მტვერი სახლისგან მიღებულ შთაბეჭდილებას აფერმკთალებს და მას ნაკლებად კომფორტულს ხდის. დამტვერიანებულ სივრცეში ყოფნა არა მხოლოდ არასასიამოვნო, არამედ ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა, რადგან მტვრის ნაწილაკებში მავნე მიკროორგანიზმები მრავლდება. მაგალითად მტვრის ტკიპები, რომლებიც ასთმისა და ალერგიის მიზეზი შეიძლება გახდეს. დღეს თქვენთვის სახლში მტვრის შემცირების 10 ხერხის შემოთავაზება გვსურს.
1. ლოგინის თეთრეულის მასალა
ნატურალური თეთრეული ძალიან კარგია, ის სუნთქავს და ტენს ატარებს. მაგრამ ზოგიერთი ტექსტილი, მაგალითად ბამბაზია, ბევრ მტვერს იგროვებს. თუ თქვენ მტვრისგან იტანჯებით, თეთრეულის სინთეტიკურით შეცვლა სცადეთ. ის უფრო ძვირია, სამაგიეროდ ნაკლებ მტვერს იგროვებს.
2. გაათავისუფლეთ საწოლისა და დივანის სათავსო უჯრები
საწოლისა და დივანის სათავსო სივრცის გამოყენება მეტად მოხერხებულია და მასზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს. თუმცა, უჯრებში წესრიგის შენარჩუნება აუცილებელია. მტვერსასრუტით ხშირი წმენდა და თეთრეულის ხშირი განიავება ის მინიმუმია რაც სისტემატიურად უნდა აკეთოთ. ასევე შეგიძლიათ ზედმეტი ტექსტილი გააჩუქოთ ან გადააგდოთ. რაც უფრო მეტი ადგილია სათავსოში, მით უფრო ადვილია იქ წესრიგის შენარჩუნება და მით უფრო ნაკლები მტვერი იქნება სახლში.
3. გამოიყენეთ საშრობი
საშრობი მანქანა მტვერთან ბრძოლაში ნამდვილი შველაა. შრობის დროს ის ტექსტილზე დაგროვლ მტვერს სპეციალური ფილტრის მეშვეობიოთ მთლიანად აგროვებს. ნივთები მშრალი, რბილი და არომატული გამოდის, ხოლო კარადა მტვრისგან თავისუფლდება. ბონუსის სახით საშრობი მანქანა ბინაში სასარგებლო ფართს ზოგავს, რადგან ჩვეულებრივი გასაშლელი საშრობის დადგმა აღარაა საჭირო.
4. განიავების დროის რეგულირება
ოთახების განიავება ძალიან სასარგებლოა (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარეთ გადატვირთული მაგისტრალური გზაა), მაგრამ მნიშვნელოვანია ამის დოზირებული კეთება. მუდმივად ღია ფანჯრები ქუჩიდან შემოსული მტვრისა და ჭუჭყის წყაროა.
5. ხშირად გაწმინდეთ მატრასი
მატრასში დიდი რაოდენობით მტვერი და მიკროორგანიზმები გროვდება, მისი იშვიათი წმენდის გამო ბაქტერიები აქ თავს მშვენივრად გრძობენ. ჩვევად გაიჩინეთ მისი ხშირი წმენდა და მატრასზე მტვერსასრუტის რეგულარული გადატარება. 3-6 თვეში ერთხელ კი პროფესიონალი მწმენდავები გამოიძახეთ.
6. ფარდებისა და ავეჯის წმენდა მტვერსასრუტით
იატაკის გარდა, მტვერსასრუტით ტექსტილიც დაამუშავეთ. ფარდებზე და დივანზე დაგროვილი მტვერიც შეეცადეთ მოიშოროთ. ამისთვის შესაძლებელია კომპაქტური მტვერსასრუტის შეძენა, რომელიც ფარდებისა და ავეჯის გადასაკრავის გაწმენდას უფრო გაგიადვილებთ.
7. გაწმინდეთ ქუჩის ფეხსაცმელი
ქუჩის მტვერი ბინაში ყველაზე ხშირად ფეხსაცმლის მეშვეობით ხვდება. ის შემოსასვლელში გროვდება და შემდგომ მთელ სახლში ნაწილდება. კარგი იქნება, თუკი სახლში შემოსვლისთანავე ნოტიო ჩვრით ფეხაცმლის წმენდას წესად გახდით.
8. შემოსასვლელი ხალიჩის ხშირი წმენდა
მასში უამრავი ჭუჭყი და ქუჩიდან შემოტანილი მტვერი გროვდება. შემოსასვლელი ხალიჩა რეგულარულად უნდა გაიწმინდოს და შეიცვალოს. თუ მისი წმენდა დროულად არ მოხდება, ჭუჭყი აქედან სახლშიც გადაინაცვლებს.
9. არასეზონური ტანსაცმლის ვაკუუმურ ჩანთებში შენახვა
კარადაში ტანსაცმელზე დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება. ეს შესაძლებელია გამოსწორდეს, თუკი ტანსაცმლის შენახვის სეზონურ ორგანიზებას მოვახერხებთ. არასეზონური ნივთები ვაკუუმურ, პოლიეთილენის ჩანთებში მოათავსედ, იქ არც მტვერი იქნება და შესანახად დიდ ადგილსაც არ დაიკავებს. ამ გზით თქვენ კარადას ზედმეტი ნივთებისგან განტვირთავთ და მტვრისგან დაიცავთ.
10. თვალი ადევნეთ შინაური ცხოველების ბეწვს
ხშირად დაბანეთ და დავარცხნეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები, განსაკუთრებით თუ მათ ხშირი ბეწვი აქვთ. ცხოველის ბეწვი მტვრის გავრცელების აქტიური კერაა.