in

შთამაგონებელი იდეები სააბაზანოს ნიჟარის შესარჩევად

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

აბაზანის ნიჟარას შეუძლია სააბაზანოს განახლებული იერი მიანიჭოს და მისი ინტერიერი მთლიანად გარდაქმნას. დღეს ბაზარზე ნიჟარის უამრავი დიზაინი არსებობს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპისა და ხასიათის სააბაზანოს შექმნა, იქნება ეს კლასიკური თუ თანამედროვე სტილი. სწორად შერჩეულ მოდელს შეუძლია არა მხოლოდ ესთეტიკური გარეგნობის შექმნა, არამედ სივრცის მაქსიმალურად ათვისება და დამატებითი სათავსოების უზრუნველყოფაც.

ნიჟარა შესანიშნავი საშუალებაა გემოვნებისა და სურვილების გამოსახატად და აბაზანაში სასიამოვნო ელემენტების დასამატებლად. თითოეულ მოდელს აქვს საკუთარი უნიკალური ხასიათი და დიზაინი. არსებობს ორმაგი ნიჟარებიც, რომლებიც იდეალურია დიდი ოჯახისთვის და განსაკუთრებით უხდება თანამედროვე სტილს.

სააბაზანო ნიჟარის არჩევა არც ისე მარტივი საქმეა. მოდელებისა და მასალების უზარმაზარი ასორტიმენტი თვალს აჭრელებს და არჩევანს ართულებს. ბაზარზე ნიჟარების შემდეგი ტიპებია გავრცელებული: კონსოლური, რომელიც სპეციალური სამაგრის დახმარებით კედელზე მაგრდება, ნიჟარა სადგამით, რომელიც სადგამზე თავსდება, ჩაშენებული, რომელიც საკმაოდ მოხერხებულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში არაა ნიჟარის კედელზე მიმაგრების აუცილებლობა, დასადგამი, რომლის შემთხვევაში ნიჟარა პირდაპირ მაგიდაზე, ტუმბოზე ან კონსოლზე მონტაჟდება და სხვა. დღევანდელ სტატიაში კი რამდენიმე საინტერესო დიზაინს გაგაცნობთ იმისთვის, რომ უშუალოდ თქვენს სააბაზანოზე მორგებული მოდელის შერჩევა კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ.

იდეები შთაგონებისთვის

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

Wisteria House – ლანდშაფტთან ურთიერთობით შექმნილი სახლი ავსტრალიაში

არქიტექტურა, როგორც უწყვეტი სიახლის ძიების პროცესი — ინტერვიუ დავით ბოჭორიშვილთან