ნეტავ, ფერს ყველა მართლა სხვადასხვანაირად აღვიქვამთ? შეიძლება ვისხდეთ ორნი, საუბრობდეთ ფერებზე, ვამბობდეთ “მწვანეს”, მაგრამ წარმოსახვაში მის სრულიად სხვადასხვა გრადაციას ვგულისხმობდეთ. ხანაც, შეიძლება, რაიმე ფერს ვარჩევდეთ და შედარების მიზნით სრულიად უჩვეულო მაგალითი მოგვყავდეს, მაგალითად, შავიზღვისფერი. საღებავების გერმანულმა ბრენდმა “ალპინამ” წამოიწყო სოციალური მედიის კამპანია სახელწოდებით: “შექმენი შენი ფერი”, სადაც თითოეულ მომხმარებელს თავისი ფერის შექმნა შეუძლია, ზუსტად იმ ფერის და ზუსტად იმ სახით, როგორიც მას გონებაში აქვს წარმოდგენილი. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სამი ვიდეორგოლი, სადაც ქართველი მხატვრები საკუთარი ფერის შესაქმნელად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობენ და საკუთარ ფერს ეძებენ. პირველი ვიდეორგოლის მთავარი გმირია სოფო კობიძე, რომელმაც “ალპინას” შავიზღვისფერი აპოვნინა.
კამპანიის ფარგლებში, უკვე შეიქმნა 18 ფერი, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ახალი, საკუთარი ფერის შესაქმნელად მომხმარებლებმა უნდა გადაიღონ ფოტო, ატვირთონ ვებაპლიკაცია www.alpinacolors.ge-ზე და დაარქვან უნიკალური სახელი. კვირაში ერთხელ გამოვლინდება ხუთი საუკეთესო ფერის ავტორი, რომლებსაც ალპინა თავიანთი შექმნილი ფერის საღებავს დაუმზადებს და გადასცემს.
ნახეთ, უკვე შექმნილი სხვა ფერებიც: