სინათლის მხარე ბინის არჩევის დროს საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. თანამედროვე ბინებში, როგორც წესი, ფართი შეზღუდულია. ამიტომაც, სწორი მხარის არჩევაზე კომფორტის დონე, განწყობა, ჯანმრთელობა და მკვიდრების მენტალური მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. იდეალურ შემთხვევაში, სასურველია, რომ ერთ ოთახიანი ბინის ფანჯრებიც კი შენობის სხვადასხვა მხარეს გადიოდეს. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, რეალურ ცხოვრებაში ეს ძალიან იშვიათად ხდება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: როგორ შევარჩიოთ ნათელი ბინა ახალ აშენებულ კორპუსში?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, განვიხილოთ განათების არსებული სტანდარტები და ნორმები. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მშენებლები მომავალ ბინებში ინსოლაციის გაანგარიშებებს აწარმოებენ, რომელიც ფაქტობრივად, ბუნებრივი განათების დონეს წარმოაჩენს. ინსოლაციის კოეფიციენტის განსაზღვრისთვის აუცილებელია გეოგრაფიული განედის გათვალისწინება. ეს ფაქტორი მზის სხივების დაცემის კუთხეს განსაზღვრავს.
საცხოვრებელ ოთახებში ინსოლაციის საკმარისი ხანგრძლივობა უნდა იყოს. ეს ბინების შუქის მიმართ ორიენტაციის განსაზღვრისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. მობინადრეები, ჩრდილოეთით ორიენტირებული ბინების შეძენაზე უხალისოდ თანხმდებიან, რადგან ასეთ ოთახებში დღის შუქი დიდი იშვიათობაა, შენობის სიღრმეში კი საკმარისი რაოდენობის სინათლე საერთოდ ვერ ხვდება.
აქვე ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ინსოლაცია და განათება ორი სხვადასხვა რამ არის. ინსოლაცია გულისხმობს მხოლოდ ბინაში შემომავალ პირდაპირი მზის სხივებს და ის განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ შენობის ორიენტაციით. ხოლო რაც შეეხება განათებას, იგი დამოკიდებულია ნაგებობის პროპორციებსა და ფანჯრების ზომაზე. სწორედ ამიტომ, საერთო განათების დონე ბინაში სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული.
ერთ-ერთ ასეთ ფაქტორს სართულები და მათი სიმაღლე განეკუთვნება. რაც უფრო დაბალ სართულზე მდებარეობს ბინა, მით უფრო ნაკლებია მასში შუქი. ამას გარდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს ოთახის ფორმაც. კვადრატული ფორმის სივრცეები ყოველთვის მეტად განათებულია, ვიდრე წაგრძელებული ოთახები.
მაინც რომელი მხარე უფრო მომგებიანია განათების მხრივ?
ყველაზე ნათელ ბინებად მიჩნეულია ისეთი სივრცეები, რომელთაც ფანჯრები გააჩნიათ სამხრეთ-დასავლეთის მხარეს. თუმცა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არც ისე ბევრი მყიდველი ირჩევს ამ მდებარეობას. ბინის მაძიებელთა უმრავლესობა უმეტესად ისეთ სივრცეებს ანიჭებს უპირატესობას, რომელთა ფანჯრები დასავლეთით ან აღმოსავლეთით გადის. ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბინები ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადია. ეს ყველაფერი იმით აიხსნება, რომ ადამიანების ერთ ნაწილს მოსწონს მზის სხივებთან ერთად გაღვიძება, ხოლო მეორეს – მშვენიერი მზის ჩასვლის ხედებით ტკბობა ურჩევნია. ჩრდილოეთით მდებარე ბინაში მზის შუქი თითქმის არასდროს ხვდება, ხოლო სამხრეთის ბინები ძირითადად დღის მანძილზეა განათებული, მაშინ როცა მოსახლეობის უმრავლესობა სამსახურშია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ “იდეალური მხარე” განათების მხრივ არ არსებობს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ძალიან ბევრია დამოკიდებული ბინის მეპატრონეების სურვილებსა და მოთხოვნილებებზე, რაც თავის მხრივ, ძალიან ინდივიდუალურია.
„ორგანული“ გეგმარება
თუმცა, არსებობს გარკვეული ნორმები და რეკომენდაციები, რომელთაც ბინის გეგმარების დროს ინსოლაციის კუთხით ითვალისწინებენ. ქვემოთ მოცემული რჩევები თითოეული ოთახის ფუნქციის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
საძინებელი და საბავშვო ოთახი
ისინი აუცილებლად აღმოსავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით უნდა მდებარეობდეს. აქ საკმარისი რაოდენობის შუქია. სახლის ან ბინის მაცხოვრებლები დილით ხალისიანად, ენერგიით ავსებული გაიღვიძებენ. დილის უხვი მზის სხივები მთელი დღისთვის სამყოფი კარგი განწყობით დაგმუხტავთ.
მისაღები და სამუშაო კაბინეტი
ეს ოთახები სამხრეთ ნაწილში უნდა მოთავსდეს. აქ ფანჯრებიდან მაქსიმალური რაოდენობის შუქი შემოვა, რაც მუშაობის დროს მეტად პოზიტიური ფაქტორი იქნება. როდესაც ფანჯრები სამხრეთით გადის, ასეთ ოთახში სახელოსნოს მოწყობაა რეკომენდებული.
სამზარეულო
ის შესაძლებელია ბინის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსდეს. ამ ოთახში საკვები მზადდება და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესები მიმდინარეობს, ამიტომ ხშირად ჰაერის ნაკლებობაა. ბინის შუქთან მიმართებაში სწორი განლაგების წყალობით სამზარეულოში დამატებითი ვენტილაციის წარმოქმნა და წლის ცხელ პერიოდში გაგრილების უზრუნველყოფაა შესაძლებელი.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მრავალბინიან კომპლექსებში აუცილებელი მოთხოვნაა ინსოლაციის ნორმების გათვალისწინება, ამ წესებს მკაცრად მხოლოდ მაღალი სტანდარტების მქონე დეველოპერები იცავენ. შესაბამისად, რისკების თავიდან ასარიდებლდ, ნათელი ბინის ძიების პროცესი სწორედ ამ ტიპის კომპანიების შერჩევით უნდა დაიწყოთ. მაგალითად, “ნამაი ვაკეს” კომპლექსში ყველა დეტალი მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი და შესაბამისად, თითოეულ ბინაშია გათვალისწინებული კარგი ბუნებრივი განათება. აღნიშნულ კომპლექსს მოხერხებული, ერგონომიული გეგმარება გააჩნია და ბინების განლაგება მაქსიმალურად უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ინსოლაციას. ამას გარდა, უმნიშვნელოვანესია თავად ობიექტის მდებარეობა და ირგვლივ არსებული გარემო, რაც სრულიად გამორიცხავს ახლო რადიუსში ახალი ნაგებობების წარმოქმნასა და კომპლექსისთვის ბუნებრივი განათების შეზღუდვას.