in

როუტერის დამალვის 6 საინტერესო ხერხი

ინტერნეტისა და ელექტრონული „გაჯეტების“ გარეშე თანამედროვე ბინის წარმოდგენა რთულია. თუმცა, უამრავ ახლართულ სადენსა და ტექნიკურ აქსესუარს ინტერიერში ვიზუალური აურზაურის შემოტანა შეუძლია. დღეს ჩვენ ინტერიერთან ელექტრონული აქსესუარების შეთავსების რამდენიმე ხერხზე მოგიყვებით, რომელიც როუტერს არათუ მალავს, არამედ დეკორატიულ აქცენტადაც კი აქცევს.

კედლის კარადა

თუ ბინაში ცარიელი კედელი ან თუნდაც მისი ნაწილი მაინც არსებობს, ის მშვენიერი ადგილია როუტერის მოსათავსებლად. გაჯეტის კარადაში დამალვით, მას თვალს მოვარიდებთ და ინტერიერის დიზაინს დავზოგავთ.

კომპაქტური კედლის კარადის სახით ბონუსად მომცრო ნივთებისთვის სათავსოს მივიღებთ.

პატარა ჯიბე

ესეც როუტერის კედელზე მიმაგრების ერთ-ერთი ვარიანტია. ის მათთვისაა კარგი, ვისაც კედლის კარადისთვის საკმარისი ადგილი არ აქვს. მინიატურული ხის ან პლასტმასის ჯიბე კედელზე მინიმალურ ადგილს დაიკავებს.

ამ ხერხის უპირატესობა იმაშია, რომ ფერისა და ვიზუალის არჩევა ინტერიერის სტილში იქნება შეასაძლებელი. კიდევ ერთი გზა როუტერის კედელზე ჩამოკიდებაა, თუმცა ამ შემთხვევაში ის თვალშისაცემი იქნება. თქვენს ინტერიერთან იდეალურად თავსებადი როუტერის მოძებნა კი რთული იქნება.

სამაგიდე ორგანაიზერი

შესაძლებელია თქვენთვის როუტერის სამუშაო მაგიდაზე მოთავსება მოხერხებული იყოს. ის კედელზე სასარგებლო ადგილს არ იკავებს, თუმცა დაზიანების შემთხვევაში წვდომა უფრო რთულია.

თუ ბინაში მაგიდის რომელიმე ზედაპირზე ცოტაოდენი ადგილი გაქვთ, შესაძლებელია როუტერის იქ დადგმა. საუკეთესო ვარიანტია აქსესუარის ორგანაიზერში დამალვა. მასში ასევე სხვა სასარგებლო ნივთების, სადენების და საკანცელარიო საშუალებების მოთავსებაა შესაძლებელი.

დიზაინერული მოდელი

როუტერის ინტერიერში შერწყმის კიდევ ერთი ხერხი მისი დიზაინერული მოდელის არჩევაა. ბაზარზე სხვადასხვა ვარიაციების პოვნაა შესაძლებელი. ასეთი აქსესუარი გარეგნულად  ჩვეულ როუტერს არ ჰგავს, ის უფრო არტ-ობიექტს ან დეკორის ნივთს წააგავს.

ასეთი როუტერის ინტერიერში ინტეგრირება მარტივია. შეიძინეთ, დადგით და ყველაფერი მზადაა. ეს ძვირფასი ვარიანტია, სამაგიეროდ, ვიზუალური კუთხით – საუკეთესო.

ინტერიერის საერთო კომპოზიციაში ინტეგრაცია

როუტერის ინტერიერში გონივრული შერწყმა, მისი განთავსების კიდევ ერთი ხერხია. მაგალითად, ლამაზ კალათასთან ერთად ზედა თაროზე მოთავსებული როუტერი  ლამაზ და დასრულებულ კომპოზიციას ქმნის. ამ შემთხვევაში როუტერი ვიზუალურად საერთოდ შეუმჩნეველია და კარგად ეწერება ინტერიერში.

დეკორის იდეა

როუტერის ინტერიერთან შერწყმის კიდევ ერთი საინტერესო ხერხი მისი დეკორად გადაქცევაა. ეს გზა მისი დამალვის საშუალებას არ მოგვცემს, მაგრამ ამავე დორს როუტერს სივრცის საინტერესო შტრიხად გადააქცევს.

ამოირჩიეთ კონტრასტული ფერი, რომელიც სხვა დეკორატიული ელემენტების ტონს გაიმეორებს და საინტერესო მოხატულობა შეასრულეთ. ან, როგორც ფოტოზე მოცემულ მაგალითშია ნაჩვენები, ნათელი ჩარჩოთი შეავსეთ და აქსესუარი შემოსასვლელის ცენტრალურ კომპოზიციად გადააქციეთ.

ამერიკული სტილი ინტერიერის დიზაინში – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ტური ირის აპფელის ნიუ-იორკის სახლში