იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორად დაგეგმარებული ელექტროობის სისტემით გამოწვეული პრობლემები, როზეტებისა და ჩამრთველების განლაგების სქემას ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ აღნიშნული დეტალების დაგეგმვა რემონტის ეტაპზე ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ, თუ რა გჭირდებათ თქვენი სახლის კონკრეტულ სივრცეში ამ მხრივ.
დღეს ვისაუბრებთ როზეტებისა და ჩამრთველების განლაგების სტანდარტზე საძინებელი ოთახებისთვის. არსებობს 3 საკვანძო ზონა, სადაც ელექტროობის გაყვანილობის დაგეგმვა განსაკუთრებული ყურადღებით არის საჭირო:
- საწოლის გვერდით
თანამედროვე ადამიანს დენის წყარო საწოლის გვერდით აუცილებლად სჭირდება. ტელეფონის დატენვა, ელექტრონული წიგნით სარგებლობა, ნოუთბუქით მუშაობა – ახლოს დაყენებული როზეტების ბლოკი ამ მხრივ ცხოვრებას ძალიან გაგიმარტივებთ.
- ფუნქციურ ზონებთან
შემდგომი ვარიანტები ავეჯსა და ზონებზეა დამოკუდებული, რომლებიც საძინებელშია გათვალისწინებული. თუ ეს სამუშაო მაგიდაა, მაშინ აქვე 2-3 როზეტი დაგჭირდებათ. მათი მაგიდის თავზე თუ მის ქვეშ განთავსება თქვენი გემოვნების საკითხია. თუ ტელევიზორის დაკიდება გსურთ, უნდა დაამონტაჟოთ 2 როზეტი – ტელევიზორისთვის და საკაბელო ადაპტერისთვის – 130 სმ. სიმაღლეზე. ამ ფორმით ისინი ტექნიკის უკან დაიმალება და არ გამოჩნდება.
- კართან
ამ შემთხვევაში ჩამრთველი 75-90 სმ. სიმაღლეზე უნდა განთავსდეს და ის ოთახის განათების გეგმარების შესაბამისად, რამდენიმენაირი შეიძლება იყოს: სფოთებისთვის, ტორშერისთვის, ბრებისთვის. ასევე კარგი იქნება, თუ მინიმუმ ერთ როზეტს მტვერსასრუტისთვისაც გაითვალისწინებთ. მისი განთავსების სიმაღლე სტანდარტულად 30-40 სმ-ია.
ამ მარტივი გიდის მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია როზეტებისა და ჩამრთველების საძინებელ ოთახში განლაგების შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.
რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი