვის და პროექტისთვის შესაძლებელია დამატებით სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება იყოს საჭირო, ასევე კლასის ზრდასთან ერთად, შესათანხმებელი ორგანო უფრო მეტ ინფორმაციას მოგვთხოვს.

H ARQUITECTES  – HOUSE 1311

მშენებლობის ნებართვა

მეორე ეტაპზე თანხმობის შემთხვევაში, პროექტი გადადის მესამე ეტაპზე – მშენებლობის ნებართვა. ამ ორი საფეხურის ერთდროულად გავლაც შესაძლებელია. მშენებლობის ნებართვის განხილვას 5 სამუშაო დღე სჭირდება და არქიტექტურულ პროექტზე თანხმობა საკმარისია მისი განხილვისთვის.

შავი პარასკევის შეთავაზებები ქართული კომპანიებისგან

რა უნდა ვიცოდეთ ხის სახლების შესახებ