ნიჟარას სააბაზანოს ინტერიერში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ყურადღებით და სწორად შერჩევა. ბაზარზე დიდი არჩევანია განსხვავებული ხარისხისა და დიზაინის ნიჟარებისა, თუმცა ხშირად მომხმარებელს უჭირს შესაფერისი პროდუქტის შერჩევა. დღეს ვეცდებით გაგაცნოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც სასურველი მოდელის შეძენაში დაგეხმარებათ.
სანამ ნიჟარას შეიძენთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
1. ნიჟარის ტიპი
ნივთის შეძენამდე, სასურველია წინასწარ გაერკვეთ, რომელი ტიპის მოდელი მოუხდება თქვენს ინტერიერს და დააკმაყოფილებს თუ არა ის თქვენს მოთხოვნებს. ძირითადად გამოყოფენ ოთხი სახის ნიჟარას:
ჩასაშენებელი ნიჟარა — ის ზედაპირშია ჩაშენებული, როგორც წესი კი მის ქვემოთ მთელ სიგრძეზე გათვლილი კადაა მოთავსებული. რაც საკმაოდ ტევად სათავსოს ქმნის, სადაც ჰიგიენურ საშუალებებსა და საჭირო ნივთებს თავისუფლად განათავსებთ. ამიტომ, ამ ტიპის ნიჟარებს სამზარეულოს ინტერიერში ხშირად ვხვდებით.
ამოსაკრავი ნიჟარა — მისი მონტაჟი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზედაპირში ნიჟარის ჩასასმელად იდეალური ღიობი და მისი ფრთხილად, აკურატულად დალუქვაა საჭირო. ამიტომ მას იშვიათად მოიხმარენ, განსაკუთრებით სააბაზანო სივრცეში, რადგან კრონშტეინები დიდ ფართობს იკავებს და ნიჟარის ქვემოთ სათავსოს შექმნა რთულია.
საყრდენზე მდგომი ნიჟარა — ამგვარი ნიჟარა სპეციალურ სადგამზეა მოთავსებული, ის საკმაოდ გავრცელებული იყო ადრეული წლების ინტერიერებში. თანამედროვე დიზაინში კი მას ნაკლებად იყენებენ, რადგან დიდ ადგილს იკავებს და არაკომფორტულია.
დასადგამი ნიჟარა — ამ სტილის ნიჟარებს თანამედროვე ინტერიერში ხშირად შეხვდებით. ის ელეგანტური, დახვეწილი დიზაინით ხასიათდება და მრავალფეროვანი მოდელებით გამოირჩევა. ამასთანავე, მარტივი დასამონტაჟებელია და სააბაზანო ოთახის მომხიბვლელ იერსახეს უსვამს ხაზს.
2. ნიჟარის დიზაინი — ნიჟარის შერჩევისას მნიშვნელოვანია მისი დიზაინისა და ზომის გათვალისწინება, რათა ის კარგად მოთავსდეს სივრცეში და აბაზანის ინტერიერს ჰარმონიულად შეერწყას. თანამედროვე დიზაინში აქტიურად იყენებენ ფერად ნიჟარებსაც, ამიტომ თუ ორიგინალური ინტერიერის შექმნა გსურთ, არ მოერიდოთ ფერებს და მათი დახმარებით საინტერესო აქცენტები შექმენით.
3. მასალა — ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მასალის სისუფთავეს, რათა სახლში ეკოლოგიურად ჯანსაღი სივრცე შექმნათ. ამიტომ სანამ სასურველ მოდელს შეიძენთ, დარწმუნდით, რომ ის სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის და თქვენი ჯანმრთელობისთვის.
4. ფასი — რემონტის მიმდინარეობისას სასურველია წინასწარ განსაზღვროთ თითოეული პროდუქტის ბიუჯეტი, გამოიკვლიოთ ბაზარი, მოიძიოთ ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნიჟარა შესაფერის ფასად.
რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი