in

რა თვისებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ გამწოვი სამზარეულოსთვის?

სამზარეულოს დაკომპლექტება საკმაოდ რთულია, რადგან ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ საკვები მზადდება, არამედ ხშირად აქვე მივირთმევთ და ვიღებთ სტუმრებსაც, რის გამოც გვსურს, რომ სახლის ეს ნაწილი განსაკუთრებულად მყუდრო და პრაქტიკული იყოს.

ძვირადღირებულმა რემონტმა, ავეჯმა და ტექნიკამ შეიძლება სამზარეულოს ესთეტიკა მალევე დაკარგოს, თუ სამზარეულოსთვის შესაბამის გამწოვს არ გამოვიყენებთ, რადგან ცხიმისა და ორთქლის ნაწილაკები, რომლებიც საკვების მომზადების პროცესში წარმოიქმნება, ხშირად რჩება ჭერსა და იატაკზე და ამას გარდა, გარდაიქმნება მავნე ტოქსინებად, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არის საზიანო.

კარგი გამწოვის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საკითხია, რადგან მან უნდა შეძლოს ნახშირბადის და გაზის წვის დროს გამოყოფილი ნივთიერებების სპეციალური მილების საშუალებით გადამუშავება და სახლის გარეთ გაშვება.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება გამწოვის შერჩევისას?

თანამედროვე ბრენდები გვთავაზობენ გამწოვების დიდ არჩევანს, რომლებიც ერთმანეთისგან გამონაბოლქვის გადამუშავების მეთოდით, მონტაჟის სპეციფიკით, ზომით, დიზაინით და სიმძლავრით განსხვავდებიან.

გამონაბოლქვის გადასამუშავებლად საჭირო მოწყობილობები დაკავშირებულია გამწოვის სავენტილაციო ნაწილებთან, რომელთა მეშვეობითაც გამონაბოლქვი, ჭარბი ტენი, სუნი და წვის პროდუქტები სამზარეულოდან გაედინება.

სწორედ ამიტომ, გირჩევთ ისეთი გამწოვის შეძენას, რომელიც რეცირკულაციის პროცესზეა მორგებული და ჰაერის ფილტრის მეშვეობით ახერხებს ზედმეტი ნივთიერებების სახლიდან გაქრობას.

ამას გარდა, რეცირკულაციაზე გათვლილი მოდელები შედარებით ეკონომიურია, რადგან ისინი ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათი სიმძლავრე დაბალია. არსებობს კომბინირებული სახის გამწოვები, რომლებსაც შედარებით მაღალი სიმძლავრე გააჩნიათ, თუმცა არც ისე ეკონომიური გამოყენება აქვთ.

რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ გამწოვის სიმძლავრე?

სტანდარტულად, ოთახში, სადაც საკვები მზადდება, ჰაერი ყოველ 5-6 წუთში უნდა განახლდეს, ანუ საათში დაახლოებით 10-12-ჯერ. გამწოვის სიმძლავრემ სწორედ ეს პროცესი უნდა უზრუნველყოს. იმისთვის, რომ გაიგოთ თუ რა სიმძლავრის გამწოვი გესაჭიროებათ, უნდა გაზომოთ ჰაერის მოცულობა. ამისთვის ოთახის სიგრძე უნდა გაამრავლოთ სიგანესა და სიმაღლეზე და მიღებული რიცხვი 10-ზე გაამრავლოთ, რის მიხედვითაც განსაზღვრავთ თუ რა სიმძლავრის გამწოვია საჭირო კონკრეტულად თქვენს სამზარეულოში.

მაგალითად, თუ სამზარეულოს ზომებია 3x4x2,7მ, ჰაერის მოცულობა იქნება 42,4 კუბური მეტრი, რომელიც უნდა გაამრავლოთ 10-ზე და მიიღებთ 324 კუბურ მეტრს, ანუ გამწოვის სიმძლავრე დაახლოებით ეს რიცხვი უნდა იყოს. თუმცა, ეს გამოთვლა მხოლოდ იდეალურ პირობებში მუშაობს და უნდა გაითვალისწინოთ ფილტრის დაბინძურების პროცესი, ჰაერის ნაკადის შესაძლო შეფერხება და მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რის გამოც გირჩევთ, რომ ამ რაოდენობას კიდევ 30% დაუმატოთ, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, 421,2 კუბური მეტრი გამოვა.

როგორ უნდა შევარჩიოთ გამწოვის ზომა?

სიმძლავრის შემდეგ, ზომა მეორე პარამეტრია, რომელიც გამწოვის შეძენის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ. გამწოვს ძირითადად ქურის თავზე ამონტაჟებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა ქურის ფართობს მთლიანად უნდა ფარავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორთქლი გამწოვის გვერდის ავლით მოხვდება კედლებსა და ჭერზე.

აქედან გამომდინარე, სანამ გამწოვს შეიძენთ, აუცილებლად გაზომეთ თქვენი ქურის ზედაპირი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.

როგორ ავირჩიოთ სამზარეულოს გამწოვი დიზაინის მიხედვით?

დიზაინის მიხედვით გამწოვის რამდენიმე სახე არსებობს.

ჩაშენებული გამწოვები იდეალური გადაწყვეტაა პატარა სამზარეულოსთვის. ასეთი მოწყობილობები შეიძლება სრულად იყოს ინტეგრირებული კარადებს შორის არსებულ სივრცეში და მსგავს პატარა ადგილებში.

ე.წ ბრტყელი გამწოვები უფრო დიდ ფართობს იკავებს. ისინი ადვილად დასამონტაჟებელია და კარგად ჯდება ინტერიერის დიზაინში, რის გამოც მომხმარებლებს ხშირად ამ სახის გამწოვები იზიდავენ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ მისი ზომები და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ არჩევანი.

ტელესკოპურ გამწოვებს ვუწოდებთ ჩაშენებული გამწოვის ისეთ სახეობას, რომელიც უხილავია სამზარეულოს ინტერიერში, თუმცა მისი თავისებურება ისაა, რომ ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა მისი დამონტაჟება გაზქურიდან არაუმეტეს 60-85 სანტიმეტრის მანძილზე.

გუმბათოვანი მოდელი გამწოვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სახეობაა. მოცულობითი დიზაინის გამო, მასში რამდენიმე საწმენდი ფილტრის დამონტაჟებაა შესაძლებელი. ასეთი გამწოვები მოთხოვნადია იმ მომხმარებლებს შორის, რომლებიც გამწოვს დიდი ზომის სამზარეულოსთვის არჩევენ.

როგორია გამწოვების ღირებულება?

რა თქმა უნდა, თითოეული გამწოვის ღირებულება კონკრეტული მოდელის, ფორმის, ზომის და სხვა პარამეტრების მიხედვით განისაზღვრება და ფასი ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა ყველაზე ბიუჯეტური გამწოვის შეძენას საქართველოში, დაახლოებით, 150 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

როგორ და რა სიხშირით უნდა გავრეცხოთ ფარდები?

იაპონური არქიტექტურის 10 პრინციპი ანუ როგორ იქმნება სახლები, რომლებიც ცუნამისაც კი უძლებენ