in

როგორ შევარჩიოთ ბინა – 6 მთავარი კრიტერიუმი

საკუთარ სახლში ცხოვრება ყველას სურს. ბინის დაქირავება დღეს წამგებიანი გახდა, განსაკუთრებით იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის ფონზე. ამიტომ, დღესდღეობით, საცხოვრებელი ფართის შეძენის მიზნით, სესხის მისაღებად, ბანკს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. თუმცა, ამ პროცესში მთავარი თავად უძრავი ქონების სწორად შერჩევაა.

მაინც რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რის მიიხედვითაც მომავალი საცხოვრებელი უნდა შევაფასოთ? ქვემოთ სწორედ ამ მახასიათებლებზე ვისაუბრებთ.

ადგილმდებარეობის შერჩევა

ბინის შეძენის გადაწყვეტილების მიღების დროს მდებარეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ პატარა შვილები გყავთ, მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღი და სკოლა ახლო მანძილზე მდებარეობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი შვილის ბაღში ან სკოლაში მისაყვანად დიდი დრო დაგჭირდებათ და ეს პროცესი ყოველდღიურ კოშმარად გექცევათ.

სართულის შერჩევა

ეს კითხვა აუცილებლად გაჩნდება. როგორც ცნობილია, ძლიერი და სუსტი მხარეები გააჩნია როგორც დაბალ, ასევე მაღალ სართულებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე მთავარი მომენტი, რაზეც ბინის შეძენის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს:

  • თუ ირგვლივ ისეთივე მაღალი სახლებია, როგორც თქვენი, მაღალი სართულის აუცილებლობა აზრს კარგავს, რადგან ლამაზი პანორამა სავარაუდოდ არ გექნებათ;
  • გამოიკვლიეთ შესაძენი ბინის ირგვლივ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. თუ ახლომახლო გადატვირთული გზები არ არის, ეს სართულების არჩევანის დიაპაზონს ზრდის;
  • დააზუსტეთ ბინის ევაკუაციის გეგმა და წყლის მომარაგების სისტემა. თუ წყლის ძრავა სარდაფშია, შესაძლებელია „პიკ-საათებში“ ზედა სართულებზე წყლის ნაკადის პრობლემა შეიქმნას.

ინფრასტრუქტურა

კარგია, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება კორპუსთან მცირე მანძილზე მდებარეობს. ასევე, მნიშვნელოვანია ახლოს სუპერმარკეტების, აფთიაქებისა და საავადმყოფოების არსებობა.

ბინა რემონტის გარეშე

გაურემონტებელი ბინის შეძენას ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აქვს: შესაძლებლობა გეძლევათ, რომ სივრცე თქვენი სურვილისამებრ მოაწყოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ახალ შენობაში ლიფტის ამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ, შესაძლოა, ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით პრობლემები შეგექმნათ (უფრო კონკრეტულად კი, ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული).

გარემონტებული ბინის შეძენა

გარემონტებული ბინის შეძენისას მომავალი საცხოვრებელი რამდენჯერმე საგულდაგულოდ შეამოწმეთ. ყურადღება მიაქციეთ იატაკს, მილებს, რადიატორებს, ფანჯრებსა და ყველანაირ მასალას, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი ხარისხიანად გაკეთებული და შესაბამისად მოვლილია.

ვინ იქნება თქვენი მეზობელი?

აუცილებელია გაარკვიოთ, თუ ვისთან ერთად მოგიწევთ შენობის გაზიარება. დაახლოებით ერთი ფასეულებების მქონე მეზობლებთან ერთად ცხოვრება მეტ კომფორტს შეგიქმნით და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ პრობლემებს.

ნუ იჩქარებთ

გახსოვდეთ, რომ ეს საპასუხისმგებლო და სერიოზული ნაბიჯია. ალტერნატივების გააზრებულად განხილვა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და არასწორი არჩევანით გამოწვეული სინანულის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

და ბოლოს, დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერს თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები განსაზღვრავს, ვინაიდან ისინი ადამიანის კომფორტს მაქსიმალურად უზრუნველყოფს. შესაბამისად, უძრავი ქონების შერჩევისას უმთავრესი მშენებლის კეთილსინდისიერება და პროფესიოალიზმია. თუ თქვენ ბინის შეძენას მაღალი რეპუტაციის მქონე სამშენებლო ჯგუფისგან გეგმავთ, მაშინ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმზე წინასწარ იქნება ნაფიქრი და არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი ნამაი ვაკეა. ეს არის ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველი პროექტი საქართველოში, რომლის მშენებლობაც სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. კომპლექსს მრავალი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის უმთავრესი კი მისი ენერგოეფექტურობაა, რაც ნამაი ვაკეს მაცხოვრებლებისთვის კომუნალურ მომსახურებაზე ქალაქის მასშტაბით ყველაზე დაბალ გადასახადს უზრუნველყოფს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ კომპლექსი სრულად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აგებული, რაზეც ისეთი დეტალები მეტყველებს, როგორიცაა მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება.

ვილა თბილი ტონებით საგურამოში – სტუდია “დუეს” ნამუშევარი

Homeis.ge-ს რჩეული კერამიკული ფილები თბილისის 5 მაღაზიიდან – #Homeisსაყიდლები