„იდააფ არქიტექტორები“ არქიტექტურის, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინ სახელოსნოა, რომელიც 2016 წელს დაარსდა და მას არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი ხელმძღვანელობს. სტუდია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ფუნქციისა და მასშტაბის პროექტებზე მუშაობს და სრულიად გამორჩეულ პროდუქციას ქმნის. კომპანიის მთავარი მიზანი არა მარტო დიზაინ საქმიანობა, არამედ ხანგრძლივი კვლევითი პროცესებია. გუნდის ამოცანა სიახლეებზე ფოკუსირება და გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული არქიტექტურისა და დიზაინის, როგორც დამოუკიდებელი ცნების განსაზღვრის ხელშეწყობაა.
„იდააფ არქიტექტორების“ თითოეული პროექტი კულტურულ და ადგილის ღრმა კვლევაზეა დაფუძნებული, რომლის გათვალისწინებითა და ინოვაციური მიდგომებით, კომპანია შესაბამისი დიზაინის შექმნას ცდილობს და თავისი უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს უკეთესი გარემოს ჩამოყალიბებასა და ადამიანთათვის ღირებული სივრცეების შექმნაში.
ახალი წლის მოახლოებას ყველა ადამიანი და ბიზნეს სექტორი აღნიშნავს, სწორედ ამიტომ, სასიხარულო შეთავაზებას “იდააფ არქიტექტორებიც“ ჰპირდება საკუთარ მომხმარებელს. სტუდია აცხადებს აქციას, რომლის თანახმად, 20-30 დეკემბერს 40%-მდე საახალწლო ფასდაკლება იმოქმედებს ავეჯის მრავალფეროვან კოლექციაზე, რომელიც დახვეწილი და საინტერესო დიზაინით გამოირჩევა.
მცირე მაგიდა „ალიზი/4“
მაგიდები ალიზი/3 და ალიზი/4 “იდააფ არქიტექტორების” საავტორო აგურის ფორმის მოდიფიცირებით შეიქმნა. ეს არის ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც სრულიად უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს და თავისი განსხვავებული, არაორდინალური დიზაინით მნახველის ყურადღებას იპყრობს. აგურების შეფერილობა ბუნებრივია. მიწები, რომლებიც მის დასამზადებლადაა გამოყენებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაა მოპოვებული. ფუძეში კაკლის ხისგან დამზადებულ აგურს კი იმავე ფორმის ორი ან სამი ცალი ალიზის აგური ეყრდნობა.
მცირე მაგიდა „ალიზი/3“
მსგავსად წინა დასახელებული პროდუქტისა, ეს მაგიდაც „იდააფ არქიტექტორების“ საავტორო აგურის ფორმის მოდიფიცირებით შეიქმნა. ეს არის პროდუქტი, რომელიც თავისი განსხვავებულობითა და არაორდინალური დიზაინით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, მისი ინტერიერსა თუ ექსტერიერში განთავსება გამორჩეულ, მრავალფეროვან შტრიხს შეიტანს და სივრცეს უცხო, საინტერესო ვიზუალს მიანიჭებს. ალიზის აგური, კაკლის ხისგან დამზადებულ, ფუძეში მდებარე აგურს ეყრდნობა, მასალაში გამოყენებული მიწა კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა მოპოვებული.
თეთრი მაგიდა „აგური“
არქიტექტურის, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინ სახელოსნო, მუდმივად სიახლეების ძიებაშია და განვითარებაზეა ორიენტირებული. ამიტომ მას თამამი ნაბიჯების გადადგმა არ აშინებს და მომხმარებელს მრავალფეროვანი და სრულიად განსხვავებული პროდუქციით ანებივრებს. „აგურიც“ „იდააფ არქიტექტორების“ სახელოსნოს მიერ ახალი სამშენებლო მასალის შექმნის პირველი მცდელობაა, რომელიც ჯერ კიდევ კვლევისა და განახლების პროცესშია. სანამ მისი ტექსტურების შერჩევა საწყის ეტაპზეა, „აგურის“ ფორმა ინტერიერისთვის სხვადასხვა ფუნქციის დეკორატიული ელემენტების შესაქმნელად იქნა გამოყენებული. ერთ-ერთ ასეთი პროდუქტი კი ეს თეთრი მაგიდაა.
მაგიდა „აგური“
შავი ფერის, დამწვარი ხისგან დამზადებული საინტერესო და მიმზიდველი დიზაინის მქონე მაგიდა, კიდევ ერთი უჩვეულო და გემოვნებიანი პროდუქტია, რომელსაც „იდააფ არქიტექტორების“ გუნდი ქმნის. ეს გამორჩეული დიზაინის ნივთი განსაკუთრებით მინიმალისტურ და სადა ინტერიერს მოუხდება და ბუნების შტრიხებს შემატებს თქვენს სახლს, შავი ფერი კი სხვადასხვა ფერისა თუ დიზაინის ავეჯთან იდეალურ კომბინაციას მოგვცემს. მაგიდა „აგურის“ კონცეფცია და ვიზუალი, ხელოვნებისა და უჩვეულო დიზაინის ნივთებით დაინტერესებულ ადამიანებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
მაგიდა „წვეთი“
გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის მქონე მაგიდა, ტყიდან მოპოვებული მასალით იქმნება. ბუნებრივი კატასტროფების დროს, წაქცეული ხისგან გამოყვანილ სკულპტურას ახალი სიცოცხლე „იდააფ არქიტექტორების“ გუნდმა შთაბერა. ის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ნებისმიერი ტიპის ინტერიერში და მნახველს აღფრთოვანებით აღავსებს მისი ნატიფი და მიმზიდველი დიზაინის გამო. მაგიდის მრგვალი, ნაზად ამოკვეთილი ზედაპირი წვეთის ფორმის სამ ფეხს უჭირავს. მისი თითოეული ნაწილი მასიური კაკლის ხისგან ხარატის მიერ ხელითაა მოხეწილი, რის გამოც ყოველი ახალი მაგიდა უნიკალურია, ტექსტურები კი ცვალებადი.
ბაზალტის სკამი „ელემენტი“
„ელემენტი“, რომელიც განსხვავებული ფუნქციის ავეჯს აერთიანებს, ქართული ოდა სახლისა და გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტის“ გავლენით შეიქმნა. ყოველი ახალი პროექტით „იდააფ არქიტექტორები“ მომხმარებელს უმტკიცებს, რომ საინტერესო და შთამბეჭდავი პროდუქტის შექმნა შეუძლია, რომელიც ვიზუალურად გაამდიდრებს არა მარტო ინტერიერს, არამედ გარე სივრცეებსაც. მინიმალისტური, ბეტონის მსგავსი სკულპტურის იდეით შექმნილი ბაზალტის სკამი „ელემენტი“ ქართული ქვით არის დამზადებული. მისი მოხმარება საკმაოდ კომფორტული და კომპაქტურია, რადგან მისი აწყობა/დაშლა მარტივია და არ საჭიროებს სამაგრებს.
დიაბაზის სკამი “ელემენტი”
დიაბაზის სკამი „ელემენტი“, მსგავსად ბაზალტის სკამისა, ქართული ოდა სახლისა და გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტის“ გავლენით შეიქმნა. სხვადასხვა ინტერიერსა თუ ექსტერიერში თვალშისაცემ და გამორჩეულ ადგილს დაიკავებს და მნახველის ყურადღებას მიიპყრობს. მოდელი დამზადებულია ქართული ქვით, დიაბაზით, რომელიც ყაზბეგისა და პანკისის რეგიონებში მოიპოვება. პროდუქტი ხასიათდება გამოყენების სიმარტივით, რადგან მისი გადაადგილება მარტივია, ადვილად იშლება და იწყობა. ქვის მკვეთრი ფერი და ინტენსიური ტექსტურა კი სკამის ძლიერ ხასიათს თავიდანვე განსაზღვრავს, რაც სინთეზურად ინტეგრირდება ინტერიერის დიზაინშიც.
შავი სკამი „ელემენტი“
„ელემენტი“ ეს არის კონკრეტული ფორმა და მისი მოდიფიცირებული ზომები, რომელიც ქმნის ასაწყობი ავეჯის ვარიაციებს. სწორედ ასეთი ტიპის პროდუქტებით, „იდააფ არქიტექტორები“ ინოვაციურ პროექტებს ქმნიან და სრულიად განსხვავებულ ხელწერას ამკვიდრებენ არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცვალებადი სტრუქტურებისა და მრავალფეროვანი მასალების გამო, „ელემენტი“ მუდმივად განახლებადია და ფუნქციური თავისუფლების შესაძლებლობას ქმნის, რაც პროდუქტის უნიკალურობაზე მეტყველებს.
მაგიდა „ლაზური“
მაგიდა „ლაზური“ თავისი კონცეფციითა და იდეის ორიგინალურობით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ლაზური სახლების დიზაინს ეფუძნება. ალიზის ღრუიან ფილებში მოთავსებულია მოჭიქული თიხის კვადრატული ფორმები, ლაზური სახლის არქიტექტურულ ტიპოლოგიას იმეორებს. მაგიდის მასალად გამოყენებული ალიზის ფილებისათვის მიწები ჟინვალისა და გარიყულის ტერიტორიებზეა მოპოვებული და ბუნებრივი ფერითაა წარმოდგენილი.
მცირე მაგიდა „ლაზური“
მცირე მაგიდა, რომლის მასალადაც ალიზი, კერამიკა და მეტალია გამოყენებული, მსგავსად წინამდებარე პროდუქტისა, ლაზური სახლების დიზაინს ეფუძნება. განსხვავებული დიზაინის მაგიდა ინტერიერს სიახლითა და ერთგვარი მიმზიდველი სიძველის ეფექტით გაამდიდრებს და მას მეტ მრავალფეროვნებას, საინტერესო ვიზუალს მიანიჭებს. მოჭიქული თიხის კვადრატული ფორმები, რომლებიც ალიზის ღრუიან ფილებშია მოთავსებული, ლაზური სახლის არქიტექტურულ ტიპოლოგიას იმეორებს. მასალად გამოყენებული მიწები, რომლებიც ბუნებრივ ფერითაა წარმოდგენილი გარიყულასა და ჟინვალის ტერიტორიებიდანაა მიღებული.
იდააფ არქიტექტორების პროდუქციის შეძენა შესაძლებელია დიზაინ სტუდიის Facebook და Instagram გვერდების არხებით ან ელ.ფოსტის მეშვეობით: contact@idaafarchitects.com