in

როგორ შევქმნათ თანამედროვე ინტერიერი ისე, რომ ის ცივი არ გამოვიდეს

სახლის თანამედროვე ტრენდების მიხედვით მოწყობა ცივი ელემენტების შერევის გარეშე საკმაოდ ძნელად მისაღწევი მიზანია. როგორ იქმნება თბილი, ოჯახური და, ამავდროულად, თანამედროვე სივრცე? გვსურს, ამ სტატიაში სწორედ ამაზე გიამბოთ და გაგიზიაროთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, შექმნათ სიმყუდროვე და თანამედროვეობა ერთად.

დაყავით სივრცე ზონებად

იმისთვის, რომ სივრცე დიდი, მკაცრი და ერთიანი არ იყოს, შეეცადეთ ის რამდენიმე ზონად დაყოთ. ამის გაკეთება კი მაგიდებით, ხალიჩებით ან ფარდებით მარტივადაა შესაძლებელი.

განათების ოპტიმიზაცია

დიდი ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ ნაწილდება განათება სახლში. თბილი და მყუდრო გარემო ხომ მზის სხივების გარეშე ვერ შეიქმნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დიზაინერებმა იმისთვის, რომ სივრცე უფრო მყუდრო გაეხადათ, შიდა კარ-ფანჯარა დაამატეს. ზემო პუნქტის მიხედვით, ის სივრცეს ორ ზონად ყოფს და თან – სინათლის შემოდინებას ხელს არ უშლის.

გამოიყენეთ რბილი მასალები

არ არსებობს უკეთესი გზა თბილი სახლის შექმნისთვის, ვიდრე რბილი მასალების გამოყენება. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ დივანსა და ხალიჩაზე. მსგავსი მასალები შეგიძლიათ გამოიყენოთ კედელზეც (როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაშია მოცემული).

“მოუსმინეთ” არქიტექტურას

რეზიდენციად გადაკეთებამდე ეს ბინა რეალურად იყო სახლი ბუხრით, რომელიც ხსნის იმას, თუ რატომაა აქ გამოყენებული აგურის კედლები და დიდი ფანჯრები. იმისთვის, რომ ამ სივრცეს საკუთარი დიზაინი მთლიანად არ დაეკარგა და ამავე დროს მსგავსი სახლებისთვის დამახასიათებელი სიცივე აქ აღარ ყოფილიყო, დიზაინერებმა ნეიტრალურ პალიტრას მიანიჭეს უპირატესობა. შეარჩიეს ნაცრისფერი ხალიჩა, ავეჯი და სივრცეს სიმყუდროვე მიანიჭეს.

მოეპყარით გარე სივრცეებს ისე, როგორც ინტერიერს

დატვირთეთ გარე სივრცეები ავეჯით, ასევე გამოიყენეთ ხალიჩაც. კარგი იქნება, თუ გათბობას დაამონტაჟებთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ სივრცეს მთელი წლის განმავლობაში ნაყოფიერად გამოიყენებთ.

დარწმუნდით, რომ ინტერიერში ყველა დეტალს თავისი როლი აქვს

გადატვირთულ სახლში კომფორტი და ფუნქცია ძირითადი ასპექტებია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყველაზე უფრო “სავსე” და პრაქტიკულ სახლშიც კი იგრძნოთ თავი თანამედროვედ. საამისოდ შეგიძლიათ ისეთი ფერთა პალიტრა შეარჩიოთ, რომელსაც დღესდღეობით ხშირად იყენებენ. მაგალითად, ამ პატარა და გადატვირთულ სივრცეში დომინანტი როლი მაინც ნაცრისფერ ტონალობას უკავია, რაც სივრცეს თანამედროვეობას ანიჭებს.

მიეცით ნება დეტალებს, განსაზღვრონ სტილი

ფოკუსირდით დეტალებზე – ისინი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფერთა პალიტრა. საბოლოო ჯამში, ხშირად სწორედ ისინი განსაზღვრავენ ფერებს. მაგალითად, ამ ოთახში გამოყენებული ხის ელემენტები, რბილი და სასიამოვნო გადასაფარებელი საწოლზე თბილ და მყუდრო გარემოს ქმნის.

იფიქრეთ ჭკვიანურად

შუაში დამონტაჟებული მინა გამოყოფს უშუალოდ საბანაო ზონას ოთახის დანარჩენი ნაწილისგან. ამით ის ოთახს ორად ყოფს, თუმცა, რეალურად, ის სივრცეზე დიდად არ ზემოქმედებს, რადგან გამჭვირვალეა.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

10 საინტერესო ფაქტი არქიტექტორ ჟან პრუვეს შესახებ

პატარა თანამედროვე ზღვისპირა თავშესაფარი ავსტრალიაში