in

„ვისურვებ და ავისრულებ” – საახალწლო კამპანია „დომუსისგან”, რომელიც სურვილებს აგისრულებთ

ახალი წელი სურვილების ჩაფიქრებისა და ასრულების დღესასწაულია. თუკი ბავშვები სანტას ელოდებიან, ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან ველით საჩუქრებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საყვარელი ბრენდები, რომლებიც ფიქრობენ და ცდილობენ, ჩვენი საახალწლო განწყობა კიდევ უფრო აამაღლონ.

მათ რიგებშია დეველოპერული კომპანია „დომუსი”, რომელიც ახალ წელს სახალისო კამპანიით და საინტერესო შეთავაზებით გვილოცავს. „ვისურვებ და ავისრულებ” – ეს ამ კამპანიის მთავარი გზავნილია, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ვიდეორგოლი გამოვიდა. ვიდეოები სხვადასხვა ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებსაც განსხვავებული სურვილები აქვთ და 2024 წელს ახალი მოლოდინით ხვდებიან.

დომუსის შეთავაზება სახლის განსაკუთრებული პირობებით შეძენას და ბონუსად, სურვილების ახდენას მოიცავს. ამისთვის საჭიროა, შეიძინოთ ბინა და დომუსს გაუზიაროთ, კიდევ რა სურვილი გაქვთ სახლთან დაკავშირებით. მეტი დეტალის გასარკვევად კი შეგიძლიათ, თავად დომუსის უძრავი ქონების ექსპერტებს დაუკავშირდეთ, რომლებიც შეგხვდებიან და დეტალურად აგიხსნიან, რას გთავაზობთ საახალწლო კამპანია.

სოფო დიდიძე, დომუსის სენიორ მარკეტერი:

„ახალი წლის აღნიშვნას სურვილების ჩაფიქრებით ვიწყებთ!

სურვილების ჩათქმისას, დომუსში ვიცით, რომ რასაც ჩავიფიქრებთ, ყველაფერი რეალობად შეგვიძლია ვაქციოთ და 2024 წელსაც ახალი შთაგონებით, გეგმებითა და ჩვენი ღირებულებებისადმი ერთგულებით ვხვდებით.

 საახალწლო შეთავაზება დომუსში სურვილებს ასრულებს!

შეიძენ ბინას განსაკუთრებული პირობებით და ამავდროულად, რასაც ისურვებ სახლთან დაკავშირებით, აგისრულდება!

აღნიშნული შეთავაზება დომუსში 14 იანვრამდე გაგრძელდება და საშუალება გაქვთ, მოგვწეროთ, ჩანიშნოთ შეხვედრა უძრავი ქონების ექსპერტთან და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბინა, თქვენზე მორგებული პირობებით”.

[R]

გაფილტრული წყალი, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი — „ნამი 8“-ს ინოვაციური წყლის ბარები

როგორ მოვუაროთ ჩასაშენებელი ქურის ზედაპირს? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა