in

როგორ მუშაობს ინდუქციური ქურა

საჭმლის მომზადება მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ტექნოლოგიაა, მარტივი მისახვედრია რატომაც: ადამიანები ვერ გადარჩებოდნენ უმი პროდუქტის საკვებად ქცევის გარეშე. მთავარი პრინციპები ცეცხლზე საჭმლის მომზადების იგივე დარჩა, ხოლო ფორმა უკვე მრავალგვარია. ერთ-ერთი უახლესი ფორმა საჭმლის ინდუქციურ გაზქურაზე მომზადებაა. სტატიაში დეტალურად მოგითხრობთ უფრო მეტს ამ ტექნოლოგიის შესახებ.

ინდუქცია, იგივე ელექტრომაგნიტური ინდუქცია, არის პროცესი, როდესაც ელექტროენერგია წარმოქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც ათბობს რკინის მოლეკულებს, შესაბამისად რკინის და ფოლადის ჭურჭელს. ინდუქციურ ქურას აქვს კერამიკის ფირფიტა, რომელიც შეიცავს ელექტრომაგნიტურ კოჭას, შესაბამისად, როცა ვრთავთ ცხელდება, თუმცა მასზე რკინის ჭურჭლის მოთავსების გარეშე ზედაპირი არ გაცხელდება.

ინდუქციური ზედაპირი ითვლება ტრადიციულ გაზქურასთან შედარებით ბევრად უსაფრთხოდ, არ საჭიროებს გაზს, აქვს ბევრი ფუნქცია და პატარა ბავშვების გარემოცვაში კიდევ უფრო უსაფრთხოა. ასევე ძალიან მარტივია მათი გაწმენდა, რადგან ერთიანი ფირფიტაა. რა თქმა უნდა აქაც აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელი ბრენდისას შეარჩევთ, რადგან არსებობს ბევრნაირი ვარიანტი. კარგი ხარისხის ინდუქციური ზედაპირი გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე ტრადიციული. ზოგ დაბალხარისხიან ბრენდს შესაძლოა ჰქონდეს სწრაფად გაცხელების პრობლემა, და ასევე სჭირდება სპეციალურად ასეთი ზედაპირისთვის გათვლილი რკინის ან ალუმინის ჭურჭელი.

 

გარდერობის განსხვავებული იდეები

კუბის ფორმის სახლი ბუენოს აირესში