in

DIY – შექმენი ჟურნალების მაგიდა საკუთარი ხელით

ელეგანტური და ლამაზი ჟურნალების მაგიდის საკუთარი ხელით შექმნა არც ისე ძნელია, როგორც ეს პირველი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. სულაც არაა აუცილებელი ამისთვის უამრავი ინსტრუმენტისა და ტალანტის ქონა. მთავარი მონდომებაა!  ამაში კი ჩვენი რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ.

პლასტმასის ზედაპირისა და მეტალის მილებისგან შესრულებული ჟურნალების მშვენიერი მაგიდა სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ შექმნათ. ამისათვის დაგჭირდებათ პლასტმასის სწორკუთხოვანი ან კვადრატული ფილა (დაახლოებით 40X40 ან 30X30 სმ) ლითონის მილები და წებო.

უბრალოდ მიაწებეთ მომავალი ფეხები დაფას და დააცადეთ კარგად გაშრობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ელემენტების სიმეტრიული განთავსება, რათა მომავალმა მაგიდამ ზედაპირზე დგომა მყარად შეძლოს. პლასტმასის მაგივრად ზედაპირად შეგიძლიათ ასევე ხის ან მარმარილოს ფილა გამოიყენოთ.

თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და სხვადასხვაგვარი ფორმა მისცეთ მეტალის მილებს, ასევე თქვენთვის სასურველ ფერში შეღებოთ. დაფის დამზადება სხვადასხვა მასალისგან შეგიძლიათ. მაგალითად,  ხის გადანაჭრისაგან. მისი შეძენა სპეციალიზირებულ მაღაზიებში ან ხის საამქროში შეგიძლიათ.

რაიმე უჩვეულოს გაკეთების სურვილის შემთხევაში, შემოგთავაზებთ კრისტალის ფორმის ჟურნალების მაგიდას.  ის თავს ნამდვილად მოგაწონებთ. ხის ანათალისგან, კიდეების დასამუშავებელი ლენტისგან, სპილენძის მილებისა და თოკისგან ეს ობიექტი თანამედროვე კონსტრუქტივიზმის სტილში შეიძლება შეიქმნას.

ძალიან მნიშვნელოვანია მაგიდის ფუძის კონსტრუქციის სწორად გაკეთება. ამისათვის საჭირო რაოდენობის ერთიდაიმავე სიგრძის მილების დამზადება დაგჭირდებათ. მილები სამკუთხედებად, ბაწრით, მკვრივად შეკარით. ვიწყებთ პირველი სამკუთხედით. ვკრავთ მილებს რაც შეიძლება მკვრივად და ასე ვაგრძელებთ. მრგვალი დაფა ელექტრო ხერხის მეშვეობით ამოვჭრათ, დავამუშაოთ ნაპირები და თვითმჭრელი სახრახნებით მივამაგროთ ფუძესთან.

შემდეგი ტიპის ჟურნალების მაგიდისთვის თქვენ დაგჭირდებათ: 6,1 მეტრი სპილენძის მილი დიამეტრით 12,7 მმ. სპილენძის შემაერთებელი – 4 ცალი, სპილენძის ხუფი – 8 ცალი, სპილენძის გადამყვანი – 14 ცალი, ხის დაფა – 30X30 სმ 2 ცალი, წებო და მილის საჭრელი.

სქემაზე მილების ზუსტი რაოდენობაა ნაჩვენები, რომლის მიხედვით საჭიროა მათი დაჭრა (მინიშნება დიუიმებშია). ასევეა ნაჩვენები მათი შეერთების მეთოდი და მიმდევრობა. მილის საჭრელის მეშვეობით დაჭერით სურათზე მითითებული ელემენტების რაოდენობა და შეაერთეთ ისინი ზუსტად ისე, როგორც სქემაზეა ნაჩვენები.

მიმაგრების ადგილებზე წაუსვით წებო და დააცადეთ კარგად გაშრობა.  ხის დაფები შეღებეთ და ლაკით დაფარეთ, დაამაგრეთ ისინი ფუძესთან ისეთ ადგილებში, სადაც მილები H ასოს შექმნიან. ასეთი მაგიდა არა მხოლოდ მოხერხებულია, არამედ ძალიან ელეგანტურიც. ის ინტერიერში უდაოდ  მდიდრულად და ძვირფასად გამოჩნდება.

მოხერხებული ჟურნალების მაგიდის შექმნის უფრო მარტივი ვარიანტია საფუძვლის როლში უბრალო პერფორირებული პროფილის გამოყენება, რომლის შეძენას სამშენებლო მაღაზიებში მარტივად შეძლებთ. სამშენებლო წებოს გამოყენებით შექმენით მისგან სწორკუთხა კონსტრუქცია და დააფარეთ ხის დაფა.

იმავე სქემით იმოქმედეთ, ოღონდ გამოიყენეთ მეტალის პროფილები პერფორაციის გარეშე. თქვენ  შეძლებთ  განსხვავებული სახის რომანტიკული და ელეგანტური ჯურნალების მაგიდის შექმნას. დაამაგრეთ კარკასი თვითმჭრელების მეშვეობით, დაფარეთ პლასმასის დაფით ან დეკორირებული ქვით და თქვენი ხელით შექმნილი დიზაინერული ობიექტის ბრწყინვალე იერსახით დატკბით.

როგორ გახდა Snøhetta მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი არქიტექტურული ოფისი

რჩევები ბინის გაქირავების მსურველთათვის