სტუდიოს ტიპის ბინის დიზაინის შექმნას სჭირდება როგორც კრეატიული, ასევე პრაქტიკული ხედვა. ეს არც ისე მარტივი პროცესია, თუმცა ჩვენი დღევანდელი გზამკვლევი აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში.
გახსოვდეთ, რომ მცირე ზომის სივრცეში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სახლი ვერ იქნება ლამაზი და ფუნქციური. სწორი გეგმარებისა და ზონირების შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია. მოდით დავიწყოთ თავიდან და თავდაპირველად განვსაზღვროთ თუ რა იგულისხმება “სტუდიოს ტიპის ბინაში”?
რას ნიშნავს “სტუდიოს ტიპის ბინა”?
ეს არის პატარა ფართის მქონე საცხოვრებელი სივრცე, სადაც მისაღები, საძინებელი და სამზარეულო გაერთიანებულია ერთ ოთახში. არსებობს ისეთი სტუდიოს ტიპის ბინები, სადაც მაგალითად, სამზარეულო ან საძინებელი იზოლირებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში 2-ოთახიანი ბინა გვაქვს, ის მაინც სტუდიოს ტიპად მიიჩნევა, ვინაიდან ორი ზონა ერთ სივრცეშია გაერთიანებული (საძინებელი და მისაღები ან მისაღები და სამზარეულო).
ხშირად სტუდიოს ტიპის ბინები სტუდენტურ საცხოვრებელთან ასოცირდება, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. სტუდიოები მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ არის განკუთვნილი და რა თქმა უნდა, ისინი საერთო საცხოვრებლის ოთახს არ უნდა ჰგავდეს.
მაინც როგორ მოვაწყოთ სტუდიო ისე, რომ იქ სახლური სიმყუდროვე იგრძნობოდეს და ამასთანავე შესაძლებელი იყოს გართობაც და დასვენებაც? ამისთვის რამდენიმე ხერხს შემოგთავაზებთ.
დიზაინ იდეები სტუდიოს ტიპის ბინისთვის
პირველ რიგში, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა გსურთ თქვენის სახლისგან. სტუდიოს ტიპის ბინაშიც ყველაფრის მოწყობაა შესაძლებელი, იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხს გულდასმით მიუდგებით.
გიყვართ კულინარია და წვეულებების მოწყობა? მაშინ პრიორიტეტად სამზარეულო და სასადილო ზონა გაიხადეთ. სახლიდან მუშაობთ ან სწავლობთ? ამ შემთხვევაში დარწმუნდით, რომ კომფორტული სამუშაო მაგიდის ადგილს გამოძებნით.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფრის ხარჯზე სახლის დანარჩენი ზონები უნდა გააუქმოთ. აქ საუბარია თქვენს პრიორიტეტებზე, იმაზე თუ რა არის თქვენთვის ბინაში უმთავრესი.
იდეალურ შემთხვევაში სტუდიოს ტიპის ბინაში თქვენ უნდა მოახდინოთ სამი ზონის (სამზარეულო, საძინებელი, მისაღები) იზოლირება. ეს შესაძლებელია სხვადასხვა ხერხით განხორციელდეს. ქვემოთ მოცემულია ზონირების რამდენიმე საინტერესო ვარიანტი, რაც დაგეხმარებათ თქვენი სივრცის უკეთ ათვისებაში.
ზონირება წიგნების კარადის მეშვეობით
ზონირება ხალიჩების მეშვეობით
ზონირება შირმის მეშვეობით
ზონირება ლოფტის ტიპის საძინებლის მეშვეობით
ზონირება ფარდის მეშვეობით
ზონირება შუშის ტიხრით
ზონირება ავეჯით