in

როგორ შევურიოთ დეკორის ორი სტილი ერთ სახლში?

არ აქვს მნიშვნელობა, შვილებთან ერთად ცხოვრობთ, უბრალოდ ოთახის მეგობარი გყავთ თუ მშობლების სახლში ხართ ჯერ კიდევ – სახლში თქვენი და მათი დეკორატიული გემოვნების კომბინაცია შეიძლება საკამაოდ რთული აღმოჩნდეს. იმისთვის, რომ სახლში ყველა კომფორტულად გრძნობდეს თავს, ის უნდა შეესაბამებოდეს თითოეული ოჯახის წევრის ხედვას – სწორედ ამიტომ, საჭიროა, სახლის დიზაინის მოწყობისას ოქროს შუალედი შეირჩეს და ყველა მაცხოვრებელის ინტერესი რაღაც დონეზე გათვალისწინებული იყოს.

ამ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოხდეს დეკორის ორი სტილის შერწყმა ერთ სახლში:

განსაზღვრეთ, რას ნიშნავს კომფორტი თქვენთვის

“სახლის” იდეა ყველასთვის განსხვავებულია. შეიძლება მაშინ, როდესაც კომფორტი თქვენთვის მშვიდ სახლს ნიშნავს, თქვენი ოჯახის წევრებს მხიარული ფერებით დატვირთული, ენერგიული გარემო ურჩევნიათ. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ხედვა, მნიშვნელოვანია, ზუსტად განსაზღვროთ ის, რაც კომფორტულად აქცევს სახლს თქვენთვის და მათთვის, ვინც ამ სახლში ცხოვრობს.

იმის გარკვევა, თუ რას ნიშნავს “კომფორტი” თითოეული მხარისთვის თქვენს სახლში, არსებითად წარმოადგენს საგზაო რუკას დიზაინთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომაც, დაუთმეთ დრო ოჯახის წევრებთან ერთად დიზაინზე მსჯელობას და მიიღეთ საერთო გადაწყვეტილებები.

შეუსაბამეთ სახლის დიზაინი თქვენი ცხოვრების სტილს

ახლა უკვე ბევრი ადამიანისთვის სახლი აღარ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც დღის ბოლოს ბრუნდება მხოლოდ საჭმელად და დასაძინებლად. დღესდღეობით ადამიანები დიზაინისგან მოითხოვენ, იყვენენ თავიანთი ცხოვრების შესაფერისი. ამას ემატება ისიც, რომ პანდემიის პერიოდში სახლში დროის დიდი ნაწილის გატარება გვიწევს. ამიტომაც, ადამიანებს სურთ, ისეთი იყოს თავიანთი პირადი სივრცე, რომელში ცხოვრებასაც ზოგადად ისურვებდნენ.

სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, გააანალიზეთ თქვენი სახლი ფუნქციონალური თვალსაზრისით. ამით ოჯახის ყველა წევრის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებთ და მათ ცხოვრებას შეუსაბამებთ სახლის დიზაინს. იფიქრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, დასჭირდებათ თუ არა თქვენს შვილებს შემოქმედებითი სივრცე ვირტუალური სწავლებისთვის, რომელი ოთახები შეიძლება გამოიყოს საამისოდ და ა.შ

ფოკუსირდით თქვენს ნივთებზე

მაშინ, როდესაც რამდენიმე ადამიანს ერთად უწევთ ცხოვრება, ლოგიკურია, სახლში ამ ადამიანების საყვარელი ნივთები/დეკორაციებიც სწორადაა განსათავსებელი. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ამ ნივთებმა ერთამანეთს ხელი არ შეუშალონ, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ოჯახის წევრმა განსაზღვროს, თუ სად ურჩევნია, თავისი ნივთები განლაგდეს.

გახადეთ კომბინაცია თქვენთვის მისაღები

ანუ – დაეთანხმეთ მას. ცხოვრება ხომ მრავალფეროვნების გარეშე მოსაწყენია?! დინამიური ნაზავის მიღებით, რომელიც ძალიან მრავალფეროვნად გამოიყურება, თქვენ დარწმუნდებით, რომ თავისდაუნებურად, შეიქმნა ისეთი სახლი, რომელიც არამარტო ასახავს მის მაცხოვრებლებს, არამედ ძალიან ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურება.

თუმცა, აქაც ეცადეთ, ოქროს შუალედი იპოვოთ – ეძებეთ საერთო დეტალები სტილებს შორის, როგორიცაა ფერების პალიტრათა გადაფარვა, მსგავსი ტექსტურები ან უნივერსალური ავეჯის ფორმები, რაც ხელს შეუწყობს განსხვავებული დეკორაციის გაერთიანებას თქვენს სახლში ისე, რომ ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იყოს.

მზად იყავით კომპრომისისთვის

პირველ რიგში, მზად იყავით იმისთვის, რომ სხვა ადამიანთან ცხოვრების შემთხვევაში, თქვენი სახლის დიზაინი ვერ იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოს. მოგიწევთ, რაღაც დეტალებზე უარი თქვათ, იმიტომ, რომ ის უბრალოდ არ შეეფერება სხვა მაცხოვრებელის გემოვნებას. სწორედ ამიტომ, იპოვეთ თქვენი პრიორიტეტების პარტნიორებთან შერწყმის გზა. მიღებული ნაზავი კი მართლაც მშვენიერი შედეგი იქნება, სადაც თითოეული ადამიანის უპირატესობა იქნება წარმოჩენილი და თავს ყველა კმაყოფილად იგრძნობს.

არქიტექტურის ჰარმონიული კავშირი გარემოსთან – ლისი ტოპოგრაფის მთავარი უპირატესობა

პატარა ფართის ათვისების იდეალური მაგალითი – სტუდია Tinatin-ის ნამუშევარი სარაჯიშვილის ქუჩაზე